ვიდეო

images
სამნერ რედსტოუნის საინფორმაციო-გასართობი იმპერია

ცხინვალიდან და გორის სოფლებიდან დევნილებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს [Video]
00:06 14.08.2008
“იარაღი მაინც დაურიგონ იმ ხალხს, რომ რუსებისგან თავი დაიცვან”
[შორენა პაპაშვილი]
ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობა ხელისუფლებისაგან შველასა და დახოცილი ოჯახის წევრების გვამების გამოტანაში დახმარებას მოითხოვს. ეს ძირითადი მოთხოვნა ქონდათ დღეს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დევნილებსაც.

მესამე დღეა კონფლიქტის რეგიონიდან წამოსული დევნილები ღამეს სხვადსახვა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ათენებენ. საბურთალოს რაიონის 63-ე სკოლაში სამასამდე დევნილი ცხოვრობს. გორიდან წამოსული დევნილები ამბობენ რომ, მათ საარსებო საშუალება აღარ გააჩნიათ.

ეს ის ხალხია, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების დღიდან, მთელი 18 წელი იბრძოდნენ და იცავდნენ საკუთარ სახლებს.

- “სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიცავდით ჩვენს მიწას, ტყვიის ქვეშ ვიყავით მაგრამ მაინ არ გამოვდიოდით იქიდან. ახლა კი ყურადღებას არავის გვაქცევს რომ მკვდრები მაინც მოგვაძებნინონ”, - აცხადებდნენ პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დევნილები და სამშვიდობოს გამოსულები გადატანილ ტრაგედიაზე საუბრობდნენ.

მათი თქმით, სამაჩაბლოს ხეობა მთლიანად მიწასთან არის გასწორებული. ზოგს იქ ოჯახის წევრები დარჩათ, საკუთარი თვალით ნახეს რუსი ოკუპანტების სისასტიკე, თუ როგორ ხოცავდნენ ქართველ ჯარისკაცებს და ზედ ფეხებით როგორ დგებოდნენ.

სოფელ თამარაშენიდან გამოქცეული ქალბატონი ჰყვება, რომ მან ალმოდებული სოფელი დატოვა და დარწმუნებულია რომ, თუ ოდესმე უკან დაბრუნება ეღირსა, იქ აღარაფერი დახვდება.

დევნილთა ერთ-ერთი საცხოვრებელი მე-19 სკოლაა, სადაც 200-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. დევნილთა ის ნაწილი კი, რომლებიც დროებით საცხოვრებელში ჯერ არ შესულან, რეგისტრაციას ვაჯა-ფშაველას 16 ნომერში გაივლიან.

შემდეგ კი მათი მონაცემები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტოს გადაეცემა, რომელიც მათ საცხოვრებელი უნდა გამოუყოს.

- “არც სკოლა მინდა, არც თავშესაფარი. ჩემი სახლი მომცენ. ჩემი ნაშრომი მქონდეს, ჩემი ჭერი მინდა. შიმშილსაც მოვითმენ და უწყლობასაც, ოღონდ მშობლები დამრჩა იქ და ვინმემ გამომაყვანინოს”, - ასეთი იყო დღევანდელ აქციაზე შეკრებილი დევნილების მოთხოვნები.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც პარლამენტარმა კობა სუბელიანმა შეძლო დევნილებთან გასაუბრება. მანამდე სუბელიანმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, დევნილი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად მოხალისეების მობილიზება ითხოვა. მოგვიანებით კარვების ქალაქი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიშალა.

13:28 29.07 - ბარაქ ობამამ თოქ-შოუში მიიღო მონაწილეობა

12:37 29.07 - "რესპუბლიკელები" ხელისუფლებისგან დიღმის ტყე-პარკში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის შეჩერებას მოითხოვენ

12:34 29.07 - ზაპოროჟიეს წმინდა პოკროვის საკათედრო ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა

12:21 29.07 - პატიმრებს, სავარაუდოდ, მარიამობისათვის შეიწყალებენ

12:18 29.07 - ევროკავშირსა და საქართველოს შორის ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების" პარაფირება მოხდება



17:11, 28.07.2010
„ირანი ნებისმიერ მუქარას სასტიკად უპასუხებს“
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი ახლო მომავალში ირანის ორ მეგობარ ქვეყანაზე თავდასხმას აპირებს. მისივე თქმით, დასავლეთი ირანის წინააღმდეგ მასშტაბურ შეთქმულებას ამზადებს


14:45, 28.07.2010
რატომ მოიგებს ხელისუფლება 2012 წლის არჩევნებს?
რამაზ საყვარელიძე: „პრობლემა ისაა, რომ პოლიტ-ტექნოლოგიებთან მუშაობა უნდა იცოდე. სწორედ ამით განსხვავდება ხელისუფლება ოპოზიციისგან. ხელისუფლება მათ დიდი ხნით აბარებს ხოლმე საქმეს, უჯერებს მათ და ასე შემდეგ...“


10:28, 28.07.2010
გია ბარამიძე ნატოზე, კრამიტზე, ნერგზე და დემოკრატიაზე
გია ბარამიძე: უნდა დავრგოთ ჯანსაღი ნერგი, მერე იმას უნდა შემოვუბაროთ, მოვრწყათ, თუ საჭიროა - შევწამლოთ, დაველოდოთ რამდენიმე წელიწადს, რომ იმან თავისი ნაყოფი მოგვცეს. ახლა, სახლსაც შევადარე, აგერ ხესაც შევადარე, პროცესია ესა.

