ვიდეო

საქართველო vs რუსეთი – დიდი რაგბი ციცქნა სტადიონზე
13:54 09.03.2010
[ლევან სეფისკვერაძე]
ტრაბზონში რუსეთის ნაკრებთან ჩვენი მორაგბეების მიერ გასამართმა შეხვედრამ თვით ის ფაქტიც კი დაჩრდილა, რომ საქართველოს სარაგბო ნაკრები უკვე ოფიციალურიად გავიდა მსოფლიო თასზე და უკვე მესამედ ვნახავთ ჩვენ გუნდს ყველაზე დიდ სარაგბო მუნდიალზე. ტრაბზონული მატჩის წინ რომ მთელს საქართველოში არნახული აჟიოტაჟია, ეს ბუნებრივი რამ გახლავთ და არაფერია იმაში გასაკვირი, რომ რიგით ქართველს რუსთა ძლევა ბარე სამ მუნდიალზე გასვლად უღირს, თუმცა საოცარი ის გახლავთ, რომ ტრაბზონისაკენ მიმავალ ართუ მარტივ გზათა, ლაბირინთებში ისეთი ადამინებიც კი გაიბლანდნენ, რომლებსაც აქამდე თბილისის ეროვნულ სტადიონზე ერთხელაც კი არ შეუბიჯებიათ.

ცნობილია, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა პრობლემებისათვის თავის არიდება არჩია და ტრაბზონში წასასვლელი გულშემატკივრების ბილეთებითა და სასტუმროთი უზრუნველყოფა 2 ტურისტულ კომპანიას დაავალა. გასაგებია, რომ რაგბის კავშირი ქარვასლა არ არის და კაცმა რომ თქვას მის ფუნქციებში ასეთი საკითხების გადაწყვეტა არც შედის, მაგრამ ის ათასგვარი გაუგებრობა და აბდაუბდა, რაც ტრაბზონის მატჩის ბილეთების თბილისში გაყიდვას მოჰყვა, იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი გულშემატკივრების ინტერესები სათანადოდ არ იქნა დაცუდი და ახლა ყველაფერი რამდენიც არ უნდა ვაბრალოთ იმას, რომ მატჩზე დასწრების მსურველების რიცხვი უფრო მეტი იყო, ვიდრე ტრაბზონის პატარა სტადიონის ტევადობა, ფაქტია რომ ყველა გზას მაინც ქართული რაგბის მესვეულების მიერ დაშვებულ შეცდომებამდე მივყავართ.

ლაშა ებრალიძე, საქართველოს ნაკრების ქომაგი: “მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაგბის კავშირმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ბილეთების გაყიდვა ტურისტულ სააგენტოებს დაავალა. ეს ასეც უნდა ხდებოდეს, რამეთუ ისე არავინ უწყის უცხოეთში ხალხის წაყვანა-წამოყვანის ამბები, როგორც მსგავასმა დაწესებულებებმა, თუმცა რატომ შეირჩა მაინცა და მაინც პატარა - 5 ათასკაციანი ტევადობის ტრაბზონის სტადიონი ამას კი, ნამდვილად ვერ ვხვდები. განა ასე ძნელი იყო პატარა კვლევის ჩატარება და დადგენა იმისა, თუ საშუალოდ რამდენ ქომაგს შეიძლება გასჩენოდა მატჩზე დასწრების სურვილი? ვიცი რომ ჩვენი მატჩის მეორე დღეს ტრაბზონში ტრაბზონულ-სტამბოლური საფეხბურთო დერბი იმართება და დიდ ტრაბზონულ სტადიონზე არავინ გვათამაშებდა, მაგრამ ამ ტრაბზონზე ჯვარი ხომ არ გვქონდა დაწერილი?”

საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ, რომ მატჩმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რასაც ბილეთების დეფიციტი მოჰყვა.

“საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები ტურ-ოპერატორებს “მილენიუმსა” და “აჭარა-ტურს” გადაეცათ. ხელშეკრულების თანახმად, ოპერატორები ბილეთთან ერთად მომსახურების პაკეტებს ყიდიან, რომელიც ტრანსპორტირებასა და რიგ შემთხვევაში სასტუმროში ღამისთევასაც ითვალისწინებს. ბილეთების მიღების დღესვე, ტუროპერატორებმა დიდი რაოდენობით მომსახურებასა და ბილეთზე მიიღეს შეკვეთები საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიებისგან“, - არის მათი პასუხი.

კავშირის ინფორმაციით, დეფიციტის გამომწვევი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ტრაპზონის “აჩქაბაათ ფაიტჰ სტადიონი”-ს საკმაოდ მცირე ზომაა. სტადიონი მხოლოდ 6 000 კაცს იტევს. თამაშზე დასწრების მსურველი კი, გაცილებით მეტია.

„ქართველი გულშემატკივრების უმეტესობას ბათუმში ღამისთევა ურჩევნია. რაგბის კავშირის თხოვნით, ტუროპერატორებმა ტრაპზონის ტურებს უნდა გადახედონ და შეძლებისდაგვარად მხედველობაში მიიღონ მატჩზე დასწრების მსურველი ქომაგების მოთხოვნები“, - აცხადებენ რაგბის კავშირში.

ქართველ ქომაგს კი მიაჩნია, რომ ყველაფერი სულ ადვილად შეიძლებოდა მოგვარებულიყო. რაგბის კავშირი, ან სპორტის დეპარტამნტი საკმაოდ იაფად დაიქირავებდა რომელიმე ქართულ სოციალურ კვლევით ცენტრს და დაავალებდა, რომ გამოერკვიათ ჩვენს მორაგბეებთან ერთადსაშუალოდ რამდენი გულშემატკივარი ჩაალაგებდა ჩემოდანს. შემდეგ, ამ კვლევებზე დაყრდნიობით წასუყლიყვნენ ვთქვათ აზერბაიჯანში, ან იგივე თურქეთში და ნახავდნენ ისეთ სტადიონს, სადაც ქომაგობაც ხალვათად დაეტეოდა და იქამდე მისაღწევადაც არ იქნებოდა ცხრა მთა და ზღვა გადასალახი. ახლა რა გამოვიდა? ვინც იცქვიტა, ან ვისაც ტურისტულ სააგენტოებში ნაცნობი ჰყავდა, იყიდეს ბღუჯა-ბღუჯა ბილეთი და კი იქნებიან კარგ ხასიათზე 20 მარტს (იმედია მატჩის შემდგომაც) ხოლო ვისაც არ გაუმართლა და (სამწუხაროა რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდია) ბილეთის ნაცვლად მოლარე გოგონას ცალყბა ღიმილის ამარა დარჩნენ, მთელი წლის ოცნება წყალში ჩაეყარათ.

ეს არის ის თემა და საკითხი, რომლის მოგვარება ნებისმიერ ქვეყანაში პრობლემა არასოდეს უნდა ხდებოდეს. რაგბი ფაქტობრივად ერთადერთი ფენომენია, რომელსაც შეუძლია ქართველებს დამარცხებულის ფსიქოლოგია შეუცვალოს. ამასთან ერთად, რაგბი ჩვენი გულშემატკივრების გულებში თანდათან იკავებს იმ ადგილს, რაც ფეხბურთმა უკვე კარგა ხანია დაკარგა. ახლა როდესაც ყველა და უმეტესად ქართული სპორტის მესვეურები გულშემატკივრების მოსაზიდად და ამ სახეობის კიდევ უფრო პოპულარიზაციისათვის ყველაფერს უნდა აკეთებდნენ, გამოდის რომ ასეთ მარტივ საკითხებსაც კი ვერ წყვეტენ და ძნელი სათქმელია ქართულ სპორტში არსებულ უფრო დიდ პრობლემებს როგორ გაუმკლავდებიან. სერთოდ კი, იმედგაცრუებულ ქომაგზე სახიფათო ძალიან ცოტა ვინმეა ამ ქვეყნად.

არადა, იმასაც ვერავინ იტყვის, ტექნიკური საკითხებვის მოსაგვარებლად დრო არ გვქონდაო. ჯერ კიდევ უკრაინაში გამართული ქართულ-რუსული სარაგბო ჯახის შემდეგ გახდა აშკარა, რომ განმეორებითი მატჩი კიდევ უფრო მეტ უნტერესს გამოიწვევდა. იქიდან ტრაბზონულ შეხვედრამდე დრო მთელი ერთი წელი იყო. წელიწადში პეტრე პირველმა ფაქტობრივად არაფრიდან შეძლო საზღვაო ფლოტის შექმნა და ერთი მატჩის ნორმალურად ორგანიზება განა ასეთი რთული ამბავი იყო?

ბოლო დროს ტრაბზონული მატჩის ბილეთების ვერშოვნის გამო თბილისში ბევრ გულნატკენ ადამიანს შეხვდებით. ახლა ამ ქომაგების წყენის გაქარვება ერთადერთი გზით არის შესაძლებელი. ჩვენმა მორაგბეებმა რუსები კიდევ ერთხელ უნდა დაიფრინონ და თუკი ეს ასე მოხდება, სხვა მრავალი წყენაც ჩაბარდება წარსულს, მაგრამ წმინდა ქართულ თავმოუბმელობახ ოდესმე ეშველება თუ არა რამე, ეს კი ნამდვილად არ ვიცით...

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება