კიევში რუსმა დივერსანტებმა ერთი ოჯახის 3 წევრი მოკლეს

  11:48:01     27-02-2022

კიევში რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომლითაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე გადაადგილდებოდა.

კიევის საქალაქო საბჭოს მდივნის, ვოლოდიმირ ბონდარენკოს ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა - ცოლ-ქმარი და მე-4 კლასელი გოგონა.

"მას პოლინა ერქვა. კიევის №24 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე იყო. ის და მისი მშობლები თელიგაში რუსმა დივერსანტებმა დახვრიტეს", - წერს ბონდარენკო.