ვიდეო

ფულის სუნს გაყოლილები
14:00 08.03.2010
[ნინო მიქიაშვილი]
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში – ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის “სამართლიან საქართველოში”, გადავიდა 34 ადამიანი, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან, რესპუბლიკელებიდან, “ახლებიდან“ და ირაკლი ალასანიას მიერ დაარსებული “ ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან“.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელისგან განსხვავებით, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციებიდან პირდაპირ მმართველ პარტიაში – “მოქალაქეთა კავშირში“ გადადიოდნენ.

იმაზე, თუ რატომ მიუწევთ გული მაინცდამაინც ნოღაიდელისკენ; რატომ თხელდება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტიის რიგები; არის თუ არა ეს პროცესი ბუნებრივი და რატომ არ ცდილობს დღევანდელი მმართველი პარტია ხალხის გადაბირებას, ისე, როგორც ამას მისი წინამორბედი პოლიტიკური ძალა აკეთებდა, პრესა.გე ესაუბრა პოლიტოლოგებსა და ფილოსოფოსებს: გია ხუხაშვილს, რამაზ საყვარელიძეს, სოსო ცისკარიშვილს და კახა კაციტაძეს.

სტატისტიკა, რომელიც ინტერნეტის საშუალებით, პარტიების ვებგვერდებზე მოვიძიეთ, ასე გამოიყურება – ნოღაიდელის მოძრაობაში სხვა პარტიებიდან გადასვლის პროცესი გასული წლის 12 ოქტომბერს დაიწყო; ამ დღეს ნოღაიდელთან, ნინო ბურჯანაძის “ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციიდან 20–მდე ადამიანი გადავიდა. ვებგვერდზე მხოლოდ ერთი გვარია მითითებული – ლელა ჩახვაძე, რომელიც გადასვლამდე ბურჯანაძის პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ედგა სათავეში და ახლა ნოღაიდელის პარტიაში იგივე თანამდებობა უკავია. ერთი პარტიიდან მეორეში გადასულებმა, თავიანთი ნაბიჯი იმით ახსნეს, რომ ქვეყნის მოწყობის ბურჯანაძისეულ მეთოდს არ ეთანხმებიან;

მიმდინარე წლის 18 იანვარს, ნოღაიდელის მოძრაობას საჩხერელი რესპუბლიკელები შეუერთდნენ – საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ორმა წევრმა: მევლუდ შარვაძემ და ადიკა კაპანაძემ, თავიანთი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ მთლიანად იზიარებენ ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ მიზნებს, “მიესალმებიან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობებს და ეთანხმებიან მოძრაობის პროგრამით გათვალისწინებული საგადასახადო რეფორმის კურსს“. ნოღაიდელის მოძრაობის ვებგვერდზე, სიახლეების ნუსხაში მითითებულია, რომ დაახლოებით 1 თვის წინ, ანუ დეკემბრის შუა რიცხვებში ნოღაიდელის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში კიდევ ერთი რესპუბლიკელი – ქუთაისელი კობა სოხაძე გადავიდა;

საჩხერელ რესპუბლიკელებს, “ახლებიც“ მიჰყვნენ – 3 თებერვალს “ახლების“ საჩხერის ორგანიზაციის ლიდერი კობა მოდებაძე და რაიონული ორგანიზაციის ბიურო (8 კაცის შემადგენლობით), ნოღაიდელის მოძრაობაში გადავიდნენ – “ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი და მისი გუნდი ატარებს. ჩვენ ვუერთდებით რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნას, რადგან მიგვაჩნია რომ ამის გარეშე ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა“;

2 მარტს ნოღაიდელთან “ალიანსი საქართველოსთვის“ აბაშის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სერგო ხოშტარია გადავიდა, რომელიც ამავდროულად, ალასანიას პარტიის წარმომადგენელი იყო. ხოშტარიას განმარტყებით, ასეთი ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ ირაკლი ალასანია მერყევ და არაპროგნოზირებად პოლიტიკოსად მიაჩნია – “იმიტომ გადავედი, რომ მჯერა, ზურაბ ნოღაიდელის ძალისხმევით მოხდება საქართველოს გაერთიანება“;

3 მარტს ნოღაიდელთან კიდევ ერთი რესპუბლიკელი გადავიდა – ზურაბ მგელაძე ხულოს რაიონის საკრებულოს წევრია და ნოღაიდელთან გადასვლას ასე ხსნის – “ვიზიარებ იმ კურსს, რომელსაც ატარებს მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის“ და მისი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. მჯერა რომ დღეს საქართველოს ერთიანობა გადაარჩენს. ერთადერთი ძალა, რომელსაც ადგილობრივ არჩევნებში რეალურად შეუძლია გამარჯვების მოპოვება, არის მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის“. ამიტომაც გადავწყვიტე მის რიგებს შევუერთდე“.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით, ეს გადანაცვლებები რაიმე ცენტრალიზებული პულტიდან არ იმართება. პოლიტოლოგის პროგნოზით, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში სტუმრობის ერთი კონკრეტული შედეგი, მისგან ნოღაიდელისკენ გაქცეული ხალხის უკან დაბრუნებაც იქნება, რომელთაც ნოღაიდელის თანაპარტიელებიც შეიძლება გამოჰყვნენ:

“ანუ ეს ჩვენი მოსახლეობის ის ფენაა, რომლისთვისაც ცხოვრებისეული კომფორტი რუსეთთანაა ასოცირებული. არ გამოვრიცხავ ამ ორი პარტიის რიცხოვნობის გაზრდას, არა უპარტიოთა ხარჯზე, არამედ, რომელიმე სხვა პარტიებში განაწილებულთა ხარჯზე; გავითვალისწინოთ ის მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და საქართველოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ, რამდენად ოპტიმისტურად იქნებიან განწყობილი მშვიდობიანი რუსეთის მიმართ, რომელიც ასოცირდება ამჟამად რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსების წარმატების პერსპექტივასთან. ასეთ ვითარებაში, სხვა პარტიებიდან გადასული ხალხი არამც და არამც არ ნიშნავს მათ მიერ დატოვებული პარტიების სისუსტეს; უბრალოდ, სჯობია კიდეც არჩევნებამდე ეს სისტემა დაიწმინდოს და ნდობა საკუთარ პარტიაში მის ლიდერებს იმ ადამიანების მიმართ ჰქონდეთ, რომლებიც რაიმე ტკბილი კვერის მოლოდინში არ არიან გატრუნულები“.

იმაზე, თუ რატომ არ აქტიურობს ამჟამინდელი მმართველი პარტია, მისი წინამორბედის მსგავსად, სოსო ცისკარიშვილი ამბობს: “ნაცმოძრაობას“ საკუთარი აქტივისტების ისეთი რაოდენობა ჰყავს, რომ მათი პირადი მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ აუდის. ამიტომ სხვისი პარტიიდან ვინმეს გადმობირება, თუ ის ცნობილი სახე არ არის, არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს“.

ფილოსოფოსმა კახა კაციტაძემ იცის, რატომ შედიოდნენ პარტიაში მაშინ, როცა ის მაღალი კლასის მოსწავლე და შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტი იყო:

”მაშინ პარტია ერთი იყო – კომუნისტური პარტია და გადაბირებას ვერავინ მოახერხებდა; აბა ვის უნდა გადაებირებინა?! უცებ ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას, რომ ვინმე გადაებირებინა, წარმოგიდგენიათ “კაგებე“, ან ”ცერეუ” რას გააკეთებდა?! ახლა სხვა დროა, თავისუფალი. გადაბირების ეპოქაა, როცა ადამიანი შეიძლება გადაბირდეს, არა მარტო პოლიტიკურად; კაპიტალი რომ ჩაიდოს, ნებისმიერ ადამიანს იყიდი და გადაიბირებ; მაგალითად, ასტროლოგიაშიც. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს კონკურენტი რომ ჰყავდეს, მომხრეების გადაბირება აუცილებლად მოხდებოდა; ორი ასტროლოგიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ გამოვიდოდნენ და იტყოდნენ - ეს არის მართალი და ძლიერიო. ჰოდა, ჩვენთან ასტროლოგიაში ეს ამბავი არ გამოდის, რადგან ასტროლოგიის ადგილი დაკავებული აქვს პოლიტიკას და პოლიტოლოგიას, რომ ეძახიან, აი, იმას. ეს არის და ეს”.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ადამიანები ერთი პარტიიდან მეორეში კი არ გადადიან?! არამედ, მიდიან იქ, სადაც ფულის სუნი დის:

”დღეს ქართულ პოლიტიკაში ფინანსური რესურსი ერთადერთ პარტიას აქვს, რომელთან არა მხოლოდ კერძო პირები მიდიან, არამედ პარტიებიც, მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ჩანდა). ჩვენი ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, მას ზემოხსენებულ ფინანსურ რესურსზე გართულება რომ არ აქვს, ეს სერიოზულ ეჭვს ბადებს. დიდი ხანია ვამბობ, რომ ნოღაიდელის ფული დანომრილია და ვინც მას ხელს მოკიდებს, მისი პოლიტიკური კარიერა და პერსპექტივა დასრულებულია, რადგან მე არ მესმის ადამიანის, რომელიც ქრთამს იღებს და თან იცის, რომ ამ ქრთამის გამო ხვალ ვიღაცამ შეიძლება დაიჭიროს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები ჭკუას ვერ სწავლობენ და ”ქრთამს” იღებენ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე პარტიულ დონეზე, რაც ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია. ნოღაიდელს სხვა პოლიტიკური ხიბლი, თუნდაც პრორუსულობა არ გააჩნია, ეს ყველაფერი ტყუილია, სინამდვილეში, ფულია მთავარი”.

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შექმნილ პარტიაში არსებულ ვითარებას, რაც შეეხება, გია ხუხაშვილის თქმით, ეს არის არა პარტიის ორად გაყოფა და არა დაშლა:

”ამ პარტიაში ოქრუაშვილი უფრო ნომინალური ფიგურა იყო, რეალურად პირველი პირი ეკა ბესელია გახლდათ, რომელმაც ძალიან ბევრი დათმო, როგორც პირადი, თუნდაც პოლიტიკური და ქართულ საზოგადოებას აჩვენა ერთგულებისა და მიზანსწრაფულობის სერიოზული მაგალითები, რის პარალელურადაც, მისი მოღვაწეობის გამო, მისი პირადი ცხოვრება დრამატულად ვითარდებოდა - ძმა მძევლად ჰყავთ, შვილი დევნილია. ეკა ბესელიას შეეძლო ესეც გადაელახა და აეტანა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი ლიდერი ქართულ პოლიტიკაში გასაგები მიზეზების გამო არ ჩანს, არ არსებობს არც გეგმა, არც რეალური სვლები (ჩემი აზრით, არც მითითებები), პარტიის მომავალი განვითარების მიზნები, მუდმივად ასეთი გაორებული პოზიცია ვერ გაგრძელდებოდა. როდესაც შენ გყავს ლიდერი, რომელთანაც ელემენტარულად ნორმალური კომუნიკაციაც კი არ არის და არ იცი ის კაცი რაზე ფიქრობს და რას აპირებს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და გიჩნდება სურვილი დამოუკიდებლად გააგრძელო შენი გზა”.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ნოღაიდელთან გადაბარგებულებს მრავალნაირი მოტივი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ზემოხსენებული პარტიიდან პარტიაში გადასვლები აქტიურობას უკავშირდება:

”თუ არ ვცდები, გადასვლებმა ნოღაიდელის გააქტიურების შემდეგ იმატა. იმ პერიოდში დანარჩენები პასიურები იყვნენ და ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული ალასანია გახლდათ. ის ადამიანები, რომლებსაც აქტიურობა უნდათ, ისეთ სტრუქტურას ეძებენ, რომელიც უფრო აქტიურია; ისინიც ადგნენ და უფრო აქტიურ პარტიაში გადავიდნენ. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში შექმნილი ვითარებაც ამ ფორმულაში ჯდება”.

იმაზე, ”მოქკავშირივით” რატომ არ აქტიურობს ”ნაცმოძრაობა” (გადაბირების კუთხით), პოლიტოლოგი ამბობს, რომ ”ელექტორატი შეიცვალა - ოპოზიციურ პარტიებს უკვე ჰყავთ თავიანთი ოპოზიციური ელექტორატი, რომელიც აქტიურ მოქმედებებს ეძებს. თბილი ადგილების მაძიებელი ხალხი, იმ თბილ ადგილებში უკვე ჩამჯდარია და ამგვარი ადამიანების დამატებითი ტალღა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ ჩნდება. ის რომ ”ნაცმოძრაობაში” არავინ გადადის, დამატებით იმასაც ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური ძალის ადამიანური რეიტინგი დაბალია. ერთ დროს კომუნისტურ პარტიაში შესვლა, ლამის სირცხვილი იყო. მე მაგალითად პარტიის წევრი არ ვყოფილვარ - ამ პარტიის წევრობა მრცხვენოდა. მოგვიანებით ანალოგიური დამოკიდებულება ”მოქალაქეთა კავშირთან” მიმართებაში იყო და ახლა რაღაც ანალოგიური, უკვე ”ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებითაც მწიფდება”.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება