• თბილისი
  • 2°C
  • 17 იანვარი, 2018
article

მწვანე ლობიო - რეცეპტი დამწყები დიასახლისებისთვის

მწვანე ლობიო - დაახლ. 1 კგ
ხახვი - 1 საშუალო ზომის თავი ან 8-10 ცალი მწვანე ხახვი
კარტოფილი - 2 ცალი, მოზრდილი ზომის
ზეითუნის ზეთი - დაახლ. 100 მლ
წყალი - 200 -250 მლ
ქინძი (ცოტა), ოხრახუში, ქონდარი (შეგიძლიათ ხმელი ქონდარიც გამოიყენოთ) მარილი
ძირა 1/4 ჩ.კ. და უცხო სუნელი 1/4 ჩ.კ.  (არ არის სავალდებულო)

გაარჩიეთ მწვანე ლბიო - მოატეხეთ წვერები და გააცალეთ ე.წ. ფხები (თუ აქვს). დატეხეთ და ჩაყარეთ ქვაბში. დაჭერით ხახვი და კარტოფილი და მოათავსეთ ლობიოს ზემოდან. 

შემდეგ ზემოდან მოასხით ზეთი და დაახლ. 200 მლ. წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე. პერიოდულად მოურიეთ - თუ წყალი დაიშრო, შეგიძლიათ დაამატოთ.

ლობიო კარგად რომ ჩაიშუშება (დაახლოებით 30 წუთის შემდეგ), დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და მარილი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სულ ცოტა ძირა და უცხო სუნელი. კარგად მოურიეთ, 2 წუთი დატოვეთ ცეცხლზე და შემდეგ გამორთეთ. 

ქვაბში გააჩერეთ ლობიო 7-10 წუთის განმავლობაში, სანამ სუფრაზე მიიტანთ. 

სხვათაშორის, ეს კერძი გაცილებით გემრიელია მეორე დღეს.