ვიდეო

images
სამნერ რედსტოუნის საინფორმაციო-გასართობი იმპერია

ხელისუფლების ვადამდელი შეცვლის შესახებ - მიზეზები, საფრთხეები, პერსპექტივები.
13:11 24.04.2009
[სოსო ცისკარიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ირაკლი სესიაშვილი, შალვა ფიჩხაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი ხუციშვილი, გია ხუხაშვილი.]

გზავნილი პირველი - მიზეზები.

2009 წლის 9 აპრილს თბილისში დაწყებული ხანგრძლივი, მასშტაბური საპროტესტო აქციები,რომელთა მთავარი მოთხოვნაა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო  არჩევნების დანიშვნა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ წარმოაჩენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებულ უფსკრულს.

ასეთი დაპირისპირების საფუძველს, საზოგადოების დიდი ნაწილის ხედვით, წარმოადგენს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომათა და ჩადენილ დანაშაულებათა რიგი, რომელმაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში დაამკვიდრა:

1. შეუზღუდავი ერთპიროვნული ძალაუფლების გამოყენების პრაქტიკა;
2. ზღვარგადასული ერთპარტიული დიქტატი მთელ ქვეყანაში;
3. უსაფუძვლო პოლიტიკური ქედმაღლობა საერთაშორისო ურთიერთობებში;
4. ქვეყნის კანონმდებლობისა და ტრადიციული ზნეობრივი ნორმების უპატივცემულობა;
5. საზოგადოების უნდობლობა არჩევნების, როგორც ცივილიზებული პოლიტიკური ინსტრუმენტის, მიმართ;
6. საყოველთაო უსამართლობა, ძალადობა და სიყალბე;
7. უკიდურესი სიღარიბე და გაუსაძლისი ყოფა;
8. მუდმივი საფრთხის და დაუცველობის განცდა;
9. არაადეკვატური, მათ შორის, დანაშაულებრივი ეკონომიკური პროცესები;
10. ფართომასშტაბიანი ელიტარული კორუფცია;
11. განსხვავებული აზრის მქონეთა მიმართ შანტაჟისა და ცილისწამების ატმოსფერო;
12. ხელისუფლების მიერ მიტაცებული სატელევიზიო სივრცის მიმართ უნდობლობა, მისი პოლიტიკური ზეწოლისა და მოსახლეობის დეზინფორმაციის ინსტრუმენტად გამოყენების მრავალი ფაქტის გამო;
13. გონებრივი შრომისა და ზოგადად, პროფესიონალიზმის მიმართ უდიერი დამოკიდებულება და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულმა გამოიწვია სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების დღევანდელი ტრაგიკული რეალობა, რომელშიც:

- ადამიანი, როგორც სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა, არ არის მიჩნეული პრიორიტეტულად. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაუცველობა იქცა საზოგადოების ხელისუფლებასთან მუდმივი დაპირისპირების მიზეზად.

- ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში მილიტარისტული ცნობიერების და ქართული ჯარის უძლეველობის მითის დამკვიდრების მცდელობა  დასრულდა იმავე ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ადვილად პროგნოზირებადი უუნარობით;

საზოგადოება დათრგუნულია 2008 წლის აგვისტოში განცდილი ელვისებური სამხედრო-პოლიტიკური მარცხით, ასეულობით თანამემამულის დაღუპვით, ათეულ ათასობით ახალი დევნილის მძიმე ხვედრით, ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების ოკუპაციით, ხელისუფლების მიერ ამ მოვლენათა არაადეკვატური შეფასებებითა და ყალბი ოპტიმიზმით;
შეზღუდულია  ქვეყნის სუვერენიტეტი, დაკნინდა საქართველოს, როგორც ლიდერი ქვეყნის, როლი კავკასიაში.
საფრთხე შეექმნა ქვეყნის მიერ საკუთარი გეოპოლიტკური ფუნქციის სრულფასოვანი რეალიზაციის პერსპექტივას;

კატასტროფულად დაეცა საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო ავტორიტეტი;
ხელისუფლებას არ გააჩნია რაიმე ახალი ხედვა ქვეყანაში წარმოქმნილი ახალი გამოწვევების დასაძლევად. მან ვერ წარმოაჩინა საკუთარი უნარი და სანდო პოტენციალი ახალი რეალობის საღად გააზრებისა, საზოგადოებისთვის ახალი გზების და სამოქმედო გეგმის შეთავაზებისათვის.

ხელისუფლება იქცა შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებთან სამშვიდობო დიალოგის ინიცირებისა და წარმართვისათვის;
ხელისუფლებას აღარ აქვს წარმატების პერსპექტივა, როგორც მხარეს, ქვეყნის მშვიდობიანი გამთლიანებისთვის აუცილებელ ქართულ - აფხაზურ, ქართულ - ოსურ, ქართულ - კავკასიურ, ქართულ - რუსულ და  ქართულ - ევროპულ  მოლაპარაკებებში;

ხელისუფლებას დღემდე არ შეუთავაზებია რაიმე გზავნილი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რათა დაერწმუნებინა, რომ ბრძოლა “წესების გარშე”  საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, აღარ არის მისი მთავარი მიზანი.

საკმარისია თუ არა ჩამოთვლილი მიზეზები საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნისთვის?

ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის არგუმენტაციაში ხელშეწყობისთვის, უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჩვენ ხედვას იმ რეალური და პოტენციური საფრთხეების შესახებ, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა:
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში;
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაზე უარის თქმის შემთხვევაში.

13:28 29.07 - ბარაქ ობამამ თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა

12:37 29.07 - "რესპუბლიკელები" ხელისუფლებისგან დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის შეჩერებას მოითხოვენ

12:34 29.07 - ზაპოროჟიეს წმინდა პოკროვის საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა

12:21 29.07 - პატიმრებს, სავარაუდოდ, მარიამობისათვის შეიწყალებენ

12:18 29.07 - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების" პარაფირება მოხდება



17:11, 28.07.2010
„ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს. მისივე თქმით, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებას ამზადებს


14:45, 28.07.2010
რატომ მოიგებს ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებს?
რამაზ საყვარელიძე: „პრობლემა ისაა, რომ პოლიტ-ტექნოლოგიებთან მუშაობა უნდა იცოდე. სწორედ ამით განსხვავდება ხელისუფლება ოპოზიციისგან. ხელისუფლება მათ დიდი ხნით აბარებს ხოლმე საქმეს, უჯერებს მათ და ასე შემდეგ...“


10:28, 28.07.2010
გია ბარამიძე ნატოზე, კრამიტზე, ნერგზე და დემოკრატიაზე
გია ბარამიძე: უნდა დავრგოთ ჯანსაღი ნერგი, მერე იმას უნდა შემოვუბაროთ, მოვრწყათ, თუ საჭიროა - შევწამლოთ, დაველოდოთ რამდენიმე წელიწადს, რომ იმან თავისი ნაყოფი მოგვცეს. ახლა, სახლსაც შევადარე, აგერ ხესაც შევადარე, პროცესია ესა.

[12:10 28.07]
ფერადი რევოლუციები უკან იხევენ

[16:20 27.07]
ევროკავშირის მთავარი პრობლემები – კოსოვო, კვიპროსი, სააკაშვილი

[21:05 26.07]
ვის არ უნდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა?

საზოგადოება

01:23, 29.07.2010
რა სარგებლობა მოაქვს სამედიცინოს რექტორისთვის “ვარდების მთავრობას”? (ნაწილი პირველი)
გავიხსენოთ, 12-14 წლის წინ როგორ აღმოჩნდა სასწავლო-გამაჯანსაღებელი ბაზები სამედიცინო უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მეზობლებისა და ნათესავების, მათ შორის – ყოფილი პრორექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას მეუღლის ხელში


21:28, 28.07.2010
ბათუმის უნივერსიტეტს დაშლა, შენობას გასხვისება ემუქრება!
ილიას ძეგლი ნეპტუნის ქანდაკებით ჩაანაცვლეს; მემედ აბაშიძის ძეგლი ბულვარიდან მიყრუებულ ადგილას გადაიტანეს; აკაკის ბიუსტი გააქრეს და ახლა უნივერსიტეტს მიადგნენ, რომელზეც დიდი ხანია თვალი აქვთ დადგმული


17:11, 28.07.2010
ვიდეოთვალი მძღოლების წინააღმდეგ
თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ მათ სახლში ხშირად მისდით ჯარიმა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის კონკრეტულ ადგილზე მოძრაობის წესი დაარღვიეს, ამ დროს კი, აღნიშნულ ადგილზე დიდი ხანია საერთოდ არ გაუვლიათ მანქანით

[23:55 27.07]
გოგა ხაინდრავა პოლიტიკიდან წავიდა

[17:55 27.07]
მიმართვა

[14:45 27.07]
ჯაბა ჯიშკარიანი მეთხუთმეტედ დააკავეს და მეოთხედ დააჯარიმეს

ეკონომიკა

15:54, 28.07.2010
ვის უბრმავებს თვალს უცხოური კვლევები?
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული მიმზიდველი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ათასგვარ მონაცემებს აქვეყნებენ. არადა, სულ ტყუილად. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება სულ უფრო რთულდება


12:01, 28.07.2010
დასაქმება ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემაა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით, უმუშევრობამ გამოკითხვაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც კი ჩამოიტოვა

[14:34 28.07] - უპრობლემო მოსავალი და პრობლემური რეალიზაცია

[09:45 28.07] - მაშ, რატომ მოხსნეს პოლოლიკაშვილი?

[13:19 27.07] - საქართველო - დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანი

სპორტი

14:55, 29.07.2010
შალკელი რაული ლიგაზე "რეალს" ელის
“ყველანაირად ვეცდები აქაური გულშემატკივრების გახარებას, რომლებიც როგორც მითხრეს, საოცრად ერთგულები არიან და მძიმე მომენტებში გუნდს მუდამ გვერდში უდგანან”


13:26, 28.07.2010
დუგლას მაიკონი – რკინის კაცი
“რეალში” თამაში მინდა და ამით, ჩემი ბავშვობის ოცნებაც ახდება. მოურინიო უკვე იყო ჩემი მწვრთნელი და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალშიც ვითამაშო. მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგანაც ამ დელიკატური ტრანსფერის განხორციელება, მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული.

[11:10 26.07] - სატრანსფერო ამბები

[10:49 23.07] - გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”

[13:00 21.07] - ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება

ხელოვნება

14:09, 28.07.2010
„როლინგებმა“ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრეს [video]
გიტარისტმა ვუდმა განაცხადა: – „ყველა წევრმა ვითათბირეთ და გადავწყვეტეთ, რომ ეს დასასრული არაა...“

[17:35 27.07] - ანჯელინა ჯოლი მოსკოვშია [video]

[11:35 26.07] - “როლინგებმა” პენსიაზე გასვლა გადაწყვიტეს

[12:07 23.07] - სოჭში ვისოცკის მუზეუმი იხსნება

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება