ვიდეო

კინომანი პრეზიდენტები
17:55 06.03.2010
[სანტიაგო გაუჩო]
კინო თანამედროვე ხელოვნების ის დარგია, რომელიც განსაკუთრებული დემოკრატიულობით გამოირჩევა. კინემატოგრაფი ერთნაირად უყვარს როგორც დიდს, ასევე პატარას, როგორც უბრალო მოქალაქეს, ასევე ცნობილ ბიზნესმენს ან მეცნიერს. კინოხელოვნება ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის უფრო ადვილი და მარტივი გასაგებია ვიდრე მხატვრობა, არქიტექტურა ან მუსიკა.

თავისი გავრცელებისა და პოპულარობის გამო კინოს ერთგვარი იდეოლოგიური დატვირთვაც ენიჭება. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ამერიკულ ჰოლივუდში მკვეთრად გაიზარდა პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ფილმების რაოდენობა. ამავე პერიოდის ნაცისტურ გერმანიაში კი ქვეყნის მთელი კინოინდუსტრია ფაშისტური იდეოლოგიის სამსახურში იყო ჩაყენებული. კინოხელოვნებას განსაკუთრებული დატვირთვა კომუნისტური წყობის ქვეყნებში ჰქონდა. გვახსოვს მრავალი საბჭოთა ფილმი, რომელშიც პროლეტარიატის კლასის წარმომადგენლები ჩვენი ყოფილი დიადი სამშობლოს ნათელ და ბრწყინვალე მომავალს აშენებდნენ.

ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მინიჭებული ძალაუფლების მიუხედავად უბრალო მოკვდავებისათვის დამახასიათებელ სისუსტეებსაც ამჟღავნებენ. ამ “ნაკლოვანებებში” შედის კინოს დიდი სიყვარულიც. ნამდვილად ვერ შევადგენ კატალოგს, სადაც სხვადასხვა პრეზიდენტების კინომიდრეკილებები იქნება ჩამოთვლილი. საბედნიეროდ ამ პროფესიის ზოგიერთ წარმომადგენელზე ამ სახის ინფორმაციები მაინც მოიძებნება.

ვერაფერს ვიტყვი საქართველოს ამჟამინდელი პირველი პირების კინოგემოვნების შესახებ. საბჭოთა კავშირის ყოფილ ლიდერებზე კი ცნობილია, რომ კინოხელოვნებით დაინტერესება მათთვის უცხო ხილი არ იყო. მაგალითად იოსებ სტალინი მრავალ ახალ სურათს პირადად ნახულობდა და შესაბამის რეკომენდაციებსაც იძლეოდა.

„კეთილი მოხუც“ გენსეკს, ლეონიდ ბრეჟნევს განსაკუთრებით ლეგენდარული სერიალი „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ ჰყვარებია. მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ეს სურათი ისე მოსწონებია, რომ მისი მთავარი გმირის, ისაევი-შტირლიცის მოძებნა და მისთვის ლენინის ორდენის გადაცემა განუზრახავს. საბედნიეროდ მრჩევლებმა დაარწმუნეს, რომ შტირლიცი მოგონილი პერსონაჟი იყო და კინომანი გენსეკიც ვიაჩესლავ ტიხონოვს თავდაპირველად პირადად გაეცნო, შემდეგ კი ეს უკანასკნელი შტირლიცისათვის განკუთვნილი ორდენითაც დააჯილდოვა...

საერთოდ ლეონიდ ილიას-ძეს მსოფლიო კინოხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი „სცენარების“ მიხედვით ხომ ერთდროულად სამი ფილმი: „ყამირი“, „მცირე მიწა“ და „აღორძინება“ გადაიღეს. სამწუხაროდ ამ „შედევრებმა“ რომელიმე პრესტიჟულ კინოფესტივალებამდე ვერ მიაღწია და მხოლოდ ჭეშმარიტი კინომანების მეხსიერებაში დაიკავა ადგილი.

სინემათი ანუ კინოთი სხვა კომუნისტური ლიდერებიც იყვნენ გატაცებულები. იმ დროს, როდესაც საკუთარ ქვეყნებში ყოველივე ამერიკული და დასავლეთური აკრძალული ჰქონდათ, პირად კინოთეატრებში საყვარელ ჭიას ახარებდნენ და „კაპიტალისტური სულუსკვეთების“ მატარებელ სურათებს თავდავიწყებით უყურებდნ. ჩინელ მაო-ძე-დუნს ამერიკული ბოევიკები მოსწონდა, მისი კორეელი კოლეგა კიმ-ერ-სინი ოკეანისგაღმურ ვესტერნებს აღმერთებდა, რუმინელი ნიკოლაე ჩაუშესკუ კი ფრანგულ „ანჟელიკას“ და ამერიკულ მძაფრსიუჟეტიან სურათებს უყურებდა. ეს უკანასკნელი ეროტიული და პორნოგრაფოული ფილმებითაც იყო გატაცებული.

ამერიკელებს ყველაფრის ბოლომდე შესწავლა და შემდეგ საქვეყნოდ გამომზეურება უყვართ. კინოს თემაზე მწერალი ოკეანისგაღმელი ჟურნალისტების დაინტერესების ერთ-ერთი თემა თავიანთი პრეზიდენტების საყვარელი ფილმების მოძიება აღმოჩნდა. მალე სააინტერესო მასალებსაც მიაგნეს.

სიმართლე უნდა ითქვას და ჰოლივუდი ამერიკის ეროვნული სიამაყეა, ამიტომაც არავის გაუკვირდა, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტებმა თავიანთი საყვარელი ფილმები დიდი სიამოვნებით გაიხსენეს. ფრანკლინ რუზველტიდან დაწყებული მხოლოდ სამ პრეზიდენტს არ გაუმხელია საკუთარი არჩევანი. დანარჩენების გემოვნება კი უკვე საყოველთაოდ ცნობილია.

„ქარწაღებულები“ ყველა პრეზიდენტს მოსწონდა, მაგრამ ეს სურათი ყველაზე ხშირად მაინც ჯიმი კარტერს უნახავს.

წინა საუკუნის სამოცდაათიან წლებში გადაცემა „ილუზიონში“ ქართველმა მაყურებელმა იხილა კინორეჟისორ ჯონ ფორდის უკვდავი ვესტერნი „დილიჟანსი“. ეს სურათი აშშ-ის პრეზიდენტის ლინდონ ჯონსონის საყვარელი ფილმი ყოფილა.

დალასში ტრაგიკულად დაღუპული ჯონ კენედი ეთაყვანებოდა სურათს „ცუდი დღე ბლექ როკში“. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმს თავის დროზე „ოსკარის“ ნომინაცია, ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია და კანის ფესტივალის ერთ-ერთი პრიზი ერგო.

რიჩარდ ნიქსონს, ბილ კლინტონსა და ჯორჯ ბუშს-უმცროსს ერთი საერთო მხატვრული ფილმი ჰყვარებიათ. ეს იყო 1952 წელს გადაღებული ვესტერნი „ზუსტად შუაღამისას“. მის მთავარ როლში მსახიობი ჰარი კუპერი მოგვევლინა. ის ყოფილ შერიფს ასახიერებდა, რომელიც თავის საცოლესთან ერთად ცდილობდა შურისძიების წყურვილით აღვსილ ბანდიტს გასწორებოდა. რასაკვირველია ფინალში სიმართლე იმარჯვებს და საზოგადოების მტერი ბოროტმოქმედი საკადრის პასუხს მიიღებს.

არ ვიცი გაგიგიათ თუ არა სურათი „ჩემს ძვირფას კლემენტინას“. ხელი თუ მიგიწვდებათ გირჩევთ რომ ნახოთ. ეს ვესტერნი , რომლის მთავარ გმირსაც მსახიობი ჰენრი ფონდა თამაშობდა, აშშ-ის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის საყვარელი ფილმი ყოფილა.

რონალდ რეიგანი ახალგაზრდობაში კინომსახიობი იყო და ალბათ გემოვნებაც არ დაეწუნებოდა. რკინის ხასიათის მატარებელი პრეზიდენტი ყოველთვის დიდი სითბოთი იხსენებდა 1946 წელს გადაღებულ ოჯახურ დრამას “ეს შესანიშნავი ცხოვრება”.

ჯერალდ ფორდმა ერთხელ განაცვიფრა საზოგადოება, როდესაც განაცხადა რომ მისი საყვარელი სურათი “მარტო სახლშია”, მცირეწლოვანი მაკოლეი კალკინით მთავარ როლში. ქვეყნის პირველი პირისათვის ცოტა არ იყოს უცნაური არჩევანია.

ალბათ დროა, რომ თანამედროვე ამერიკელ პოლიტიკოსებსაც შევეხოთ.
ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჭეშმარიტად “სუსტი სქესისათვის” დამახასიათებელ გემოვნებას ამჟღავნებს. მისი ფავორიტი სურათია “აფრიკიდან”, მერილ სტრიპის, რობერტ რედფორდისა და კლაუს მარია ბრანდაუერის მონაწილეობით.

საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა სენატორი ჯონ მაკკეინი. ჩვენმა საზოგადოებამ უკვე გაიგო რომ ეს პიროვნება გატაცებულია ქართული სამზარეულოთი, ცეკვით და იარაღის კოლექციის შეგროვებით. არ ვიცოდით თუ ყველაზე მეტად რომელი ფილმი უყვარდა. შემიძლია გაცნობოთ, რომ მისი არჩევანი არის სურათი “ვივა, საპატა”. ეს არის ისტორია მექსიკელ პარტიზანზე, რომელიც სამართლიანობისათვის იბრძვის. მთავარ როლს კი შეუდარებელი მარლონ ბრანდო ასრულებს.

ბოლოს კი უპრიანი იქნება თუ აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტსაც გავიხსენებთ. ეთნიკური კენიელი, მაგრამ ამერიკის მოქალაქე ბარაკ ჰუსეინ ობამა თავის საყვარელ კინოფილმად ასახელებს კლასიკას, კერძოდ კი ფილმ “კასაბლანკას”, ჰემფრი ბოგარტის მონაწილეობით მთავარ როლში. ნამდვილად მართლები იყვნენ ის მიმომხილველები, რომლებიც ამტკიცებენ რომ ბარაკ ობამა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში განსაკუთრებით დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება