ვიდეო

images
სამნერ რედსტოუნის საინფორმაციო-გასართობი იმპერია

მწვადის შეწვას ცოდნა უნდა
18:57 22.11.2008
[მურმან ეკალაძე]
მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა “შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია - მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას.

მწვადზე ექსპერიმენტების ჩატარება “ცოდვაა”. უმჯობესია მწვადის ოსტატთა მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დავეყრდნოთ. მწვადის ხარისხი დამოკიდებულია: ხორცის ცხიმიანობაზე, ნაჭრების ზომასა და იმაზე, თუ რამდენად ახალია ხორცი. ბატკნის ხორცი ნაკლებად ნოყიერია, ისევე როგორც ხბოსა და გოჭის.

და კიდევ, მწვადის შეწვაში არასათანადოდ გათვითცნობიერებული ადამიანები უპირატესობას ახლად დაკლულ საქონლის ხორცს ანიჭებენ, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ “თბილი” ხორცის მწვადი მაგარი და ნაკლებად გემრიელია. უმჯობესია ხორცს 5-10 საათით ვაცალოთ “მომწიფება”, სამაგიეროდ ნახელავი გემრიელი გამოვა.

თუ ეჭვობთ, რომ ხორცი ბებრი საქონლისაა, მაშინ სამწვადედ ქონიანი ნაჭრები შეარჩიეთ. ლოგიკა მარტივია - ქონი სწრაფად გადნება და მწვადი რბილი და წვნიანი გახდება. საამისოდ შამფური ისე უნდა დადოთ, რომ ხორცის ქონიანი ნაწილი ზემოდან მოექცეს, რათა გამნდნარი ცხიმი ხორცშივე ჩაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ნაკვერჩხალში ჩაეწვეთება, აალდება და მწვადი დაიწვება.

თუ ხორცი ზედმეტად მჭლეა, ნაჭრებს ძმარი, ბროწეულის წვენი ან მშრალი წითელი ღვინო უნდა მოვასხათ, რათა მწვადი ცვრიანი გამოვიდეს. ცხიმიან ხორცს კი, თუ უბრალოდ წყალს მოვასხამთ, მწვადი გაცილებით გემრიელი გამოვა. მწვადის შეწვის კლასიკური მეთოდის მიხედვით, შეწვამდე ხორცს მარილი, პილპილი და ხახვი უნდა მოვაყაროთ (თუმცა მარილი ძალიან არ უხდება ცხვრის ხორცს), მაგრამ ეს ყველაფერი თეფშზეც შეგვიძლია მოვაყაროთ.

მწვადის შეწვისას არანაკლები მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რომელ მცენარეს ვიყენებთ შეშად. მაგალითად ნაძვის ფისი მწვადს კანიფოლის სურნელს მიანიჭებს, შავი კოპიტის სუნი კი მადას დაგიქვეითებთ.

ვერხვი არა მარტო ცოცხალ ორგანიზმებს ემტერება, შეშადაც არ გამოდგება, რადგან კარგ ნაკვერჩხალს ვერ იკეთებს. გირჩევთ არასდროს გამოიყენოთ შეშად ფიცრები. ჯერ ერთი, მისგან ნაკვერჩხლის ნაცვლად ნაცარს მიიღებთ, მეორეც - ფიცარი უმეტეს შემთხვევაში შეღებილია. ქიმიური საღებავის გემო კი, ვგონებ მწვადზე მოქეიფეებს დიდად არ ესიამოვნებათ.

იდეალური ვარიანტი ხილის ხეებია. მაგალითად გარგრის ხე ხორცს სასიამოვნო არომატს აძლევს და უფრო გემრიელს ხდის. ვაშლის ხის შეშა კარგ ნაკვერჩხალს ტოვებს, თუმცა ხორცს არომატს არ ანიჭებს.

ქლიავის ხის შეშა კარგად იწვის, ნაკვერჩხალი კი დიდხანს ძლებს. საკმარისია ნებისმიერ შეშას ალუბლის ტოტები დავამატოთ, რომ ხორცი განუმეორებელ არომატს მიიღებს. მწვადის შესაწვავდ კი საუკეთესო მაინც დალოცვილი წალამია.

გურმანების თავისებურებანი
ყირიმის თათრები მწვადის ჩვენზე არანაკლები ოსტატები არიან. ისინი ხორცს ამჟავებულ რძეში დებენ, რომელშიც ძირა და ხახვია არეული. მარინირების ვადა ამ ფორმულით განისაზღვრება - რაც უფრო დიდხანს, მით უკეთესი.

მწვადი ყირიმულად: ცხვრის რბილი ხორცი დაჭერით და მოათავსეთ შუშის ან მომინანქრებულ ჭურჭელში (დაუშვებელია ლითონის ჭურჭლის გამოყენება). დაასხით ამჟავებული რძე, მოაყარეთ ხახვი, პილპილი და ნიორი. გააჩერეთ რაც შეიძლება მეტ ხანს. ორი-სამი დღის მერე ხორცი ისეთ სასიამოვნო არომატს მიიღებს, რომ მისი უმად შეჭმა მოგინდებათ. სწორედ ასე იქცევიან ყირიმის თათრები. ისინი კოცონს სიმბოლურად უფრო ანთებენ.

თურქები და აზერბაიჯანელები, რომლებიც მწვადს ქაბაბს უწოდებენ, უპირატესობას ბატკნის ნეკნებს ანიჭებენ. ჩვენი მეზობლები ხუმრობითაც ამბობენ - ”ან თოთო ბატკნის ხორცით უნდა ჩაიტკბარუნო პირი, ან მშიერი დარჩე”.

ხორცი მომცრო ნაჭრებად დაჭერით, ისე რომ ყოველ ნაჭერში იყოს ნეკნი ან ხრტილი. არავითარ შემთხვევაში არ მოაყაროთ მარილი ან წიწაკა და არ მოასხათ ღვინო. ნაჭრები ააცვით შამფურებზე და ნაკვერჩხალზე შეწვით. მწვადს მიირთმევენ სალათის ფურცლებთან, მწვანე ხახვთან და ნიორთან ერთად.

სომხები ჩვენგან განსხვავებით, ხორცს ვეება ნაჭრებად წვავენ და შემდეგ ნაჭრებს ათლიან. ისინი ირწმუნებიან, რომ ხორცის დიდი ნაჭრები შეწვისას უკეთ ინარჩუნებს წვენს. მარინადისთვის იყენებენ დაკეპილ ხახვსა და ლიმონს, კონიაკს, დაფქულ მიხაკს, სუნელებს, წიწაკასა და ორი სუფრის კოვზ ღვინის ძმარს.

რა უხდება მწვადს?!
მწვადის “კანონიკური” აქსესუარებია მშრალი წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი. თუმცა, გვეეჭვება ისეთი ქართველის არსებობა, ვინც მწვადს ჩაის მიაყოლებს. აღნიშნული სასმელები ანეიტრალებენ ცხიმს და ამით თავიდან ავიცილებთ მის გაგლესას ენასა თუ კუჭზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კეტჩუპისა და ტყემლის საწებელზე მეტად მწვადს ბროწეულის სოუსი ნარშარაბი უხდება. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ - მაგალითად ჩვენი მწვადისმოყვარე მეზობლები საწებლად მაწონს ან ალუბლის მურაბას იყენებენ.

13:28 29.07 - ბარაქ ობამამ თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა

12:37 29.07 - "რესპუბლიკელები" ხელისუფლებისგან დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის შეჩერებას მოითხოვენ

12:34 29.07 - ზაპოროჟიეს წმინდა პოკროვის საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა

12:21 29.07 - პატიმრებს, სავარაუდოდ, მარიამობისათვის შეიწყალებენ

12:18 29.07 - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების" პარაფირება მოხდება



17:11, 28.07.2010
„ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს. მისივე თქმით, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებას ამზადებს


14:45, 28.07.2010
რატომ მოიგებს ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებს?
რამაზ საყვარელიძე: „პრობლემა ისაა, რომ პოლიტ-ტექნოლოგიებთან მუშაობა უნდა იცოდე. სწორედ ამით განსხვავდება ხელისუფლება ოპოზიციისგან. ხელისუფლება მათ დიდი ხნით აბარებს ხოლმე საქმეს, უჯერებს მათ და ასე შემდეგ...“


10:28, 28.07.2010
გია ბარამიძე ნატოზე, კრამიტზე, ნერგზე და დემოკრატიაზე
გია ბარამიძე: უნდა დავრგოთ ჯანსაღი ნერგი, მერე იმას უნდა შემოვუბაროთ, მოვრწყათ, თუ საჭიროა - შევწამლოთ, დაველოდოთ რამდენიმე წელიწადს, რომ იმან თავისი ნაყოფი მოგვცეს. ახლა, სახლსაც შევადარე, აგერ ხესაც შევადარე, პროცესია ესა.

