ვაზისუბანში მამაკაცს ბეტონმზიდი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

  18:31:47     28-11-2023

ავტოსაგზაო შემთხვევა ვაზისუბანში - პოლიციის შენობასთან შუახნის კაცს ბეტონმზიდი დაეჯახა. ქვეითი დაიღუპა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება შეჯახებაში მონაწილე მანქანის მძღოლიც. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.