• თბილისი
  • 6°C
  • 20 თებერვალი, 2018
article

ვარდებივით ვაშლის ტარტი

თუ გინდათ სტუმრებს, ოჯახის წევრებს ასიამოვნოთ, არ უნდა მოამზადოთ მხოლოდ დესერტი, არც მხოლოდ გემრიელი დესერტი, არამედ გემრიელი და ამავე დროს ლამაზი დესერტი. ასეთია ეს ვაშლის ტარტი, რომელიც გემრიელი ყვავილებია საჩუქარად. იხილეთ რეცეპტი, მიიღეთ თუ გაეცით ლამაზი და გემრიელი სიამოვნება.

რეცეპტის ინგრედიენტები:

ნიგვზიანი ცომისთვის:

  • 2½ ჭიქა ნიგოზი
  • 4 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი, გამლღვალი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ¼ ჩაის კოვზი მარილი

კრემისთვის:

  • 1½ ჭიქა რძე (სასურველია 1%-იანი)
  • 6 ცალი კვერცხის გული
  • ½ ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
  • ¼ ჭიქა სიმინდის სახამებელი
  • ½ ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მოსართავად:

  • 2 ცალი ვაშლი (ოთხად გაჭრილი, გულამოცლილი და თხლად დაჭრილი)
  • ლიმონის წვენი
  • ¼ ჭიქა გარგარის ჯემი (სურვილისამებრ)

~ მომზადების წესი ~

ნიგვზიანი ცომი

1. გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე.

2. ჩოპერში დააქუცმაცეთ ნიგოზი,პურის ნამცეცის ზომის ნაწილაკების მიღებამდე.

3. მოათავსეთ ნიგოზი დიდ თასში და ჩაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი ჩანგლის სრესით.

4. გადაიტანეთ მასა 9-დიუმიან ტარტის საცხობ ფორმაზე მოსახსნელი ძირით.

5. აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

კრემი

1. ჩაასხით რძე მცირე ზომის ქვაბში და შეათბეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ კიდეებზე ბუშტებს არ გაიკეთებს.

2. საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ კვერცხის გულები ნეკერჩხლის სიროფთან, სიმინდის სახამებელთან და მარილთან ერთად.

3. ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი რძე კვერცხის მასაში ნელი თქვეფით, რომ კვერცხის მასაც შეთბეს.

4. ჩააბრუნეთ ეს მასა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. თქვიფეთ მუდმივად, სანამ ნარევი გასქელდება და ბუშტებს გაიკეთებს.

5. ჩაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.

6. გადაიტანეთ ტემპერატურა გამძლე კონტეინერში, გადაახვიეთ შესაფუთი ცელოფანი ზედაპირზე და გააცივეთ 2 საათის განმავლობაში.

და მთავარი

1. გადაანაწილეთ კრემი გამომხვარ ზედაპირზე.

2. შეათბეთ ვაშლის თხელი ნაჭრები მიკროთალღურ ღუმელში დარბილებამდე.

3. ხელის მსუბუქი მოძრაობით გადააგორეთ, რომ მიიღოთ სპირალისებური ფორმები.

4. განათავსეთ ისინი კრემზე ვერტიკალურად. ეს პროცესი დაიწყეთ ცენტრიდან და შემდეგ გაუყევით კიდეებს.

5. შეათბეთ გარგარის ჯემი და ჩაწურეთ ლიმონი. მოაცხეთ ეს გლაზური ვაშლებს, რომ გახდნენ ისინი ბზინვარე.

მოგეწონათ რეცეპტი? ↓