[12:10 28.07]
ფერადი რევოლუციები უკან იხევენ

[16:20 27.07]
ევროკავშირის მთავარი პრობლემები – კოსოვო, კვიპროსი, სააკაშვილი

[21:05 26.07]
ვის არ უნდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა?

საზოგადოება

01:23, 29.07.2010
რა სარგებლობა მოაქვს სამედიცინოს რექტორისთვის “ვარდების მთავრობას”? (ნაწილი პირველი)
გავიხსენოთ, 12-14 წლის წინ როგორ აღმოჩნდა სასწავლო-გამაჯანსაღებელი ბაზები სამედიცინო უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მეზობლებისა და ნათესავების, მათ შორის – ყოფილი პრორექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას მეუღლის ხელში


21:28, 28.07.2010
ბათუმის უნივერსიტეტს დაშლა, შენობას გასხვისება ემუქრება!
ილიას ძეგლი ნეპტუნის ქანდაკებით ჩაანაცვლეს; მემედ აბაშიძის ძეგლი ბულვარიდან მიყრუებულ ადგილას გადაიტანეს; აკაკის ბიუსტი გააქრეს და ახლა უნივერსიტეტს მიადგნენ, რომელზეც დიდი ხანია თვალი აქვთ დადგმული


17:11, 28.07.2010
ვიდეოთვალი მძღოლების წინააღმდეგ
თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ მათ სახლში ხშირად მისდით ჯარიმა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის კონკრეტულ ადგილზე მოძრაობის წესი დაარღვიეს, ამ დროს კი, აღნიშნულ ადგილზე დიდი ხანია საერთოდ არ გაუვლიათ მანქანით

[23:55 27.07]
გოგა ხაინდრავა პოლიტიკიდან წავიდა

[17:55 27.07]
მიმართვა

[14:45 27.07]
ჯაბა ჯიშკარიანი მეთხუთმეტედ დააკავეს და მეოთხედ დააჯარიმეს

ეკონომიკა

15:54, 28.07.2010
ვის უბრმავებს თვალს უცხოური კვლევები?
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული მიმზიდველი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ათასგვარ მონაცემებს აქვეყნებენ. არადა, სულ ტყუილად. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება სულ უფრო რთულდება


12:01, 28.07.2010
დასაქმება ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემაა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით, უმუშევრობამ გამოკითხვაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც კი ჩამოიტოვა

[14:34 28.07] - უპრობლემო მოსავალი და პრობლემური რეალიზაცია

[09:45 28.07] - მაშ, რატომ მოხსნეს პოლოლიკაშვილი?

[13:19 27.07] - საქართველო - დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანი

სპორტი

14:55, 29.07.2010
შალკელი რაული ლიგაზე "რეალს" ელის
“ყველანაირად ვეცდები აქაური გულშემატკივრების გახარებას, რომლებიც როგორც მითხრეს, საოცრად ერთგულები არიან და მძიმე მომენტებში გუნდს მუდამ გვერდში უდგანან”


13:26, 28.07.2010
დუგლას მაიკონი – რკინის კაცი
“რეალში” თამაში მინდა და ამით, ჩემი ბავშვობის ოცნებაც ახდება. მოურინიო უკვე იყო ჩემი მწვრთნელი და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალშიც ვითამაშო. მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგანაც ამ დელიკატური ტრანსფერის განხორციელება, მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული.

[11:10 26.07] - სატრანსფერო ამბები

[10:49 23.07] - გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”

[13:00 21.07] - ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება

ხელოვნება

14:09, 28.07.2010
„როლინგებმა“ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრეს [video]
გიტარისტმა ვუდმა განაცხადა: – „ყველა წევრმა ვითათბირეთ და გადავწყვეტეთ, რომ ეს დასასრული არაა...“

[17:35 27.07] - ანჯელინა ჯოლი მოსკოვშია [video]

[11:35 26.07] - “როლინგებმა” პენსიაზე გასვლა გადაწყვიტეს

[12:07 23.07] - სოჭში ვისოცკის მუზეუმი იხსნება

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება