[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი] ხანძრის შედეგად დაზარალებული თოდუების მრავალშვილიანი ოჯახი დახმარების მოლოდინშია. ერთი კვირის წინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მათ საცხოვრებელ სახლს ხანძარი მაშინ გაუჩნდა, როცა ოჯახის ყველა წევრს ეძინა. ალმოდებული სახლიდან თოდუებმა სამი მცირეწლოვანი შვილის უვნებლად გამოყვანა შეძლეს, მაგრამ სახლი ნაცარტუტად ექცათ. ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
დაზარალებულმა ოჯახმა თავშესაფარი საკუთარ ეზოშივე, გომურში იპოვა. როგორც დიასახლისი, ფატი თოდუა ამბობს, ძროხები გადენეს, დაასუფთავეს, რიყის ქვებზე ფიცრები შემოალაგეს და ლოგინიც მოიწყვეს, სუსხიან ზამთარში შუა ცეცხლიც დაანთეს...
ეს ყველაფერი თითქოს ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო, მაგრამ ასეთ პირობებში არსებობაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა... დახმარების პირველი ხელი თოდუებს მეზობლებმა გაუწოდეს. ისინი დააპურეს, შემოსეს და გაათბეს, მაგრამ ყველას თავისი გასაჭირი აქვს...
ფატი თოდუა: „სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩით, მაგრამ ყველაფერი დავკარგეთ. სახლთან და ნივთებთან ერთად მთელი წლის სარჩო, 40 ფუთი სიმინდიც დაგვეწვა. ჩემი პატარა გოგონა, რომელსაც მხედველობა აქვს დაქვეითებული, სათვალეზე წუხს, ფიქრობს, რომ ვეღარ შეიძენს. შესაძლოა ასეც მოხდეს, რადგან ბედის ანაბარა მართლა დავრჩით.
დახმარებისთვის რაიონის გამგეობას მეორე დღესვე მივმართეთ. გამგებელი ქობალია არ დაგვხვდა. სოციალური სამსახურის უფროსმა მისგან მოცემული პირობა გადმოგვცა, გვითხრა, 300 ლარს გამოგიყოფთო, მაგრამ პირობად დარჩა. ეს დაცინვად მიგვაჩნია. გასაგებია, ხანძრის გაჩენაში ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ, მაგრამ ოჯახის უბედურებაც ხომ უნდა გაითვალისწინოს ვინმემ.“
თოდუების ოჯახი უმწეოთა კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისი დახმარებითაც სარგებლობს, მაგრამ ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნას ეს სტატუსი არ ითვალისწინებს. მას შემდეგ, რაც თოდუების ოჯახმა ხელისუფლებისგან დახმარების გაწევის იმედი დაკარგა, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ოფისს მიაკითხა.
„დაიცავი საქართველოს“ წევრებმა დაზარალებულები მოინახულეს და ხელისუფლებასთან შუამავლობასაც დაპირდნენ. მანამდე კი ნარაზენში გამგებლის რწმუნებული, ზამორ ჯანჯღავა აიძულეს, რომ დაზარალებულებისთვის სასწრაფო წესით ისეთი თავშესაფარი მოეძებნა, სადაც ოჯახი თავს თბილად თუ არა მშვიდად მაინც იგრძნობდა. ასეთი ადგილი მართლაც მოიძებნა. ყოფილი არასრული სკოლის შენობაში ჯანჯღავამ ორი ოთახი გამოუყო, თუმცა განათლების რესურსცენტრიდან თანხმობა ჯერ არ არსებობს.
ზამორ ჯანჯღავა: „რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ ამ ოჯახისთვის. მთელ სოფელს ვთხოვ ქველმოქმედება გამოიჩინოს და დახმარება გაუწიოს. რაიონის გამგეობასთან შუამდგომლობაც დავაყენე, ამ პრობლემის შესახებ ყველამ იცის. მართალია, 300-ლარით სახლს ვერ ააშენებენ. შესაძლოა თანხა 600 ლარამდე გაიზარდოს, ეს კი მაქსიმუმი რაოდენობის თანხაა, რომლის გაღებასაც გამგებელი აპირებს.“
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ფულადი დახმარების გაცემას ვერ შეძლებს, დაზარალებულები სამშენებლო მასალის მიწოდებითაც კმაყოფილდებიან. ამბობენ, რომ სახლის აშენებაში მათ მეზობლები და ნათესავები დაეხმარებიან.
10 მარტს თოდუების ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისათვის კიდევ ერთხელ მიმართავს. ამჯერად ისინი გამგებელთან მისვლას „დაიცავი საქართველოს“ წევრებთან ერთად გეგმავენ.
კახა მიქაია: „მივმართავ პირადად მიხეილ სააკაშვილს! დღემდე ის ტრაბახობს ე.წ. სოციალური პროგრამების განხორციელებით და გაჰყვირის, საქართველო სიღარიბის გარეშეო. როდესაც ზუგდიდში ჩამოდის სააკაშვილი, კოდუებისა და ქობალიების რესტორნებში კი არ უნდა ქეიფობდეს, ყინულის სახლში კი არ უნდა ციგურაობდეს და მერე წაქცეული და ფეხნაღრძობი არ უნდა გარბოდეს, ამოვიდეს ამ სოფელში და საკუთარი თვალით იხილოს მისმა ხელქვეითებმა ბედის ანაბარა როგორ მიატოვეს თოდუების მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც ხელისუფლებისგან დახმარებას სასწრაფოდ ითხოვს.“
ცნობილი კოდუების სახელით ცნობილ რესტორან „მენძელში“ სააკაშვილის ბოლო „ვიზიტი“ 6 მარტს შედგა. „მენძელი“, რომელიც სამხარეო ადმინისტაციის შენობის უკან მდებარეობს, რამდენიმე საათით ჩაიკეტა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი სატრანსპორტო მოძრაობაც შეიზღუდა. გაძლიერებული დაცვის მიუხედავად თვითმხილველებმა მწვანე ფერის „პულოვერში“ და „სტრეიჯებში“ გამოწყობილი პრეზიდენტი მაინც შენიშნეს. ზუგდიდელებს არც ის გამოპარვიათ, რომ კოდუების რესტორანში ხინკლის დასაგემოვნებლად მისულ სააკაშვილს გვერდს რამდენიმე „მოკლეკაბიანი“ ლამაზმანი უმშვენებდა...
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.