[12:10 28.07]
ფერადი რევოლუციები უკან იხევენ

[16:20 27.07]
ევროკავშირის მთავარი პრობლემები – კოსოვო, კვიპროსი, სააკაშვილი

[21:05 26.07]
ვის არ უნდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა?

საზოგადოება

01:23, 29.07.2010
რა სარგებლობა მოაქვს სამედიცინოს რექტორისთვის “ვარდების მთავრობას”? (ნაწილი პირველი)
გავიხსენოთ, 12-14 წლის წინ როგორ აღმოჩნდა სასწავლო-გამაჯანსაღებელი ბაზები სამედიცინო უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მეზობლებისა და ნათესავების, მათ შორის – ყოფილი პრორექტორის, ზურაბ ვადაჭკორიას მეუღლის ხელში


21:28, 28.07.2010
ბათუმის უნივერსიტეტს დაშლა, შენობას გასხვისება ემუქრება!
ილიას ძეგლი ნეპტუნის ქანდაკებით ჩაანაცვლეს; მემედ აბაშიძის ძეგლი ბულვარიდან მიყრუებულ ადგილას გადაიტანეს; აკაკის ბიუსტი გააქრეს და ახლა უნივერსიტეტს მიადგნენ, რომელზეც დიდი ხანია თვალი აქვთ დადგმული


17:11, 28.07.2010
ვიდეოთვალი მძღოლების წინააღმდეგ
თბილისელი მძღოლები ჩივიან, რომ მათ სახლში ხშირად მისდით ჯარიმა, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის კონკრეტულ ადგილზე მოძრაობის წესი დაარღვიეს, ამ დროს კი, აღნიშნულ ადგილზე დიდი ხანია საერთოდ არ გაუვლიათ მანქანით

[23:55 27.07]
გოგა ხაინდრავა პოლიტიკიდან წავიდა

[17:55 27.07]
მიმართვა

[14:45 27.07]
ჯაბა ჯიშკარიანი მეთხუთმეტედ დააკავეს და მეოთხედ დააჯარიმეს

ეკონომიკა

15:54, 28.07.2010
ვის უბრმავებს თვალს უცხოური კვლევები?
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებული მიმზიდველი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ათასგვარ მონაცემებს აქვეყნებენ. არადა, სულ ტყუილად. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში ვითარება სულ უფრო რთულდება


12:01, 28.07.2010
დასაქმება ყველაზე მტკივნეული და მოუგვარებელი პრობლემაა
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლესი კვლევის მიხედვით, უმუშევრობამ გამოკითხვაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაც კი ჩამოიტოვა

[14:34 28.07] - უპრობლემო მოსავალი და პრობლემური რეალიზაცია

[09:45 28.07] - მაშ, რატომ მოხსნეს პოლოლიკაშვილი?

[13:19 27.07] - საქართველო - დაუმთავრებელი მშენებლობების მოედანი

სპორტი

14:55, 29.07.2010
შალკელი რაული ლიგაზე "რეალს" ელის
“ყველანაირად ვეცდები აქაური გულშემატკივრების გახარებას, რომლებიც როგორც მითხრეს, საოცრად ერთგულები არიან და მძიმე მომენტებში გუნდს მუდამ გვერდში უდგანან”


13:26, 28.07.2010
დუგლას მაიკონი – რკინის კაცი
“რეალში” თამაში მინდა და ამით, ჩემი ბავშვობის ოცნებაც ახდება. მოურინიო უკვე იყო ჩემი მწვრთნელი და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალშიც ვითამაშო. მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგანაც ამ დელიკატური ტრანსფერის განხორციელება, მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული.

[11:10 26.07] - სატრანსფერო ამბები

[10:49 23.07] - გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”

[13:00 21.07] - ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება

ხელოვნება

14:09, 28.07.2010
„როლინგებმა“ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრეს [video]
გიტარისტმა ვუდმა განაცხადა: – „ყველა წევრმა ვითათბირეთ და გადავწყვეტეთ, რომ ეს დასასრული არაა...“

[17:35 27.07] - ანჯელინა ჯოლი მოსკოვშია [video]

[11:35 26.07] - “როლინგებმა” პენსიაზე გასვლა გადაწყვიტეს

[12:07 23.07] - სოჭში ვისოცკის მუზეუმი იხსნება

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება