ვიდეო

images
სამნერ რედსტოუნის საინფორმაციო-გასართობი იმპერია

დიტო ცინცაძე: მდიდარი არ ვარ მაგრამ ბედნიერი ვარ
14:59 27.01.2009
ახალგაზრდობაში ქალი რომ მოგეწონება და მის მოხიბვლას ცდილობ, თამაშობ, აბა, რას შვრები! ასაკთან ერთად ყველაფერი იცვლება. ახლა სხვა თამაშს ვთამაშობ
[”კვირის პალიტრა”]
შეხვედრა დავნიშნეთ. განსაკუთრებულად ვცდილობ, არ დავიგვიანო. გერმანიაში მცხოვრებ, გერმანული ცხოვრების წესს მიჩვეულ რეჟისორსა და მსახიობს დიტო ცინცაძეს ქართული დაგვიანებების გემო ალბათ კარგა ხნის წინ დაავიწყდა... ველოდები. შემოდის. დიტო ყველას ესალმება. ვარცხნილობაზეც ეტყობა - უჩქარია... ქართულმა ენამ ტყუილად კი არ მოგვცა იმის საშუალება, ფაქტი ზუსტად გადმოვცეთ... კი არ ”დაიგვიანა”, ”დაეგვიანა”... ჟურნალისტები სად არიანო, - კითხულობს. ”ები” არა, მაგრამ მე ერთი აქ ვარ, უკვე 40 წუთია. ხელის ჩამორთმევა, მობოდიშება და პირდაპირ საქმე - დიქტოფონი ჩაირთო.

გერმანული სიზუსტე ვერ გისწავლიათ, - ვუღიმი.
- უკაცრავად. პუნქტუალური ვარ, მაგრამ... ჩემმა დამხმარემ მთხოვა გამევლო... თან საცობებია, თან დილის ძილიც მიყვარს...

რამდენი წელია გერმანიაში ხართ?
- გერმანიაში 1994-95 წლებიდან დავიწყე სიარული. საბოლოოდ გადავბარგდი 2001 წელს. ბერლინში ვცხოვრობ, ჩემს ქუჩას ჰქვია ბითსლებენ შტრასე - მხიარული სიცოცხლის ქუჩა. დაახლოებით ასე ითარგმნება.

თქვენს თბილისურ ქუჩას ჰგავს?
- აქ კეკელიძის ქუჩაზე გავიზარდე. გერმანიაში ჩემი სახლის პირდაპირ არის ბენზინგასამართი სადგური. ას მეტრში კი პარკი და ტბა. როცა მომინდება ხოლმე ან აღელვებული ვარ, ამ პარკში მივდივარ და ვფიქრობ. ჩემს სახლთან საშინელი შენობა დგას - ფაშისტების დროინდელი სამხედრო სასამართლო, სადაც სამხედრო დამნაშავეებს ასამართლებდნენ და სჯიდნენ. ამ თვალით კეკელიძეს ვერც შეადარებ... თუმცა მასაც თავისი პეწი აქვს.

თქვენი ფილმები რაღაცნაირად მოზომილია, თქვენც ასეთი ბუნებისა ხართ?
- არასოდეს ვყოფილვარ მოზომილი და წინდახედული, არა მგონია, ფილმებშიც მოზომილი ვიყო... რასაც ჩემს ფილმებზე ამბობთ, ეგ პროფესიონალიზმია. ჩემს ცოლს და შვილებს რომ ესმოდეთ ჩემზე რომ ამბობთ, მოწესრიგებულიაო, ბევრს იხალისებდნენ! ისე კი მართალი ხართ - არ მიყვარს ფილმში ემოციის ზედმეტად გამოხატვა. მაგრამ ცხოვრებაში შემიძლია ძალიან ალერსიანი ვიყო. სერიალებმა ისე გააბანძეს ყველაფერი, ვცდილობ, ზომიერი ემოცია კინოში მაინც შევინარჩუნო. ისე, მერაბ ნინიძის გმირი და მისი ცოლი რომ ლაპარაკობენ გარდაცვლილ შვილზე, ამაზე მეტი ემოციური დატვირთვა რა უნდა იყოს?

