რეკლამა Presa.ge-ზე,
სპეციალური ფასები: 599 877 900
ექი­მებ­მა მო­ზარდს 232 კბი­ლი ამო­უ­ღეს - პა­თო­ლო­გი­უ­რი შემ­თ­ხ­ვე­ვა
პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი წელს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ფურ­ც­ლებ­ზე და­ბეჭ­დილ სა­ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნე­ლო­ებს მი­ი­ღე­ბენ
"ფსი­ქი­ატ­რი­ულ­შია წა­საყ­ვა­ნი” – ბე­სე­ლი­ამ და თაქ­თა­ქიშ­ვილ­მა ერ­თ­მა­ნეთს სიტ­ყ­ვი­ე­რი შე­უ­რაც­ხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს
სა­ნა­პი­რო­ზე ახალ­გაზ­რ­და წყვი­ლი ბავ­შ­ვე­ბის თვალ­წინ აღ­ვი­რახ­ს­ნი­ლი სექ­სით და­კავ­და
ყველა სიახლე
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ამინდი
  თბილისი19°-35°
  ქუთაისი22°-38°
  ბათუმი24°-32°
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია

09:21 07.05.2012
[presa.ge]

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი... გაგრძელდა ესევითარი ჭირი და ზეგარდამომავალი რისხვა ხუთისა წლისა ჟამთა“. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.

თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვეყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია.

შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ერთ ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მიუღწევია და იქ უსულოდ დაცემულა. ხატიც იქვე დაფრენილა. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამის შემდგომ ტყვეყოფილები არაგვის ხეობაში გაფანტულან და მადლიერების ნიშნად წმინდა გიორგის სახელზე საყდრები აუშენებიათ. იქიდან მოყოლებული, უკვე რვა საუკუნეა, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს მლოცველებით, ლომისას უნჯი ანუ ძირძველი ყმებით, ივსება ძველი საყდარი. „ღმერთო, გაუმარჯვე დიდ ლომისას წმინდა გიორგის, ხორეშანით მობრძანებულს, შვიდი ათასი ტყვის მხსნელს, ქსნისა და არაგვის თავდამყუდებელს“, - ილოცებიან მთიულნი.

საინტერესოა, რომ ამ თქმულებას იმეორებს გურიის სოფელ ძიმითის წმინდა გიორგის ხატის კუბოს წარწერა, სადაც ნათქვამია: ეჰა შენ, დიდო მხნეო მხედარო და ღვაწლით შემოსილო და ხვარასანთა ტყვეთა მხსნელო, სასწაულთმოქმედო ახოვანო და წმინდაო მოწამეო გიორგი“.

ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ლომისის მთის თხემსა არს ეკლესია წმინდა გიორგისა, წოდებული ლომისა (და ამის გამო ეწოდება მთასა ამას სახელი ესე), უგუნბათო. არნ მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი დახიზნულობით. უჭვრეტს სამხრით ქსანსა, ჩრდილოეთით - მთიულეთს. მთა ესე უტყეო არს და ბალახ-ყვავილიანი, კალთათა ტყიანი“. ლომისის ტაძრის ტრაპეზი ორსაფეხურიანია. მასზე შეწირული ხატებია დასვენებული. არავინ იცის, სად არის ლომისის სასწაულთმოქმედი ხატი. აქაურთა თქმით, შიშიანობის დროს დეკანოზებს იგი გადაუმალავთ და სანაცვლოდ მისი მსგავსი ვერცხლის ხატი მოუჭედინებიათ. გადამალული ხატი ვეღარ უპოვიათ. ასლი ახლა მლეთის ეკლესიაშია დაბრძანებული. ეკლესიაშივე ინახება ლომისას ძველი ხატები (ჯვრები), ვერცხლით მოჭედილი და უბრალო ფერადი ქვებით შემკული (ორ მათგანს XVII საუკუნის ხუცური წარწერა აქვს, სადაც ბურდულის გვარია მოხსენიებული). ლომისას ერთი ბავრაყი (საეკლესიო დროშა) და ალამიც აქვს. ბავრაყი წითელია და ზედ ზანზალაკები ჰკიდია, ალამი კი სამფეროვანია (წითელი, თეთრი და ლურჯი). ალამს წვერზე შუბიანი თითბრის ბურთი უკეთია.

ლომისის მუხის კარს რკინა აქვს გადაკრული, რომელზეც თვრამეტსტრიქონიანი ხუცური წარწერა ამოუჭრიათ. ამ წარწერიდან ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. წარწერა XVI-XVII საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. კარს ოთხ მწკრივად რგოლები დაუყვება. ღამის დარაჯი, ეკლესიაში ქურდი რომ არ შეპარულიყო, ამ რგოლებს ფეხზე აყენებდა. თუ კარს ვინმე მიადგებოდა და წვალებას დაუწყებდა, რგოლები ცვიოდა და ხმაური დაძინებულ დარაჯს აღვიძებდა. თუკი მცველი დღისით დატოვებდა ეკლესიას, რგოლებს ისე აწყობდა, რომ უკან დაბრუნებულს შეემჩნია, ვინმე ხომ არ მიჰკარებოდა ტაძრის კარს. ლომისის კარის შესახებ ასეთ ამბავს ჰყვებიან: ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარი ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და იმით დაუნთიათ ცეცხლი. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.

ტაძარში ახლაც ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან აღთქმის დადება უნდა, ანდა რაიმეს ევედრება წმინდანს, ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით. ზოგს ეს წარმართობის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჯაჭვის კისერზე დადებით წმინდა გიორგისთვის ყმობის გამოცხადების ტრადიცია საქართველოში სხვაგანაც ყოფილა გავრცელებული (მაგალითად, აწყურში). საინტერესოა, რომ პალესტინაში წმინდა გიორგის ტაძრის მოლოცვისას თანამედროვე პილიგრიმებს სწორედ ასეთი საყელურიანი რკინის ჯაჭვი უნახავთ.

ხალხური გადმოცემით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.

მეხატენი ამ ჯაჭვს ასე უმღეროდნენ:

    „ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;

    მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,

    ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.

    დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.

 

მთიულებს დიდი რწმენა ჰქონდათ ალისფერ ცხენზე მჯდარი ლომისის წმინდა გიორგისა:

    „წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია,

    მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია,

    ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.

ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი - წილიანობას (შვილიერებას); ვისაც ძუძუში რძე არ ედგა, დეკანოზი (ასე უწოდებენ მთიულეთში ხევისბერს) ტაძრის კედლიდან კირს ჩამოფხვნიდა, წყალში გახსნიდა და მაწოვარ დედაკაცს შეასმევდა. ბავშვსაც თმას პირველად აქ შეკრეჭდა დეკანოზი.

„დიდება დიდ ლომისასაო“, - დაილოცებიან ხოლმე სალოცავში ღამის სათევად მისული მლოცველები. დამხვდურთ ასე მიესალმებიან: „ხალხო, წყალობა ხატისაო“. „თქვენი მწყალობელიც იქნებაო“, - უპასუხებენ ისინი... შუაღამისას კი, როცა რძისფერი ნისლი დაჰფარავს ქსნისა და არაგვის ხეობას, ერთი მთიული ვერ მოითმენს და, თითქოს ნისლის გაფანტვა სურსო, ცისა და მიწის გასაგონად შესძახებს:

„საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ, წყალობა ხატისა! შეგეწიოს საქრისტიანოს გამჩენი“.

ამინ!

წყარო

ბეჭდვა  
კომენტარები:
2012-05-07 15:51:58
ბარემ დაგემატებინატ როდის არის ლომისობა?

მაკოკო2012-05-07 16:55:49
ლომისობა არის 5 ივნისს წვერზე ეკლესიასთან ასვლა და ღამისთევა, 6-ში კი ტიტონ ლომისობა, რომელიც ძირითადად მლეთაში იმართება.

???2012-05-08 12:17:21
დიდი მადლობა ასეთი, თითქმის ამომწურავი ინფორმაციისათვის. შეგვეწიოს და გვფარავდეს ყველას ლომისის ძალა და მადლი !!!
ამინ

christian louboutin retailers2014-03-02 18:47:22
christian louboutin to open men's store in nyc ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
christian louboutin retailers http://wvfamilyvacations.com/images/christian-loub outin-shoes-for-men.html

christian louboutin lady daf2014-03-03 04:09:31
christian louboutin outlet in ga ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
christian louboutin lady daf http://sanikagroup.co.in/images/christian-loubouti n-shoes-outlet.asp

cheap hermes handbags2014-03-05 01:42:34
hermes bags amazon 2013 ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
cheap hermes handbags http://zxcv.dk/cheap-hermes-handbags-hermes-bremen -2090.aspx

hermes handbags uk2014-03-05 08:58:01
hermes bags crocodile in agusan ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes handbags uk http://idrottsalliansen.se/images/hermes-handbags- uk-hermes-shop-to-shop-6627.html

christian louboutin shoes price2014-03-06 14:24:09
christian louboutin shoes in sale ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
christian louboutin shoes price http://ts4grentalndecor.com/Images/christian-loubo utin-very-prive.html

christian louboutin barneys2014-03-07 15:58:53
how much are christian louboutin daffodile pumps ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
christian louboutin barneys http://forensisaccounting.co.uk/images/indexN.asp? id=10911

hermes belt black2014-03-10 17:55:44
hermes bags blue crush ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes belt black http://casa-consult.dk/how-to-unlock-htc-x01ht-fra nce-hermes-softbank.asp

hermes belt uk2014-03-11 09:22:18
hermes bags buy ladybugs ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes belt uk http://nasse.dk/hermes-belt-uk-hermes-fashion-460. asp

hermes shop paris2014-03-13 12:21:26
hermes bags dallas boat show 2014 ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes shop paris http://cordyceps-extract.com/hermes-hub-ohrdruf-he rmes-shop-paris-9687.asp

hermes bags 2013 prices2014-03-13 16:54:55
hermes bags buy xbox one ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes bags 2013 prices http://kiropraktorvagtsyd.dk/images/hermes-italy-h ermes-bags-2013-prices-9219.asp

hermes shop würzburg2014-03-15 20:33:24
how to determine if hermes handbag is a fake ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes shop würzburg http://euro-kebap.com/big-names-tout-their-hermes- tcher-bags.asp

orange hermes2014-03-16 19:33:41
hermes uk rochester ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
orange hermes http://mymdsdigital.com/hermes-kelly-price-orange- hermes-636.html

hermes online versand2014-03-17 20:52:17
buy hermes singapore ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
hermes online versand http://leiflahn.dk/hermes-knockoff-handbags-hermes -online-versand-4196.asp

buy cheap hermes belt2014-03-19 01:57:49
hermes fulda ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
buy cheap hermes belt http://kathmanduspice.com/css/buy-affordable-herme s-belt-and-bags-for-valentine.asp

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



ტოპ ათეული
1. „დიდი მადლობა ბატონ პუტინს, იმისთვის, რომ მომიკლა ერთადერთი საყვარელი შვილი"
2. სოფო ნიჟარაძე: "ძალიან გახვედით თავს, დაკითხვაზე თქვენი ოჯახის წევრები დაიბარეთ"...
3. უნიკალური გამაჯანსაღებელი რეცეპტი – დაბლა სწევს შაქარს, წმენდს ნაწლავებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას...
4. "ახალ ტალღაზე" ქართველი კონკურსანტი პირველ ადგილზეა (ვიდეო)
5. "მოსინჯეთ ეს რეცეპტი და თქვენ ვერ იცნობთ თქვენ ხერხემალს!"
6. ავტომანქანა, სადაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
7. გემოვნებიანი ქალების TOP-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
8. სექსში ყველაზე გარყვნილი და კდემამოსილი ზოდიაქოს ნიშნები
9. თმის ფერი რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ
10. ვენეციური ნიღაბის მომზადების წესი - სახის კანი დაიჭიმება და ნაოჭები გაქრება
ბლოგები
ლა­ზა­რეს შა­ბა­თი - ქე­ბაჲ და დი­დე­ბაჲ ქარ­თუ­ლი­სა ენი­საჲ
რეკლამა საიტზე
ტელ.: (+995 32) 2-000-247, 595 58-18-18
599 877-901, 599 877-908
 
2014-07-23
visitor 29 667
visit 39 548
page 65 715
2014-07-24
  26 518
  34 336
  54 618