![]() |
| ||||||
|
ვიდეო
| ვარშალომიძეს ექს–მეზობელმა უჩივლა [Video]
05.08.2009 - ინციდენტი 2007 წლის 10 ივლისს მოხდა, მაშინ აბესაძე ბარათაშვილის 20 ნომერში ცხოვობდა. მისი განცხადებით, გამკაცრებული დაცვის გამო სახლში თავისუფლად ვერც თავად გადაადგილდებოდა და სტუმრებსაც პრობლემები ექმნებოდა, რაც მის პროტესტს იწვევდა. პოლიციამ კი დაკევებისას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლი წაუყენა
ზუგდიდის პოლიცია გარემოვაჭრეებს ფიზიკურად გაუსწორდა [Video] 03.08.2009 - პოლიციისა და გარემოვაჭრეების ორდღიანი დაპირისპირება ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. პოლიციელების მიერ ნაცემია ექვსამდე ქალბატონი და საკნების აქციის ორი მონაწილე. 2 აგვისტოს კი გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 26 წლის ნინო ჯობავამ მარცხენა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო
რესპუბლიკური პარტიის წევრის მძღოლს პოლიციამ ავტომანქანა ჩამოართვა [Video] 03.08.2009 - სამართალდარღვევათა აქტში ჩამორთმევის მიზეზი არ კონკრეტდება. ვასაძე მომხდარს აღნიშნული ავტომანქანით საპროტესტო მანიფესტაციებზე გადაადგილების ფაქტს უკავშირებს და აცხადებს, რომ მძღოლს ბოლო სამი თვის განმავლობაში სამართალდამცველებთან პრობლემა უმიზეზოდ სამჯერ შეექმნა
ბურჯანაძის მხარდამჭერი ფრაქცია არ შექმნა, მოსამართლემ ”პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო” [Video] 01.08.2009 - მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს იურისტმა სასამართლოს შენობა ისე დატოვა, კომენტარი არ გაუკეთებია. დაცვის მხარის განცხადებით, მოპასუხე მხარემ შესაბამისი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მოსამართლემ კი ”პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო”
საბაჟოს ყოფილ უფროსს ჯონი ბაბილოძეს მოსამართლე როინ კახიძემ 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა [Video] 31.07.2009 - ჯონი ბაბილოძეს ბრალი არაერთგზის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება, აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თავისუფლების აღკვეთას 8-წლამდე ითვალისწინებს
აჭარის მთავრობამ 2009-2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა [Video] 31.07.2009 - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის პრიორიტეტს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რეგიონის ქონების ეფექტური მართვა, რეგიონის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის შემუშავება წარმოადგენს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, უწყება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას გეგმავს
შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის უფროსს 2,5 წელი მიუსაჯეს [Video] 30.07.2009 - სასამართლომ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის უფროსს ზურაბ ბერიძეს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯასისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს
”თითქმის ყველა რაიონში არის უკონტროლო და თავგასული რეპრესიული მექანიზმი” [Video] 30.07.2009 - ალასანიასთან შესახვედრად მივიდა ის, ”ვინც გამბედაობა გამოიჩინა და მოსალოდნელ “განსაცდელს” მზადყოფნით შეხვდა. ასეთ “განსაცდელში” კი დღეს სამეგრელოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილია და იგი ძალოვანი სტრუქტურების მიერ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დატერორებას” უკავშირდება
ქარბობალა ზღვის სანაპიროზე [Video] 30.07.2009 - ზღვის სანაპიროზე ქარბორბალა დატრიალდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხ-25–ში სატელეფონო შეტყობინება მოვიდა. მოსახლეობის თქმით, ზღვის სანაპიროზე ეს პროცესი დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა. თვითმხილველთა უმეტესობა აღნიშნული მოვლენის მომსწრე პირველად გახდა.
ქარბორბალას ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანებისთვის ზიანი არ მიუყენებია და არც შტორმი გამოუწვევია
საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია კანონდარღვევით მიმდინარეობს [Video] 28.07.2009 - მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ერთსა და იმავე გზის მონაკვეთზე ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა, გზების დეპარტამენტმა 2008 წელს 22 ჯერ გამოიყენა შესყიდვის არასწორი ფორმა
აკრძალული ვიდეო: ზუგდიდის საკნებთან “მაესტრო” და “კავკასია” ვრცელდება 27.07.2009 - ვიდეო–პროექტორის თავზე დამონტაჟებულმა ”მუნიციპალურმა” ხმის გამაძლიერებელმა, რომელიც ქართულ “პატრიოტულ” სიმღერებს ”აგუგუგუნებდა”, ანჯაფარიძის ფილმის “დახშობა” ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა. მაშინ, როცა “მიშა მაგარია” გამაყრუებელი ხმით ისმოდა, ვიდეო–პროექტორზე ორი კადრი ერთდროულად ჩერდებოდა - ჰალსტუხის ღეჭვაში გართული სააკაშვილი და ბრძოლის ველიდან გაქცეული ქვეყნის მთავარსარდალი
სოფელ ზედა განთიადს მეწყერმა შეუტია [Video] 23.07.2009 - 2008 წელს სექტემბრის თვეში აჭარაში მეწყერის შედეგად დაზარალებული 180 ოჯახია, რომელთაც დახმარება უნდა გაეწიოთ. ამ ოჯახების მსგავსად კომახიძეების ოჯახს ლოდინი მანამდე მოუწევს, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა გადმოირიცხება
მედია–კონტროლი ”ვარდისფრად” [Video] 22.07.2009 - საქართველოს კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” ცალსახად აღიარებს ჟურნალისტის უფლებას საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ სიუჟეტის გადადების, ან აკრძალვის მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში აშკარა ჩარევა და კანონის დარღვევაა
19 წლის გოგონამ ბენზინი გადაისხა [Video] 21.07.2009 - ნათია ჯაშმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა მეუღლემ, მაზლმა და მათმა მეგობარმა საპყრობილეში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს. ნათიას მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება, უსახსრობის გამო, მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში ვერ შეძლო.
პოლიციის სასარგებლოდ ერთ დღეში წართმეული სახლი [Video] 20.07.2009 - ბინაში შესახლებიდან დაახლოებით ერთ წელში ოჯახს თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სახლი და მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. გადაწყვეტილება სასამართლომ კვირა დღეს, პირველივე პროცესზე მიიღო
გოროზიას “ვნებათაღელვანი” აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე [Video] 19.07.2009 - გოროზია ინტერვიუს უხმოდ “გაექცა” და დარბაზში გაუჩინარდა. მან კომენტარი მხოლოდ ტელევიზიებისთვის გააკეთა. მისთვის დარბაზში მომხდარი ინციდენტის შესახებ არავის უკითხავს. სამთავრობო სხდომიდან გამოსული დევნილები ამბობდნენ, რომ გოროზიას დევნილების შეურაცხყოფისთვის ”ოდესმე აუცილებლად მოეთხოვება” და ”ვნებათაღელვა არა დევნილებს, არამედ მთავრობას ჰქონდა”
ბრძოლის ზონა: ქემალფაშა [Video] 18.07.2009 - თუქეთის რესპუბლიკის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სარეგისტრაციო სამსახურში უპირატესობით თურქეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელი სარგებლობდა. ქემალფაშაში დასაქმებული ადამიანები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მჯდომარე აქციის გამართვით იმუქრებიან
მოსახლეობა ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიას უჩივის [Video] 17.07.2009 - მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით მუნიციპალიტეტს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნებისმიერი ნაკვეთის დაკანონების უფლება აქვს. სადავო ტერიტორია ფიროსმანისა და ხიმშიაშვილის ქუჩის შემართებელი ნაწილია, მერიაში განმარტავენ, რომ მისი დაკანონება ტერიტორიის პრივატიზების მიზნით განხორციელდა. ფართი გასასხვისებლად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკვე გადაეცა
ჰოლივუდის ნათარგმნი თრილერები რეგიონალურ მედიას აზარალებს [Video] 16.07.2009 - მედია–საშუალებების წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, რომ ცვლილება რეგიონალურ მაუწყებლებს უფრო მეტად დააზარალებს, რადგან მათი ფინანსური შემოსავალი მწირია. თუმცა, კანონპროექტს ის დადებითი მხარე ექნება, რომ მაყურებელს სრულყოფილი ქართულისა და უცხოური ენის დაუფლების საშუალება მიეცემა
ახალგაზრდული “შემოგვიერთდით” ზუგდიდში ჩავიდა [Video] 15.07.2009 - გასვლითი საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეექვსე დღეს ახალგაზრდულმა გაერთიანებამ “შემოგვიერთდით” ბათუმიდან ზუგდიდში გადაინაცვლა. სამეგრელოში ისინი მცირე ჯგუფით ჩავიდნენ და საინფორმაციო ვიზიტი დაარქვეს. ახალგაზრდები ზუგდიდში განთავსებული საკნების “პატიმრებს” შეხვდნენ, მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქალაქის ქუჩებში საპროტესტო პლაკატები გააკრეს. ბათუმისგან განსხვავებით “შემოგვიერთდით” აქციას ზუგდიდში ინციდენტი ან წინააღმდეგობა არ მოჰყოლია
გაუსაძლისი სუნი ბარცხანის დასახლებაში [Video] 15.07.2009 - ბარცხანის დასახლებაში მცხოვრებთ იქვე მდებარე შპს ბათუმის ნავთობ–გადამამუშავებელი ქარხნიდან და ნავთობ–ტერმინალიდან სპეციფიკური სუნი აწუხებს. მოსახლეობამ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს ბევრჯერ მიმართა. თუმცა, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. მათ უკმაყოფილება დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სუნი განსაკუთრებით ღამის საათებში მძაფრდება
გალის ხუთმხრივი შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა [Video] 14.07.2009 - პარალელურად, გაეროს გალის ოფისის შენობასთან, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, საპროტესტო აქციას 2007 წლის 3 ივლისს გაუჩინარებული გალის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, დავით სიგუას ნათესავები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ისინი ძმისა და მეუღლის გატაცებაში ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებდნენ
“შემოგვიერთდით” ბათუმში [Video] 14.07.2009 - ლევან ვარშალომიძის რეზიდენციის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს სოფო კუჭავას სტიკერის გაკვრის უფლება არ მისცა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შეხლა-შემოხლის მიუხედავად ახალგაზრდებმა მცირე რაოდეობის ფლაიერების გაკვრა მაინც მოახერხეს
მოგებული სასამართლო პროცესის მიუხედავად მიწა მესაკუთრეს მაინც ჩამოართვეს [Video] 13.07.2009 - ისინი ლიანა ბერიძეს ფართის გათავისუფლებას საჯარო რეესტრში არსებული ამონაწერის საფუძველზე თხოვდნენ. იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ სანამ საქმე სასამართლო განხილვის პროცესშია, ამგვარი ქმედება კანონდარღვევაა. სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად შეიტანს ცვლილებებს საჯარო რეესტრის მონაცემებშიც
სწავლობს ის, ვისაც ფული აქვს – სწავლის საფასურის დავალიანება 619 სტუდენტს აქვს [Video] 09.07.2009 - სტუდენტური სესხის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი მას თავდებად 2 პიროვნება დაუდგება, რომლებსაც ყოველთვიურად არანაკლებ 300 ლარის ოდენობის შემოსავალი ექნება. სწავლობს ის, ვისაც ფული აქვს – დღეისათვის სწავლის საფასურის დავალიანება 619 სტუდენტს აქვს
სავაჭრო ”ბუნტი” აჭარის მთავრობის სახლის წინ [Video] 08.07.2009 - სავჭრო ცენტრ “ბათუმის” ქონების მეპატრონისთვის დაბრუნებისა და მუშაობის ძველი რეჟიმით გაგრძელების მოთხოვნით მოვაჭრეებმა ბათუმში მაღაზიები დაკეტეს და დაწესებულების ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს
პოლიციამ სავაჭრო ცენტრ “ბათუმის” ექს–ადმინისტრაცია შენობიდან იძულებით გამოასახლა [Video] 08.07.2009 - პოლიციის გამოჩენიდან რამდენიმე წუთში სავაჭრო ცენტრში აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე და ქალაქის პოლიციის უფროსი დავით ბეჟანიძე მივიდნენ. რამაზ გვარჯალაძემ მოსვლისთანავე წესრიგის დამყარების ბრძანება გასცა. პოლიცია გააქტიურდა და შენობის პერიმეტრი გადაკეტა, ადმინისტრაციასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს
კერძო არბიტრაჟიდან სასამართლომდე 07.07.2009 - კანონმდებლობით, კერძო არბიტრაჟი, რომლის დაფუძნებაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ისეთივე უფლებებით აღიჭურვა, როგორც ზოგადი სასამართლო. კანონში არსებული ხარვეზების გამო ამჟამად მიღებული გადაწყვეტილების უმრავლესობა საბოლოოდ სასამართლოს გასარჩევი ხდება. მოქალაქეები კერძო არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით დაკარგული ქონების დაბრუნებას სასამართლოს გზით ამაოდ ცდილობენ
”რესპუბლიკელები” გაზრდილი საბაჟო ბეგარის წინააღმდეგ [Video] 07.07.2009 - მებაჟეები მოქალაქეების მიერ თურქეთში შეძენილი საქონლის განბაჟებისას არ ითვალისწინებენ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის ქვეპუნქტში მოცემულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ის პირები, ვინც თურქეთში 30 დღის განმავლობაში ერთხელ იმყოფებოდა და რომლებსაც პირადი მოხმარებისათვის 50 კილოგრამამდე საქონელი გადმოაქვთ, განბაჟებისაგან თავისუფლდებიან
კიდევ ერთი ქართული საქმე სტრასბურგში [Video] 06.07.2009 - ზურაბ შალიკიანი დაკავების დღესვე მედიამაც და პოლიციამაც დამნაშავედ გამოაცხადა, თუმცა მისთვის ბრალი დღემდე არ წაუყენებიათ. სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ არც დაჭრილი თემურ კვიცარიძე, რომელზე თავდასხმაც სწორედ ბონდო შალიკიანის შვილს ბრალდება. ამ საქმის დეტალებს ქუთაისში ნანა ლეჟავა არკვევდა – დაჭრილის ჩვენებას პირველად მის რეპორტაჟში ნახავთ
რეესტრის უკანონობა მიწის მფლობელებს დააზარალებს [Video] 04.07.2009 - სადავო ტერიტორიაზე ყადაღის დადების მოთხოვნით რეესტრს უკვე მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ მიმართა. აღმოჩნდა, რომ მამულაიშვილების საკუთრება იმ დღეს დარეგისტრირდა, როცა სარეგისტრაციო სამსახურმა მგელაძეებს საპასუხო წერილი მისწერა
ბათუმის ბაზრობა იყიდება, მოვაჭრეები უმუშევრები რჩებიან [Video] 03.07.2009 - მოვაჭრეების უმრავლესობას სესხი ბანკიდან აქვს აღებული. ამიტომ, ისინი სავაჭრო ობიექტის გაყიდვას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას გონივრული ნაბიჯისაკენ მოუწოდებენ
03.07.2009 - 2007 წლიდან მოყოლებული, აქ, აწ უკვე ”ტურისტულ ქალაქში” საოჯახო სასტუმროს გახსნა ბევრი სიღნაღელის გათვლებით მომგებიანი ბიზნესი იქნებოდა. გაიზარდა სახელმწიფოს ”ინტერესიც” გარკვეული ფართების მიმართ. ბევრ სიღნაღელს სახელმწიფო მოხელეებთან ”პრივატულ” შეხვედრებზე მოუწია მისვლა. მიწის და სხვა უძრავი ქონების მფლობელებს ”სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლო გადაცემა” შესთავაზეს
ლალი მოროშკინა აერონავიგაციის სამსახურის უფროსის ნარკოლოგიურ შემოწმებას მოითხოვს [Video] 02.07.2009 - ჟურნალსტი ლალი მოროშკინა საქართველოს აერონავიგაციის სამსახურის უფროსს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც მოროშკინა აცხადებს, სასტუმრო “ინტურისტში” იგი საცურაო აუზზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების სანახავად მივიდა, რომლებიც მისი მეგობრები არიან.
ჯარისკაცის მამა სამართალს ეძებს [Video] 02.07.2009 - გვამის პოვნის შემდეგ ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩატარებია. ცხედრის ექსჰუმაცია ერთი თვის შემდეგ მოხდა. დასკვნა ოჯახისთვის დღემდე უცნობია. პროკურატურის მიერ მიწერილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს. თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ თვითმხილველები
ზურაბ შალიკიანისთვის ბრალი დღემდე არ წაუყენებიათ [Video] 29.06.2009 - კიდევ ერთი ქართული საქმე სტრასბურგში. ზურაბ შალიკიანი დაკავების დღესვე მედიამაც და პოლიციამაც დამნაშავედ გამოაცხადა, თუმცა მისთვის ბრალი დღემდე არ წაუყენებიათ. სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ არც დაჭრილი თემურ კვიცარიძე, რომელზე თავდასხმაც სწორედ ბონდო შალიკიანის შვილს ბრალდება. ამ საქმის დეტალებს ქუთაისში ნანა ლეჟავა არკვევდა – დაჭრილის ჩვენებას პირველად მის რეპორტაჟში ნახავთ
ბრალის წაყენებისას ნათია შალიკაშვილი 4 თვის ფეხმძიმე იყო [Video] 26.06.2009 - ყაჩაღობა 28 აგვისტოს ხელვაჩაურში, ბაკურიძეების ოჯახში მოხდა. პოლიციამ და-ძმა 28 სექტემბერს, ანონიმური ზარის საფუშველზე დააკავა. საქმეში ერთადერთი მოწმე ნათელა კაზეიშვილი ფიგურირებს, იგი ამოცნობისას ხელს პოლიციელს ადებს, რომელიც ერთ-ერთი ეჭვმიტანილის გვერდით დგას. ხოლო დაზარალებული თენგიზ შალიკაშვილის ამოცნობაზე უარს აცხდებს
ხობის პოლიციაში ოპოზიციას “ოპიუმით” უმასპინძლდებიან [Video] 25.06.2009 - თუ ცეცხლსასროლი იარაღი “დამნაშავეს” დაკავების ადგილზე “აღმოაჩნდა”, ხომ კარგი, თუ არადა პოლიციის უფროსის კაბინეტში “გასაუბრებისას” ნარკოტიკით გაჯერებული წყაროს წყალი მაინც დახვდება. სპეცოპერაცია სახელწოდებით “ოპიუმი” გახდა ედიშერ ჯობავას დაკავების მიზეზიც, თუმცა მას ჯიბეში “სუბოტექსი” და ცეცხლსასროლი იარაღიც “აღმოაჩნდა”
განბაჟების საფასური ტვირთის ღირებულებას უტოლდება [Video] 24.06.2009 - გადასვლისას მებაჟეებმა განმარტეს, რომ დღეს განბაჟება არ მოხდებოდა, თუმცა ტერმინალში მისულებს შეძენილი ტვირთის განბაჟებისთვის თითქმის მისივე ღირებულების გადახდა მოთხოვეს. ამ ფაქტის გაპროტესტების შემდეგ ტერმინალში საფინანსო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ
ზუგდიდში მეოთხე საკანი დადგეს [Video] 23.06.2009 - გაერთიანებული ოპოზიცია საკნების რიცხვის გაზრდას მომავალი კვირიდან გეგმავს. ასევე იგეგმება პერმანენტული საპროტესტო აქციები ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ მიზანმიმართულ ტერორს ახორციელებენ
ერგნეთის მოსახლეობის ნაწილი თავს შედარებით მშვიდობიან ადგილს აფარებს 22.06.2009 - ერგნეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს შედარებით მშვიდობიან ადგილს აფარებს. სოფელში ძირითადად ასაკოვანი ადამიანები დარჩნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯანგირ ჯოხაძეა, რომელიც დიდი ტკივილით ყვება, თუ რა სიძნელეებთან უწევთ სოფელში დარჩენილებს ყოველი დღის გატარება
დამსვენებლთა ნაწილი შეშინებულია და ბანაობას პლაჟზე გარუჯვას ამჯობინებს [Video] 22.06.2009 - ქალაქი ტურისტების დასახვედრად მზად არის, თუმცა უკვე ჩამოსული დამსვენებლების ნაწილი შეშინებულია და ზღვაში ბანაობას პლაჟზე გარუჯვას ამჯობინებს. ზღვას ძირითადად მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემებიდან და კოლექტორებიდან ჩამავალი ჭუჭყიანი წყალი აბინძურებს. შავ ზღვაში დღე-ღამეში 130-150 ათასი კუბური მეტრი კანალიზაციის წყალი იღვრება
ნაღმის აფეთქების შედეგად ავთანდილ ახალაძე დაიღუპა [Video] 22.06.2009 - გაისმა. ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაღმები მაშინ აფეთქდა, როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებას ახდენდა. ნაღმის აფეთქების შედეგად სწორედ მედიკოსების მანქანა დაზიანდა, რომელიც არ იყო ბრონირებული. სხეულის მძიმე დაზიანება მძღოლმა, ავთანდილ ახალაძემ მიიღო, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა
გრიგალს ზუგდიდში ქალი ემსხვერპლა [Video] 22.06.2009 - ნაზი აკობია სხეულზე მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც მომხდარის ნახვით შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა
რუსეთის ”საზღვარი” გვიახლოვდება [Video] 17.06.2009 - ”კვირის რეპორტაჟის” ამ გადაცემაში ნახეთ აფეთქებული ხიდი მამისონის უღელტეხილიდან რამდენიმე კილომეტრში, რუსეთის ”საზღვართან” ძალიან ახლოს. ნანა ლეჟავას რეპორტაჟი რაჭიდან, სადაც მოსახლეობა ხიდის აფეთქებაში ქართველ ძალოვნებს ადანაშაულებს
871658080: ოპოზიციის ანონიმური სატელეფონო ტერორი [Video] 16.06.2009 - სავარაუდოდ შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები კონსპირაციული სატელეფონო ნომრებიდან – 891631735 და 871658080 მიქაიას დარბევასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას პირდებოდნენ. სატელეფონო მუქარებიდან რამდენიმე წუთში გაერთიანებული ოპოზიციის წევრები შსს “კუდ”-ის რეგიონალური სამმართველოს წინ შეიკრიბნენ და მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს
სენაკის პოლიცია მშვიდობიან აქციას დაუპირისპირდა [Video] 14.06.2009 - საპროტესტო აქცია პოლიციასა და მოსახლეობას შორის ხელჩართულ ბრძოლაში მაშინ გადაიზარდა, როცა აქციის მონაწილეებმა ასფალტით დატვირთული ავტომანქანა გზაზე არ გაატარეს
უზენაესმა სასამართლომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მიწის ნაკვეთი ჩამოართვა [Video] 13.06.2009 - სასამართლომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში როსტომ აბაშიძეს კვარიათში მდებარე ათას ორასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მეზობლად მცხოვრები თამაზ ფევაძის სარჩელის საფუძველზე ჩამოართვა. აბაშიძეს მიწა დამსახურებისთვის სახელმწიფომ 1997 წელს გადასცა, 2005 წელს კი ფევაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და იმავე მიწის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა
შსს “კუდ”-ის თანამშრომელმა მამაკაცი სცემა [Video] 12.06.2009 - ცემის ფაქტი “კუდ”-ის რეგიონალური სამმართველოს შენობასთან მოხდა. ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცს შავ სამოსში ჩაცმული პირი მუშტებს უღერებს და გამეტებით სცემს. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ორთაბრძოლა განახლდა. სავარაუდოდ “კუდ”-ის თანამშრომელი თავის არეში ურტყამს მამაკაცს, რომელიც მოგერიებას ცდილობს
“შეაჩერე” - ზუგდიდის ხელისუფლების მთავარი პრობლემა [Video] 10.06.2009 - საკნის “პატიმრებმა” პრეზიდენტის კარიკატურის ბოძებზე გაკვრა ორჯერ სცადეს, მაგრამ დილით გაკრული პლაკატები მეორე დღეს ჩამოხეული დახვდათ. მზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით ურნიდან “შეაჩერე” კი ჩამოხიეს, მაგრამ რკინის ბოძებს ვეღარ შეწვდნენ. 9 ივნისს “შეაჩერეს” გავრცელებამ აქციის მონაწილეებსა და გამგეობის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება გამოიწვია
ეკა ხერხეულიძის ძმა მძღოლების დაშინებაში დაადანაშაულეს [Video] 10.06.2009 - - ”ავტოსადგურ “დიდუბის” ერთ-ერთი მფლობელი კახა ხერხეულიძე ბათუმი-თბილისის მარშრუტის მძღოლს 30-მდე მძღოლთან ერთად დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა”. მძღოლების შეურაცხყოფა კვლავ გრძელდება და მუქარა უკვე 4 მანქანის მძღოლის მიმართ განხორციელდა. აღნიშნულ ფაქტს “ოკრიბას” დირექტორი სატელეფონო საუბარშიც ადასტურებს
KNO3: დოკუმენტური ფილმი ”შავი დენთი" [Video] 08.06.2009 - ავტორებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება საომარ მოქმედებებზე, როგორც ეს მაგალითად ”ქართული აგვისტოს ქრონიკების” ავტორებმა სცადეს. ადამიანების ტრაგედიის ისტორიები მოგვითხრობს ომის შედეგებზე – გაუბედურებულ და დახმარებას მომლოდინე ადამინებზე
ბადრი ბიწაძეს ტელეიმედის დარბევაში ადანაშაულებენ [Video] 05.06.2009 - ბურჯანაძის თანაგუნდელები “იმედში” ბადრი ბიწაძის ყოფნის დამადასტურებელი მასალის წარდგენას ერთი კვირის ვადაში ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოსიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოითხოვენ
ზუგდიდში საკნების რიცხვი სამამდე გაიზარდა [Video] 05.06.2009 - ზუგდიდურ საკნებში უკვე 5 “პატიმარი” ზის. კახა მიქაიას, პაატა სორდიასა და ნიკა ჯიჭონაიას შემდეგ 304-ე საკნის ნარები ალექსანდრე გეთიამ და დავით სორდიამ დაიკავა. პირველი საკნის გამოჩენიდან, ანუ 30 დღის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეთა განწყობა “საბრძოლოა.” დღეს ისინი აცხადებენ, რომ საპროტესტო მუხტი სამეგრელოში ყოველდღიურად იზრდება
03.06.2009 - ხელისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილებეზე საუბარი იმისთვის დაიწყო, რომ ის პროტესტი ჩააცხროს, რაც პოლიტიკურმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ წაუყენა. ყველასთვის ცნობილია, რომ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროცესი არ არის ხანმოკლე პროცესი
“შავნაბადა” - ერთი ბატალიონის ისტორია [Video] 02.06.2009 - მუხროვანის გაურკვეველი ინციდენტის შემდეგ, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა იმ ვეტერანების მიმართ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. მათი გარკვეული რაოდენობა დღეს გისოსებს მიღმა აღმოჩნდა
“უსისხლო” სპეცოპერაცია თიანეთის გზაზე [Video] 01.06.2009 - რატომ ვერ იპოვეს ჟურნალისტებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სპეცოპერაციის შემდეგ სისხლის კვალი შემთხვევის ადგილზე და პოლიციის რომელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა ძებნაში სოფელ ვეჯინში
სააკაშვილი -”ნაციონალების” ბალასტი 01.06.2009 - როცა პატრიარქმა წირვა დაიწყო, სააკაშვილიც გამოჩნდა. ყველა ელოდა, რომ ის მოინანიებდა და გადადგებოდა. თუმცა, ამის ნაცვლად, ტაძარში პოლიტიკური აგიტაცია დაიწყო. ჩემი თვალით ვნახე, ხალხი როგორ ცდილობდა ხელი შეეშალა სააკაშვილისთვის. რამდენიმე ქალმა წივილ-კივილი დაიწყო. ჭყლეტვა და საოცარი ამბები დატრიალდა ტაძარში
შიმშილობა აჭარის პროკურატურის წინ [Video] 28.05.2009 - ბათუმში მცხოვრებმა ირინა სალკოვამ და ნათია ჯაშმა პროკურატურის წინ შიმშილობა დაიწყეს. ისინი მეუღლეების რუსლან და სლავა ბუკავაძეების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც ერთი წლის წინ მეზობელ ვასილ ხრუშოვთან ერთად ყაჩაღობის მუხლით დააკავეს
კრწანისიდან დანახული საქართველო 26.05.2009 - "ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, ბოდიში უნდა მოიხადო, დაიხრო ქუდი და უნდა წახვიდე. მე ასე მოვიქეცი და ვამაყობ. სისხლის პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა და ამას რა ჰქვია? - რეპრესიების დასწყისი. 26 მაისამდე კიდევ რა მოხდება არავინ იცის"
უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ სრულდება [Video] 25.05.2009 - წლების წინ ტექნიკური ბიუროს მიერ მიღებული ოქმის საფუძველზე მეზობელმა შოთა ბოლქვაძემ საერთო ფართის მთლიანად მითვისება გადაწყვიტა. ზურაბ ბერიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება იმის გამო არ სრულდება, რომ მეზობელი ლევან ვარშალომიძის ნათესავია
“სააკაშვილი მოღალატე მეგრელებით ებრძვის სამეგრელოს გაუტეხელ სულს“ [Video] 21.05.2009 - მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი მიტინგის შესახებ სამეგრელოს მოსახლეობა ინფორმირებული იყო, უმრავლესობამ მისვლა მაინც ვერ მოახერხა. ხელისუფლებამ და ძალოვნებმა ამჯერადაც ნაცადი ხერხი გამოიყენეს და ხალხის დაშინება მაინც მოახერხეს
ოპერის თეატრის პროექტის განხილვა ღია ცის ქვეშ მოეწყო [Video] 21.05.2009 - ოპერის თეატრის პროექტი საკრებულოს სხდომაზე არ განხილულა. ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე საზაფხულო თეატრის მშენებლობა იგეგმებოდა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი გამოიყო
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილმა შიმშილობა დაიწყო [Video] 21.05.2009 - ოჯახის ახლობლების თქმით, პატიმარი წაყენებულ ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ სამართლიანობა მიღწეული არ იქნება, პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას დაიწყებს
ნანა ფაჟავა დახურული ”გასვლითი სხდომის” გაშუქებისთვის დაისაჯა [Video] 21.05.2009 - ”არსებობს ეჭვი, რომ ე.წ. გასვლითი სხდომის მიზანი ადგილობრივი ძალოვნების მობილიზება და საჭიროების შემთხვევაში, ნაცმოძრაობის აქტივისტებთან ერთად, დედაქალაქისაკენ, ან სხვა ”ცხელი” პოლიტიკური დაპირისპირების ზონებში გადაყვანისათვის მომზადება იყო”
ზუგდიდში საკნების რიცხვი იზრდება [Video] 19.05.2009 - ზუგდიდის ცენტრში მეორე საკანი გამოჩნდა. 238-ე საკნის გვერდით 368-ე საკანი დაიდგა. პირველ საკანში “პატიმრობას” კვლავ კახა მიქაია აგრძელებს, მეორეში კი “ტუსაღობას” პაატა სორდია იწყებს. 21 მაისისთვის ზუგდიდში ოპოზიციის სხვა ლიდერებს ელოდებიან, რომლებიც სამეგრელოში სავარაუდოდ აჭარიდან გადმოინაცვლებენ
პაატა კაიკაციშვილის დედა საავადმყოფოში მოათავსეს [Video] 18.05.2009 - ნარგიზ კაიკაციშვლიმა უვადო შიმშილობა შვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო. ნათესავების განცხადებით, დედა პროტესტის ამგვარ ფორმას პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლების შემთხვევაში შეწყვეტს
საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა [Video] 16.05.2009 - ქობულეთში მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქცია 40 წუთის განმავლობაში პაატა კაიკაციშვილის ახლობლებლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობდა. აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე რამაზ გვარჯალაძე აქციის დაშლას უშუალოდ ხელმძღვანელობდა
უცხოეთიდან ფქვილის შემოტანა იზღუდება [Video] 14.05.2009 - უცხოეთიდან ფქვილის შემოტანა ამ ეტაპზე უკანონოდ იზღუდება, რადგანაც დღემდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სამსახურს ამის შესახებ ნორმატიული აქტი არ მიუღია. ფქვილის უცხოეთიდან შემოტანის ერთ-ერთ მიზეზად პროდუქციაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობა სახელდება
სამეგრელოში შსს ”წარმატებული ოპერაცია” მეგრელიძის ლიკვიდაციით დასრულდა [Video] 13.05.2009 - ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დასკვნა დადო სახელმწიფო ექსპერტმა, მაგრამ ცნობილია, რომ ალტერნატიულ გამოკვლევას დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაატარებს. წყაროს ინფორმაციით პოლიციამ, დანით მძიმედ დაჭრილი მეგრელიძის წინააღმდეგ გაურკვეველი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა...
რესპუბლიკელები 35 ათასი დოლარით დაფინანსებულ კონცერტს აპროტესტებენ 13.05.2009 - სცენის დამონტაჟებისა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისთვის მთავრობის ბიუჯეტიდან 35 ათასი დოლარია გამოყოფილი, რაც მისივე თქმით, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაუშვებელია
”მიშა მაგარია” დღეში 18-ჯერ [Video] 11.05.2009 - ზუგდიდში საკნების აქცია შადრევანზე აცეკვებული “მიშა მაგარიას” ფონზე მიმდინარეობს. საკნის “პატიმარი” კახა მიქაია ამ სიმღერას დღე-ღამის განმავლობაში თითქმის განუწყვეტლივ ისმენს. “მიშა მაგარია” დღეღამეში არანაკლებ 30-ჯერ მაინც აჟღერდება
გიორგობის სისხლიანი დასასრული [Video] 07.05.2009 - ავტომანქანა პირველივე საკანს დიდი სიჩქარით შეეჯახა, ხოლო შემდეგ თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა და ფეხით მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცი მოცელა. დაშავებული მაზმიშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა
პირველი საკანი ზუგდიდში [Video] 06.05.2009 - საკნების აქციამ დედაქალაქის შემდეგ სამეგრელოში გადაინაცვლა. საქართველოს რეგიონებიდან ზუგდიდის ცენტრში 5 მაისს საკანი №238 პირველად გამოჩნდა. იგი გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა, კახა მიქაიამ დაიკავა
პატრულის “გზავნილი” სამეგრელოდან – “ოპოზიციას რა? დედის...!” [Video] 02.05.2009 - მობილური ტელეფონის ვიდეო-კამერით გადაღებული ის კადრები მიაწოდეს, სადაც ზუგდიდის საპატრულო სამსახურის შეზარხოშებული თანამშრომლები გაშლილ საქორწილო სუფრასთან სკამებზე შემდგარი “მიშა მაგარია!” და “ოპოზიციას რა? დედის...!” ომახიანად გაიძახოდნენ
სააკაშვილს ღამის ტრაპეზა არ შეარგეს [Video] 24.04.2009 - პრეზიდენტ სააკაშვილს მარჯანიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის ტრაპეზაზე ოპოზიციონერებმა წაასწრეს. პოლიციამ გაჭირვებით შეაკავა მომიტინგეთა მასა. პრეზიდენტის თანმხლები ნიღბიანთა რაზმი ”საქმეში არ ჩართულა”
მერაბ რატიშვილი, პოლიტპატიმარი… [Video] 23.04.2009 - მას შემდეგ რაც მან ნოემბერში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დაფინანსება დაიწყო, მთავრობისთვის მიუღებელი გახდა. იგი ნარკოტიკების შენახვა–რეალიზაციის ბრალდებით, 7 ნოემბრის მიტინგის დარბევამდე რამოდენიმე დღით ადრე დააკავეს. მერაბ რატიშვილი დღემდე რუსთავის ციხეში იხდის სასჯელს
ახალი სისხლი რეგიონებიდან [Video] 23.04.2009 - - ”თავდახრილები იჯდნენ და უსმენდნენ სააკაშვილს როგორ ელაპარაკებოდა მანდარინებზე და კარტოფილებზე. ქუჩაში და სუფრაზე კაიბიჭებად მოაქვთ თავი ამ ”კარტოფილის მინისტრებს”. ამიერიდან კარტოფილები არ მოგაკლდებათ სადაც გამოჩნდებით”, - მუქარა იგრძნობოდა გაჩეჩილაძის ტონში
გაშეშებული პოლიციელები [Video] 21.04.2009 - როგორ უსწორდებიან მიტინგიდან წამოსულ ადამიანებს ნიღბიანი თავდამსხმელები, რატომ არ მიდის პატრული დანაშაულის ადგილზე და რატომ არ იწყება გამოძიება მომხდარ კრიმინალზე, მაშინაც კი თუკი ვიდეომასალებსა და ფოტოებში თავდამსხმელების სახეებიცა და ავტომანქანებიც კარგად ჩანს
სააკაშვილმა და შევარდნაძემ საქართველოს კონსტიტუცია მოირგეს 16.04.2009 - ”ქართველ ამომრჩეველს ეზარება საკუთარი პოზიციების გამომუშავება. საზოგადოება ავტომატურად იძლევა ხმას ერთი მიმართულებით. სანამ მოქალაქე არ გააქტიურდება, არანაირი წყობა არ იქნება კარგი”
რა ხდება ღამე პარლამენტის წინ [Video] 15.04.2009 - მაშინ როდესაც პოლიცია აქციებზე ღიად არასოდეს ჩნდება, ნახეთ რა ხდება ღამით რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორ ცდილობს პატრული დედაქალაქში მომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერებას
სამი ავტომატი АКС, ნინოსთვის [Video] 10.04.2009 - ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ რა სცენარით მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობილი ფარული ჩანაწერების მომზადება და ნინო ბურჯანაძის პარტიის მხარდამჭერების დაკავება. თქვენ მოუსმენთ ადამიანს, რომელიც აჭარაში ზურაბ ავალიანთან ერთად დააკავეს და რომელიც დეტალურად ყვება დაკავებისა და რესტორანში გადაღებული ფარული ჩანაწერის დეტალებს
9 აპრილი: განწყობა ქართულ ჯარში [Video] 08.04.2009 - როგორია განწყობა ქართულ ჯარში, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. რატომ გაძლიერდა სამხედროების მოძრაობა პრეზიდენტის რეზიდენციებთან შავნაბადასა და ბობოყვათში?
პატრულმა ”რატომ”-ის წევრები კიბეებიდან დააგორა 06.04.2009 - პატრულმა ”რატომ”-ის წევრები კიბეებიდან დააგორა
30.03.2009 - ამ ადამიანებს ჯერ დევნილის სტატუსიც არ აქვთ მინიჭებული. იმის გამო ხდება, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს არ გააჩნია ქართულ-ოსური კონფლიქტის რეგიონიდან დევნილების სრუყოფილი სია. იმავე მიზეზით, ფულადი დახმარება, რომელიც გაეროს სამთვიანი პროგრამის ფარგლებში იყო გაწერილი, დევნილთა დიდმა ნაწილმა ვერ მიიღო
ახალგაზრდების აქცია ”შეცვალე 9-ში” [Video] 27.03.2009 - ახალგაზრდები სააკაშვილის გადადგომას, უნივერსიტეტში ცვლილებებს და აპრილის აქციებზე ღია ტელე-ეთერს მოითხოვენ. საპროტესტო აქციის შესახებ თამუნა კვარაცხელია მოგითხრობთ
26.03.2009 - საქართველოს 32’400 მოქალაქე ახალი კანონპროექტის მომხრეა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ყოველი მეორე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. კანონპროექტი საზოგადოებრივმა ჯგუფმა მოამზადა, რომელშიც პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიანდებიან
26.03.2009 - "დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და საზოგადოებამ იცოდეს, რას ემსახურება ემა გოგოხიას და პირველი არხის ჟურნალისტის ნატო ბერულავას საქმიანობა. როგორ თანამშრომლობენ ისინი სპეცსამსახურებთან და რად უჯდება მათი სამსახური ქვეყანას"
ლოიალური 9 აპრილი აღარ იქნება [video] 24.03.2009 - შარშან ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ გაცილებით ლოალური იყო, ვიდრე პირიქით და ბევრი სარისკო ნაბიჯის გადადგმისაგან შეიკავეს თავი. დღეს კი აცხადებენ, რომ ქართული საზოგადოების ნდობას აღარ უღალატებენ და ამჯერად ეს იქნება ბრძოლა ბოლომდე
მოტყუებული დაზღვეულები და მზღვეველთა საზღაური [Video] 23.03.2009 - 5 ლარიანი საყოველთაო დაზღვევა მოსახლეობისთვის გადაგდებული კიდევ ერთი სატყუარა აღმოჩნდა. მთავრობა დაზღვევის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც სახელმწიფო პროგრამების გაუქმებამ მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. იძულებით გადადგმული ნაბიჯი და მოსახლეობაზე ზრუნვა კი სხვადასხვა რამაა და იმთავითვე ეწინააღმდეგება სააკაშვილის გამოსვლის ტექსტს
მუშები ჯოზეფ კეის ფულს სთხოვენ, კეი - კონსულტაციებს ჰპირდება [Video] 19.03.2009 - ”ჯოზეფ კეი ”ნოლას” მოწილე იყო, ფული აქვს და გადაგვიხადოს”- მუშები 700 ათას ლარს ითხოვენ.
რა გჭირთ Mr.President? [Video] 18.03.2009 - უცხოელი სტუმრები ცნობილი ბიზნესმენი კლაუს ჰიპი და ავსტრიის პრინცესა გაბრიელა ვონ ჰაბსბურგი იყვნენ. იმედა დარსალიას რეპორტაჟი მოგითხრობთ, რა მოხდა აბაშიძის ქუჩაზე იმ საღამოს და როგორი იყო პრეზიდენტის რეაქცია მოულოდნელად ჩაშლილი ვახშმის გამო
პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფების ახალი ეტაპი [Video] 16.03.2009 - რისთვის არიან მოწოდებული ქართულ პოლიტიკურ არენაზე მოთამაშე მეტ-ნაკლებად რეიტინგული პოლიტიკური სუბიექტები, რა აქვთ მათ საერთო ან, განსხვავებული და რის საფუძველზე შეიძლება შეიქმნას ახალი ოპოზიციური გაერთიანებები?
კიდევ ერთი ”წინასააპრილო რეპეტიცია” [Video] 15.03.2009 - ”კინოს სახლთან” გამართულმა მიტინგმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტა. ხალხი სკანდირებდა - ”წადი!”
”შევარდნაძის” წყნეთელი დევნილები [Video] 13.03.2009 - ახალგაზრდა თაობას აფხაზეთი აღარ ახსოვს. ვის სჭირდება ჩვენი გაფანტვა მთელ საქართველოში? დავივიწყოთ აფხაზეთში დაბრუნება?
12.03.2009 - რამდენჯერმე ჩინოვნიკებისა და დევნილების ურთიერთობა ძალიან გამწვავდა. განსაკუთრებით გაღიზიანებული ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბესო წერედიანი ჩანდა. საბოლოოდ მან აგვიხსნა, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სპეც.ოპერაციის მიზანი დევნილებისგან კოტეჯების დაცლა იყო
პროპაგანდა - ნარკოტოკი, რომელსაც ყველა მოიხმარს [Video] 11.03.2009 - პროპაგანდა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით ინფორმაციის გავრცელებას ნიშნავს. ამისთვის მრავალი საშუალება და მექანიზმი არსებობს და მას არა მარტო პოლიტიკაში იყენებენ
თანამედროვე ”კულტურული” პროტესტი [Video] 03.03.2009 - სიმღერას, რომელიც ქართველებმა ევროვიზიის კონკურსში გასატანად მოამზადეს დიდი აჟიოტაჟი მოყვა. საქართველო ევროვიზიაზე გამოსვლას არც აპირებდა, იმ მოტივით, რომ კონკურსი მოსკოვში ტარდება. რუსებმა საპასუხო კლიპი უკვე გადაიღეს
თავისუფლების ”უკანონო კანონიერი” ყიდვა [Video] 02.03.2009 - საპროცესო ფინალით დასრულებული ნებისმიერი საქმე რომ გასაჩივრდეს ევროსასამართლოში, საქართველო აუცილებლად წააგებს
01.03.2009 - სანამ ”იმედი” ფორმალურად მაინც, ქეის ხელში იყო, მას შეეძლო თავი მეტნაკლებად დაცულად ეგრძნო. ახლა, როცა ”იმედი” დაკარგა, იგი იმ რიგითი ბიზნესმენების რიგში ჩაეწერა, რომლებიც ხელისუფლების ინტერესის სფეროში ვერ ხვდებიან. უფრო მეტიც, ქეი შესაძლოა, ბევრისთვის საშიში მოწმედ იქცეს და მისი თავიდან მოშორება გახდეს საჭირო
|
12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა
11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ 11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს 11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს 10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება |
|
[12:08 07.09] რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video] [00:11 07.09] [05:56 06.09] |
საზოგადოება
|
[15:49 07.09] პიარი ქართულად [13:28 06.09] [11:55 05.09] |
|
[12:55 07.09] -
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს [05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში
|
|
[14:28 01.09] -
უეფამ ვუვუზელები აკრძალა
[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა [12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს
|
|
[11:41 08.09] -
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს [14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“ |
| Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia info@presa.ge · Information Technologies | რეკლამის განთავსება | ![]() |