გერმანიაში ყველაზე მეტად რა გიჭირთ?
- გაუცხოება მაქვს... ჩემი დიდი უბედურებაა, რომ ენა ვერ შევისწავლე. ინგლისურად მიწევს ლაპარაკი. სამაგიეროდ, იქ სიმშვიდეა, მუშაობაში ხელს არავინ გიშლის... აქ ხელის შემშლელი ფაქტორი ყოველ ნაბიჯზეა საკუთარი დედით, ძმით, შვილით დაწყებული და ნაცნობებით დამთავრებული. ამათ გამო ჩამოვდივარ საქართველოში, მაგრამ მუშაობას ვერ ვახერხებ... ყველაფერს გადავდებ და გავრბივარ შეხვედრებზე, წვეულებებზე... მიხარია დაბრუნება და წასვლა მიჭირს. მერე წავალ და იქიდან წამოსვლა მიჭირს. რაღაც შუაში გავიჩხირე. მაგრამ ეს არის ჩემი იდეალური მდგომარეობა - აქეთ-იქით უნდა ვიარო.

უარყოფითი შეფასება თქვენზე როგორ მოქმედებს?
- თავიდან ვნერვიულობდი, ახლა კრიტიკა მაინტერესებს, მაგრამ ნაკლებად მოქმედებს...

თქვენი ზოგიერთი ფილმის ტიტრებში წერია, რომ მუსიკა თქვენიც არის. მუსიკას წერთ?
- ფილმისთვის მუსიკა დამიწერია-მეთქი - ხმამაღლა ნათქვამი გამომივა. კომპოზიტორი არ ვარ... მაგრამ ”დაკარგულ მკვლელებში” მართლა ორი თემაა - ერთი გია მირიანაშვილის, მეორე - ჩემი. ”გასროლის შიშში” ძირითადი მუსიკა გია მირიანაშვილისაა, მაგრამ გიტარისა და ფლეიტის თემა თვითონ ჩავწერე. გიტარას მე ვუკრავ, ფლეიტას - ჩემი მეგობარი ფლეიტისტი. ეს განწყობას ქმნის.

რეჟისორი რას ფიქრობს თავის ნათამაშებ როლზე - როგორი ხართ ამ ფილმში?
- ვიღაც მეუბნება, კარგი ხარო, ვიღაცას არ მოვწონვარ... მსახიობობა ადრეც მომიხდა - ”დაკარგულ მკვლელებში” დედაბერს ვასახიერებ, მაგრამ ის ეპიზოდური როლია, აქ კი... ძალიან საინტერესო იყო. მკვლელი ვითამაშე საკუთარ ფილმში.

თამაში ცხოვრებაშიც საინტერესოა?
- თამაშს გააჩნია. არ მიყვარს აზარტული თამაშები. სტუდენტობისას მეგობრებთან კარტი მითამაშია და ყოველთვის წამიგია, მაგრამ თქვენ სულ სხვა თამაშს გულისხმობთ, არა? ისე, ახალგაზრდობაში ქალი რომ მოგეწონება და მის მოხიბვლას ცდილობ, თამაშობ, აბა, რას შვრები! ასაკთან ერთად ყველაფერი იცვლება. ახლა სხვა თამაშს ვთამაშობ. გერმანიაში რომ ჩავედი და პროდიუსერს შევხვდი, ვიცოდი, ისე უნდა მოვქცეულიყავი, არ უნდა ეგრძნო, რომ მეშინოდა. არადა, როცა პირველად უცხო ქვეყანაში, შვიდი წლის პაუზის შემდეგ იღებ ფილმს, როგორ არ შეგეშინდება!

შვიდწლიანი პაუზა ახსენეთ... საქართველოში ყველა რეჟისორს აქვს გამოცდილი ეს. ბევრს სხვა საქმისთვისაც მოუხდა ხელის მოკიდება. თქვენ თუ გაგიკეთებიათ ოდესმე სხვა საქმე?
- არასოდეს. ან არაფერს ვაკეთებდი, ან ფილმზე ვმუშაობდი...

მაგრამ არსებობა ხომ გჭირდებოდათ?
- მჭირდებოდა... კინოში სულ რაღაც საქმეს ვნახულობდი, ხან მიღებდნენ, როგორც მსახიობს. მდიდარი არ ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ. რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ, თან წარმატებით, ანაზღაურებაც მაქვს. შეიძლება მომავალში მომიხდეს სხვა საქმის კეთება. ცხოვრება, სამწუხაროდ, ისეთი არამდგრადია, რა მოხდება, არავინ იცის. კინოში დაბრუნება კი სულ მენდომება.

ყოველთვის გექნებათ ოცნებაში ერთი ფილმი მაინც, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიღოთ...
- ძალიან მინდა საქართველოში გადავიღო ვაჟას ”გველისმჭამელი”. სახელმწიფო ვერ დააფინანსებს ამ ფილმს. საჭიროა კაცი, რომელიც მოინდომებს ამ ფილმის გადაღებას. ოცი წელიწადია საქართველოში ისეთი აბსურდი ხდება, შეიძლება გული გაგისკდეს... პოლიტიკას ვგულისხმობ. ისე როგორ უნდა გამოვტვინდეთ, რომ ნება მივცეთ ერთ ჯგუფს, ასე მოგვექცეს. მკაცრ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ, ვიცი, ისინიც ადამიანები არიან. მეტსაც გეტყვით: მე რომ ამირჩიონ და ჩემი სახელის სკანდირება დაიწყოს 200 ათასმა კაცმა, შეიძლება თავში ამივარდეს. ნურავინ დადებს თავს, მე სხვანაირი ვიქნებიო. ლეგენდების თხრობას და გაკერპებას მოვეშვათ, რეალურად დავინახოთ ერთმანეთი. დავინახოთ ისიც, რომ ჩვენს ეროვნულ საქმეს უცხოელი არ გაგვიკეთებს. ამიტომაც არ მინდა ”გველისმჭამელი” გერმანელმა დააფინანსოს. გერმანელებს რომ ვუამბე ”გველისმჭამელზე”, გაგიჟდნენ - ეს ხომ ”ფაუსტის” დონეაო. მეტიც არის-მეთქი... ცოდოა ამისი არგაკეთება.

13:28 29.07 - ბარაქ ობამამ თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა

12:37 29.07 - "რესპუბლიკელები" ხელისუფლებისგან დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის შეჩერებას მოითხოვენ

12:34 29.07 - ზაპოროჟიეს წმინდა პოკროვის საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა

12:21 29.07 - პატიმრებს, სავარაუდოდ, მარიამობისათვის შეიწყალებენ

12:18 29.07 - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების" პარაფირება მოხდება



17:11, 28.07.2010
„ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს. მისივე თქმით, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებას ამზადებს


14:45, 28.07.2010
რატომ მოიგებს ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებს?
რამაზ საყვარელიძე: „პრობლემა ისაა, რომ პოლიტ-ტექნოლოგიებთან მუშაობა უნდა იცოდე. სწორედ ამით განსხვავდება ხელისუფლება ოპოზიციისგან. ხელისუფლება მათ დიდი ხნით აბარებს ხოლმე საქმეს, უჯერებს მათ და ასე შემდეგ...“


10:28, 28.07.2010
გია ბარამიძე ნატოზე, კრამიტზე, ნერგზე და დემოკრატიაზე
გია ბარამიძე: უნდა დავრგოთ ჯანსაღი ნერგი, მერე იმას უნდა შემოვუბაროთ, მოვრწყათ, თუ საჭიროა - შევწამლოთ, დაველოდოთ რამდენიმე წელიწადს, რომ იმან თავისი ნაყოფი მოგვცეს. ახლა, სახლსაც შევადარე, აგერ ხესაც შევადარე, პროცესია ესა.

[12:10 28.07]
ფერადი რევოლუციები უკან იხევენ

[16:20 27.07]
ევროკავშირის მთავარი პრობლემები – კოსოვო, კვიპროსი, სააკაშვილი

[21:05 26.07]
ვის არ უნდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა?

საზოგადოება

01:23, 29.07.2010
რა სარგებლობა მოაქვს სამედიცინოს რექტორისთვის “ვარდების მთავრობას”? (ნაწილი პირველი)
გავიხსენოთ, 12-14 წლის წინ როგორ აღმოჩნდა სასწავლო-გამაჯანსაღებელი ბაზები სამედიცინო უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მეზობლებისა და ნათესავების, მათ შორის – ყოფილი პრორექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას მეუღლის ხელში


21:28, 28.07.2010
ბათუმის უნივერსიტეტს დაშლა, შენობას გასხვისება ემუქრება!
ილიას ძეგლი ნეპტუნის ქანდაკებით ჩაანაცვლეს; მემედ აბაშიძის ძეგლი ბულვარიდან მიყრუებულ ადგილას გადაიტანეს; აკაკის ბიუსტი გააქრეს და ახლა უნივერსიტეტს მიადგნენ, რომელზეც დიდი ხანია თვალი აქვთ დადგმული


17:11, 28.07.2010
ვიდეოთვალი მძღოლების წინააღმდეგ
თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ მათ სახლში ხშირად მისდით ჯარიმა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის კონკრეტულ ადგილზე მოძრაობის წესი დაარღვიეს, ამ დროს კი, აღნიშნულ ადგილზე დიდი ხანია საერთოდ არ გაუვლიათ მანქანით

[23:55 27.07]
გოგა ხაინდრავა პოლიტიკიდან წავიდა

[17:55 27.07]
მიმართვა

[14:45 27.07]
ჯაბა ჯიშკარიანი მეთხუთმეტედ დააკავეს და მეოთხედ დააჯარიმეს

ეკონომიკა

15:54, 28.07.2010
ვის უბრმავებს თვალს უცხოური კვლევები?
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული მიმზიდველი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ათასგვარ მონაცემებს აქვეყნებენ. არადა, სულ ტყუილად. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება სულ უფრო რთულდება


12:01, 28.07.2010
დასაქმება ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემაა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით, უმუშევრობამ გამოკითხვაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც კი ჩამოიტოვა

[14:34 28.07] - უპრობლემო მოსავალი და პრობლემური რეალიზაცია

[09:45 28.07] - მაშ, რატომ მოხსნეს პოლოლიკაშვილი?

[13:19 27.07] - საქართველო - დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანი

სპორტი

14:55, 29.07.2010
შალკელი რაული ლიგაზე "რეალს" ელის
“ყველანაირად ვეცდები აქაური გულშემატკივრების გახარებას, რომლებიც როგორც მითხრეს, საოცრად ერთგულები არიან და მძიმე მომენტებში გუნდს მუდამ გვერდში უდგანან”


13:26, 28.07.2010
დუგლას მაიკონი – რკინის კაცი
“რეალში” თამაში მინდა და ამით, ჩემი ბავშვობის ოცნებაც ახდება. მოურინიო უკვე იყო ჩემი მწვრთნელი და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალშიც ვითამაშო. მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგანაც ამ დელიკატური ტრანსფერის განხორციელება, მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული.

[11:10 26.07] - სატრანსფერო ამბები

[10:49 23.07] - გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”

[13:00 21.07] - ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება

ხელოვნება

14:09, 28.07.2010
„როლინგებმა“ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრეს [video]
გიტარისტმა ვუდმა განაცხადა: – „ყველა წევრმა ვითათბირეთ და გადავწყვეტეთ, რომ ეს დასასრული არაა...“

[17:35 27.07] - ანჯელინა ჯოლი მოსკოვშია [video]

[11:35 26.07] - “როლინგებმა” პენსიაზე გასვლა გადაწყვიტეს

[12:07 23.07] - სოჭში ვისოცკის მუზეუმი იხსნება

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება