ვიდეო

„დღეს ისიც იშიფრება, ვინც პოლიტიკურ ქალწულობას ინახავდა“
17:17 09.03.2010
[გეგა ბერიძე]
ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ მოსკოვურ გზას ნინო ბურჯანაძე დაადგა. კრემლის პატრონებთან შეხვედრების შემდეგ ბურჯანაძე აცხადებს, რომ ურთიერთინტერესთა გათვალისწინების შემთხვევაში გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს. რა სიო უბერავს დამპყრობელ-დაპყრობილის ურთიერთობებში, ამაზე პრესა.გეს ქართული პოლიტიკის ვეტერანი, „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე უამბობს.

რა შეფასებას მისცემთ ნინო ბურჯანაჟის მოსკოვურ ვოიაჟს?
– კითხვა ორ ნაწილად უნდა დავყო: ერთი რა ხდება ჩვენს თავს და მეორე – როგორია მისი კვალიფიკაცია. ხდება ის, რომ რუსეთი ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ შეტევას სამი ელემენტის შეთავსებით: ერთი ეს არის ნოღაიდელისთანა, ბურჯანაძისთანა, ძიძიგურისთანა და ათასი ვიღაცისთანა პირდაპირი მოღალატეების კრებული, რომლებსაც დავალება აქვთ საქართველოში სამოქალაქო ცემა-ტყეპის ან მოწყობა, ან მისი სიმულაცია. ანუ უნდა შეიქმნას სანახაობა, რომ ქართველები ერთმანეთს დავერიეთ.

მეორე მიმართულება ლამაზი ფიზიონომიებისგან, ვითომ პოეტებისგან, მხატვრებისგან, მოაზროვნეებისგან, ვითომ მეცნიერებისგან, სპორტსმენებისგან და ა.შ. შედგება. ამ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა (პუტინი პირდაპირ საუბრობს ამ „ობშესტვენნი გრუპებზე“) ძალიან ლამაზი სახელები უნდა დაირქვან – პატრიოტული, სახელმწიფოებრიობაზე ორიენტირებული და ა.შ. ამ სპექტაკლის ქუჩაში დადგმის შემდეგ, როდესაც უკვე სამოქალაქო ცემა-ტყეპა ატყდება, ისინი მიმართავენ რუსეთს, როგორც თავის დროზე მათ შულავერის მთავრობამ მიმართა, მობრძანდით და გაგვაშველეთო.

მესამე ელემენტი არის თვითონ რუსეთის შეიარაღებული ძალა. ვინაიდან გარდა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალისა, დღეს საქართველოში არ არის სხვა ანტიქართული ორგანიზაცია, რომელსაც ხელისუფლების ხელში აღება შეეძლოს. ეს არის რეალური სცენარი.

მოვლენების განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებთ?
– რამდენადაც ვიცი, სადღაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში რუსეთის აგენტურის 25 პროცენტი იყო ამოქმედებული. ამჟამად დარწმუნებული ვარ, რომ უკვე 100 პროცენტია მოქმედებაში მოყვანილი. ასე რომ, ახლა ისინიც იშიფრებიან, რომლებიც აქამდე თავს უფრთხილდებოდნენ, ასე ვთქვათ პოლიტიკურ ქალწულობას ინახავდნენ. მათ შორის – ძიძიგური, დავითაშვილი და სხვ. ბურჯანაძე ხომ ამას არასოდეს მალავდა, ნოღაიდელი – მითუმეტეს. სხვათაშორის, ძალიან ლოიალურად ლაპარაკობს მათ შესახებ ალასანიაც. გთხოვთ, რომ ეს მომენტი არ გამოგრჩეთ.

მაინც რა ლოგიკით შეიძლება მათი ბრალდება „სახელმწიფო ღალატში“?
– სისხლის სამართლის კანონებს აქვს თავისი დისპოზიცია. ანუ ჩამონათვალი იმ ქმედებებისა, რომლებიც ამა და ამ მუხლით კვალიფიცირდება. მაგალითად, ქურდობა არის ჯიბეში ჩაძრომა, ბინის გატეხვა, ძროხის მოპარვა და ა.შ. სახელმწიფო ღალატსაც თავისი დისპოზიცია გააჩნია. ჩამოთვლილია ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო ღალატად ითვლება. იქ არის ომის პირობებში მტრისთვის დახმარებაც. ომის ცნება კი იურიდიულ ფიქსაციებში, კოდექსებში და ოფიციალურ ლიტერატურაში უფრო ვიწროდ განისაზღვრება, ვიდრე დღეს არის იგი რეალობაში. ანუ ომის ცნებაში შედის ცივი იარაღით ბრძოლა, ტყვიით, ჭურვით, რაკეტით, ტორპედოთი ბრძოლა და ა.შ. მაგრამ დღევანდელი, განსაკუთრებით გლობალიზებული მსოფლიოს პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ე.წ. საპროპაგანდო ომსაც. პროპაგანდა არის ომის ელემენტი. ამიტომ, როდესაც ნოღაიდელი, ბურჯანაძე და მათი მსგავსნი გამოდიან ილუზიის შექმნის გამჭვირვალე მიზნით, თითქოს საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, ფენები, მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტიპები, რომლებიც მომხრენი არიან რუსეთთან თანამშრომლობის იმ პირობებში, როდესაც რუსს დაკავებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და აღიარებული აქვს საქართველოს ნაწილების დამოუკიდებლობა, ასეთი ილუზიის შექმნა სამ მოვლენას იწვევს.

რა ტიპის მოვლენებზე ამახვილებთ ყურადღებას?
– პირველი – სუსტდება, ზარალდება ფაქტორი, რომელიც დღეს საქართველოს ერთადერთი დამცველია რუსეთისგან, ანუ ეს არის მსოფლიოს მხარდაჭერა. მსოფლიოს მხარდაჭერა ემყარება დებულებას, რომ მთლიანად ქართველი ერი არის მონდომებული, რომ რუსი გაეთრიოს და ერი რუსეთისგან თავს დაჩაგრულად გრძნობს. სწორედ ამის მოშლა ხდება. ანუ იქმნება ყალბი ილუზია, რომ თითქოს საქართველოში პრორუსული ძალები არსებობენ.

მთავარი ეს არის, თორემ იქ არის დამატებითი მომენტებიც. ჯერჯერობით არ ვიცით ბურჯანაძემ რა გააკეთა, მაგრამ ნოღაიდელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობაზე „ედინაია როსიასთან“ – პარტიასთან, რომელიც იმ დუმის ძირითად შემადგენლობას ქმნის, რომელმაც ხელყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ანუ ის პირდაპირ თანამშრომლობას აფორმებს საქართველოს შეგნებულ მტერთან, რომელმაც საქართველო ხელყო როგორც ფიზიკური შეიარაღებული ძალით, ასევე იურიდიულადაც.

მეორე – დღეს არაერთადერთი, მაგრამ ყველაზე აქტიური მტერი რუსეთია. რუსეთში ჩვენს წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე აქტიური ელემენტი ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერი პუტინია. ამჟამად პუტინ-მედვედევის ხროვას რუსეთში ძალიან უჭირს. რუსეთის ფარული კანცელარია, რომელიც სინამდვილეში ყველა ანგარიშებს იბარებს და ყველა პროცესს მართავს, უკმაყოფილოა მათ მიერ რუსეთის ჩიხში შეყვანის გამო. ამიტომ პუტინს აქვს სრული მოტივაცია, რომ პირდაპირ ავანტიურაზე წავიდეს. ახალ ავანტიურაზე საქართველოს წინააღმდეგ.

რაც უფრო მეტად იქნება გავრცელებული ილუზია, რომ თითქოს მას საქართველოში მხარდამჭერები ჰყავს, მითუფრო ნაკლებად გაუჭირდება თავად რუსის, განსაკუთრებით – ინტელექტუალური ფენის თვალში. ამ ჩიხური მდგომარეობის გასამართლებლად, შესანიღბად მას რუსეთში ილუზიის შექმნა სჭირდება, რომ ის საქართველოში თითქოსდა წარმატებას აღწევს. ეს არის ძირითადი შემადგენელი ნაწილები იმ დანაშაულისა, რომელსაც იურიდიული კვალიფიკაციის თანახმად შეიძლება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ეწოდოს.

რაც შეეხება მთელ ამ პროცესში სააკაშვილის ხელისუფლების ადგილს და როლს?
– სააკაშვილის ხელისუფლებას სათანადო ინტელექტი რომ გააჩნდეს, განსაკუთრებით კი, სათანადო ნება რომ ჰქონდეს, ის რა თქმა უნდა დღესვე ამ ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებს მიმართავდა. რომ არ მიმართავს აქედან ცალსახად მტკიცდება, რომ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ამ შეთქმულებაში მონაწილეობს. გარდა რუსეთის მხრიდან პირდაპირი ბრძანებისა, მის პირად ხეირში შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ მას სურს საქართველოს ტახტიდან წავიდეს არა როგორც დამნაშავე, რომელიც ციხეში მიდის, არამედ როგორც დემოკრატიული პრეზიდენტი, რომელიც უცხო ოკუპანტის მიერ არის განდევნილი.

ბრძანეთ, რომ პრორუსულ პოლიტიკოსებს არანაირი დასაყრდენი არ ჰყავთ ქვეყანაში, მაშ რისი იმედი აქვთ ბურჯანაძეს, ნოღაიდელს და სხვებს?
– ბურჯანაძე და მისი თანამოაზრეები გათამამებულები არიან არამარტო ბრძანებით, რადგან ბრძანებით გათამამება ძნელია. ისინი გათამამებულნი არიან თავისი ნაკლებინფორმირებულობით, რაც მათში იწვევს ილუზიას, რომ რუსეთს გამარჯვება უწერია.

რაში მდგომარებს მათი ნაკლებინფორმირებულობა?
– ისინი ვერ ხედავენ ისტორიის ამჟამინდელ მსვლელობას. დაგიკონკრეტებთ: აგვისტოს ომის დროს ამერიკული ფლოტი შემოვიდა შავ ზღვაში. რუსებმა თავიანთი ასები ბომბდამშენებში ჩასვეს და ამ ფლოტზე დარტყმა მოამზადეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ავიაცია რომელიც ხმელეთზე ნაპირთან ბაზირებულია, უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ფლოტი, რომელიც თავისი ბაზებისგან ძალიან შორს არის, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ეს კონკრეტული მიზანია, ადვილად დასამიზნებელია და მეორეც, ამ ავიაციის რესურსი ამოუწურავია, ფლოტისა – არა.

ბალტინმა განაცხადა, რომ ოც წუთში მათ ჩავძირავთო და ამერიკელები წავიდნენ. ანუ ეს რა შეტყობინება იყო რუსების მხრიდან ამერიკელებისთვის: მე რა თქმა უნდა გლობალურ ომში შენ ვერ მოგიგებ, მე ეს ვიცი და ეს შენც იცი; მაგრამ ადგილობრივ ომს ჩემს ყოფილ ტერიტორიაზე ყოველთვის მოგიგებ; რატომ? იმიტომ, რომ შენ ვერ იზამ იმას, რომ ეს ადგილობრივი ომი გლობალურ ომად გადააქციო; ანუ ჩემს ადგილობრივ აგრესიაზე გლობალური დარტყმით მიპასუხო; აი ეს ლოგიკაა და მართლაც ამერიკელები წავიდნენ.

თუმცა, მაშინვე ცხადი იყო, რომ ამერიკელები ამის გამო საპასუხო ნაბიჯს გადადგამდნენ. ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ეს არის ბულგარეთში და რუმინეთში რაკეტების განლაგება; საქმე გვაქვს ხმელეთზე და ზღვაზე ბაზირებულ რაკეტებთან. ნაწილის აშენებას დასჭირდება ხუთი წელი, მაგრამ ზღვაში ხომალდები პირდაპირ შემოვლენ და დადგებიან. დადგებიან ნაპირთან, სადაც მათ ბაზა აქვთ; ნატოს წევრი ქვეყნების, რუმინეთის და ბულგარეთის სანაპიროსთან. ანუ ამერიკელებმა ამ ჟესტით რუსებს უთხრეს – გლობალურ ომს ხომ მოგიგებთ და მოგიგებთ, მაგრამ ადგილობრივ ომშიც დედას გიტირებთო. ამგვარად, ოპერაცია შავი ზღვიდან რუსების გაბატონებული მდგომრეობის მოცილებისა უკვე დაწყებულია; ასე რომ, სულ რამდენიმე წელიწადში აფხაზეთში ბრძოლის დროს ჩვენ კი არ გვექნება ზღვის შიში, უკვე რუსს ექნება ზღვის შიში. ამას ისინი ვერ ხედავენ და არიან ილუზიაში, რომ თითქოს რუსეთს გამარჯვების რაღაც პერსპექტივა აქვს.

რაც შეეხება რუსეთთან ნებისმიერი პრობლემატიკის გადაწყვეტის შესაძლებლობას?
– დააკვირდით, პუტინმა ისაუბრა საქართველოს „ვოსსოედინენიეზე“. მან სიტყვებზე ითამაშა. „ვოსსოედინენიე“ ხელოვნურად გათიშულის კვლავ გაერთიანებას ნიშნავს. მაგრამ რეალური პრაქტიკა ის არის, რომ რუსეთში ამ სიტყვას ხმარობენ როგორც სხვადასხვა ქვეყნების რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთების სინონიმს. ბურჯანაძე რომ ამბობს, გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობსო, ამით მსმენელს ისე მიანიშნებს, რომ თავის თავზე არავითარ პასუხისგებლობას არ იღებს; პუტინთან ლაპარაკი მქონდა, თუ კარგად მოიქცევით, ამ ტერიტორიებს დაგიბრუნებთო. მაგრამ ამას რა თქმა უნდა არავითარი ბაზა არ აქვს. ეს არ მოხდება, სანამ რუსეთი არ დამარცხება; რუსეთს არ აქვს ლოგიკური საშუალება, იდეოლოგიურა ბაზა თავის მოქალაქესთან სალაპარაკოდ, თუ მან აფხაზეთის და ცხინვალის ცნობა გააუქმა. რუსეთი ამას ვერ გააკეთებს, სანამ არ დამარცხდება. ამიტომ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის გზა რუსეთის დამარცხებაზე გადის.

ამის დანახვას კი ფართო ჰორიზონტი სჭირდება; რუქის კითხვა უნდა შეგეძლოს, სტატისტიკის და სხვ. მაგალითად სტატისტიკის თანახმად რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სამ ტრილიონზე ნაკლებია, მაშინ როცა შეერთებული შტატების 12 ტრილიონზე მეტია, ევროპისა – 13 ტრილიონზე მეტი. ე.ი. სრულიად განსხვავებული რესურსებია. ჩახედული უნდა იყო იმ ვითარებაში, რომ დღეს დასავლური არმიები პრინციპულად სხვანაირად არის აწყობილი, ვიდრე რუსული არმია. ისინი რამდენიმეჯერადად აღემატებიან ბრძოლისუნარიანობით რუსულ არმიას. ტექნოლოგიური განვითარების სხვაობა ხომ უდიდესია.

ასე რომ, ბურჯანაძის სიტყვები არის მცდელობა მსმენელს გარკვეულ იმედზე მიანიშნოს, რაც ტყუილია. ხოლო თვითონ ბურჯანაძის პოზიცია (რომელიც ერთგულად რუსეთის სამსახურში დგას) დამყარებულია იმაზე, რომ ის საკმარისად ინფორმირებული არ არის გეოსტრატეგიის დღევანდელი განვითარების შესახებ.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება