ვიდეო

შალკელი რაული ლიგაზე "რეალს" ელის
14:55 29.07.2010
[“მსოფლიო სპორტი“]
მადრიდის რეალის ცოცხალი ლეგენდა რაული სამეფო კლუბს ორშაბათს გამოეთხოვა. სანტიაგო ბერნაბეუზე სპეციალურად მისთვის მოწყობილ ცერემონიალზე 33 წლის თავდამსხმელი ირწმუნებოდა - ჯერ არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერასო. როგორც გაირკვა, იმ მომენტში რაულს არ სურდა თავისი მომავალი კლუბის დასახელება, ან ამ თემაზე სასაუბროდ მას უბრალოდ სათანადო განწყობა არ ჰქონდა. გუშინ კი, ესპანელი ბომბარდირის ახალი მისამართი მთელმა საფეხბურთო სამყარომ შეიტყო - რაულმა შალკესთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფურია როხას ექსფორვარდი გელზენკირხენელთა შეტევით პოტენციალს შესამჩნევად გააძლიერებს. შეგახსენებთ, რომ შალკეს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს თამაში. რაული კი, სხვათა შორის, ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებულ 130 შეხვედრაში მას 66 გოლი აქვს გატანილი. გერმანული კლუბის თავკაც ფელიქს მაგათს იმედი აქვს, რომ ესპანელი თავდამსხმელი შალკეშიც ძველი ინტენსივობით გააგრძელებს გოლების გატანას.

ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენი კლუბისთვის. ძალიან მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი შალკეში გადმოყვანაზე დავითანხმეთ. მომავალ სეზონში რაულის დიდი იმედი მაქვს. ახლა უკვე შემიძლია შეტევის ხაზზე აღარ ვიდარდო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, - განაცხადა მაგათმა რაულის პრეზენტაციაზე.

მე კონკურენტუნარიან გუნდში გადავედი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და ბუნდესლიგაში მუდამ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ფელიქს მაგათი და შალკე ჩემზე დიდ იმედს ამყარებენ და არანაირი უფლება არ მაქვს მათ ეს იმედი გავუცრუო. ყველანაირად ვეცდები აქაური გულშემატკივრების გახარებას, რომლებიც როგორც მითხრეს, საოცრად ერთგულები არიან და მძიმე მომენტებში გუნდს მუდამ გვერდში უდგანან.

გუნდს სერიოზული მიზნები აქვს. ასე რომ არ იყოს, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ჩემპიონთა ლიგაში რეალთან შეხვედრა. იმედი მაქვს, ასეც იქნება, - რაულის პირველი გელზენკირხენული კომენტარი შალკეს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

ესპანელ თავდამსხმელს, რომელსაც პროფესიული კარიერის 16-ვე სეზონი რეალში (740 მატჩი, 323 გოლი) ჰქონდა გატარებული, გუშინ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. კონტრაქტის გაფორმება-პრეზენტაციის გარდა, მას ახალი კლუბის ფორმითაც მოუწია მოედანზე გასვლა.

გერმანული გუნდის შემადგენლობაში რაულის პირველ ვარჯიშს დაახლოებით 2 ათასმა გულშემატკივარმა მიადევნა თვალი. ამ ამბავმა განსაკუთრებით შალკეს ხელმძღვანელობა გაახარა, რომელიც არ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მომგები ესპანელი თავდამსხმელის დაახლოებით 50 ათასი მაისურის გაყიდვას გეგმავს.

აქვე გეტყვით, რომ რაული გელზენკირხენელთა შემადგენლობაშიც 7-ნომრიანი ფორმით ითამაშებს. რაც შეეხება შალკეს, კლუბის მესვეურები სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურად მუშაობენ. რაულთან ერთად, რეალიდან მათ ცენტრალური მცველი კრისტოფ მეტცელდერიც გადაიბირეს.

მათ გარდა დაიმატეს მცველები - აცუტო უტიდა, კირიაკოს პაპადოპულოსი, ტიმ ჰოოგლანდი, აგრეთვე თავდამსხმელი ერიკ იენდრიშეკი. ასე რომ, მომავალი სეზონისთვის შალკე სერიოზულად ემზადება.

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება