ვიდეო

პრეზიდენტი ზოგადად მედიას და კონკრეტულ მედიასაშუალებებს შეურაცხყოფს
14:45 29.07.2010
[ლანა ბერიძე, „რეზონანსი“]
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას გაზეთები “ალია” და “ასავალ-დასავალი” “ათასგვარ სიბინძურეს” შეადარა. შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტი მედიას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.

აღნიშნული გაზეთის წარმომადგენლები პრეზიდენტის ამ განცხადებას სავარაუდოდ საკუთარი გაზეთებიდან უპასუხებენ. საიას იურისტის განცხდებით კი, ამ განცხადების გამო ორივე გაზეთს შეუძლია პრეზიდენტს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის და ასევე თავისუფალ მედიაზე ზეწოლის მუხლით უჩივლოს სასამართლოში.

“თქვენ ნახეთ შარშან როგორ სწრაფად იყო ლიკვიდირებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა. სწორედ მაშინ მუხროვანის ნაწილში იყო შემორჩენილი ძველი დროის ხალხი, რომლებიც ისხდნენ და გაზეთებს “ალიას”, “ასავალ-დასავალს” და ათასგვარ სიბინძურეს და ჭორს კითხულობდნენ. ეს იყო ახალი და ძველი საქართველოს დაპირისპირება, იმ შემთხვევაში ახალმა საქართველომ გამოაჩინა თავისი ძალა და პატრიოტიზმი”, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც პრეზიდენტის პრესასამსახურის უფროსმა ალანა გაგლოევამ “რეზონანსს” განუცხადა, აღნიშნულ საკითხებზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძეს, მან მთელი დღის მცდელობის მიუხედავად ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია იურისტი თამარ კორძაია “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ამ ორი გაზეთის წარმომადგენლებს შეუძლიათ პრეზიდენტს საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო უჩივლონ. ასევე პრეზიდენტის ეს განცხადება, კორძაიას თქმით, პირდაპირ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც თავისუფალ მედიაზე ზეწოლა და ამ კუთხითაც შეიძლება ამ ორმა გაზეთმა საჩივარი შეიტანოს სასამართლოში.

“საქმიანი რეპუტაციის შელახვის მუხლით შეიძლება შეიტანონ სარჩელი ამ გაზეთის წარმომადგენლებმა იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ ამ განცხადების შემდეგ გაყიდვები შემცირდება. ეს არის სამოქალქო კოდექსის მე-18 მუხლი, სადაც საქმიანი რეპუტაციის შელახვაზეა საუბარი. ამავე მუხლის პირველ ნაწილში საუბარია პატივის და ღირსების შელახვაზე; თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია იურიდიულ პირზე და იურიდიული პირი პატივის და ღირსების გამო ვერ იჩივლებს.

“ალიას” და “ასავალ-დასავალს” შეუძლიათ საქმიანი რეპუტაციის შელახვის მუხლით აღძრან საქმე.
“მეორე - შეიძლება საჩივარი შეიტანონ თავისუფალ მედიაზე ზეწოლის კუთხით. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და მისი ნებისმიერი ასეთი გამოსვლა ჩაითვალოს პრესაზე ზეწოლად, იმიტომ, რომ ის უარყოფითად აფასებს კონკრეტული მედია ორგანიზაციის საქმიანობას”, - განუცხადა “რეზონანსს” იურისტმა თამარ კორძაიამ.

სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონში წერია, რომ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა და მათი წარმომადგენლებისა. კორძაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციული ორგანო არ არის და ვერც იქნება, ის ქვეყნის მეთაურია და ყველაზე მეტად სწორედ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონით შეზღუდული.

“ანუ, ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. პრეზიდენტი ადმინისტრაციული ორგანო არ არის, ის სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ კანონის მიხედვით პრეზიდენტს ყველაზე მეტად აქვს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული. მისი ამ ფორმით აზრის გამოხატვა კანონის ფარგლებში არ ჯდება და თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ თავისუფალ მედიაზე ზეწოლად.

ამას შეიძლება მეორე მხარეც ჰქონდეს და ვინმემ თქვას, რომ პრეზიდენტის ამ განცხადების მერე პირიქით, ამ გაზეთებს რეკლამა გაუკეთდეს და გაიყიდვებიც გაიზარდოს, მაგრამ ეს იქნება წმინდა პრაგმატული და ეკონომიკური მიდგომა. რეალურად, თუ ინსტიტუციურად შევხედავთ ამ საკითხს, პრეზიდენტის მიერ ამ ფორმით გამოხატულიაზრი პირდაპირ არის თავისუფალ მედიაზე ზეწოლა“, - განუცხადა “რეზონანასს“ თამარ კორძაიამ.

მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე, აცხადებს, რომ გაზეთებს არახელისუფლება, არამედ საზოგადოება უნდა ხურავდეს დააკრიტიკებდეს.

ხელისუფლება, შესაძლოა, გაზეთების დახურვისთვის საჭირო საზოგადოებრივი აზრის შექმნას ცდილობდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა და მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ პრეზიდენტ სააკაშვილის გამონათქვამის კომენტირებისას განაცხადა.

„თუ გაზეთი საზოგადოების განვითარებისთვის ხელსაყრელი არ არის, ისინი თავად საზოგადოებამ და მკითხველის არარსებობამ უნდა დახუროს და არა ხელისუფლებამ~, - განუცხადა ზვიად ქორიძემ „ინტერპრესნიუსს“. მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისასპრეზიდენტმა ქართულ გაზეთებზე საუბრისას არასწორი აქცენტები დასვა. ქორიძის თქმით, შესაძლოა, აღნიშნული გაზეთები ქსენოფობიური გამონათქვამებით იყვნენ ცნობილნი, მაგრამ ეს არაპრეზიდენტის და მთავრობის, არამედ საზოგადოების განსჯის საგანი უნდა იყოს.

„ამ საკითხებზე ჟურნალისტურ თავყრილობებზე საკმაოდ ღიად ვსაუბრობთ, მაგრამ ცუდია, რომ პრეზიდენტი ამგვარ აქცენტებს აკეთებს და ამ გაზეთებს ძველი დროების მახასიათებლად მოიხსენიებს. გაზეთების ყველაზე დიდი საზომი თავად მკითხველია და სწორედ მკითხველი არ უნდა იღებდეს გაზეთებს, რომელთაც ქსენოფობია ახასიათებს. ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტისა და მთავრობის განხილვის საგანი, ისინი ამ საკითხებში არ უნდა ერეოდნენ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ვიდრე პრეზიდენტი გუშინ გაზეთ “ალიასა” და “ასავალ-დასავალზე” ისაუბრებდა, მანამდე მიხეილ სააკაშვილმა ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე მთლიანად ქართულ მედიას უწოდა “აგრესიული და საძაგელი”.

„ფილოსოფია, რომლის უკანაც პირადად მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი და მდგომარეობს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია - ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი (ამ სიტყვას უფრო არაკორექტულითარგმანიც აქვს, მაგრამ ვეცადეთ, კორექტულები ვყოფილიყავით -ავტ), გვყავს თავისუფლად არჩეული ადგილობრივი მთავრობა, გვყავს ერთმანეთისაგან განსხვავებული სტრუქტურის პოლიტიკური პარტიები... თუ ეჭვი გეპარება ღია საზოგადოებაში, ვერ განავითარებ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 ივნისს, ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, როგორც დღეს, არც მაშინ გააკეთა პრეზიდენტის ამ განცხადებაზე კომენატრი. როგორც მაშინ მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, მსგავს საკითხებზე კომენტარის გაკეთება მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ალანა გაგლოევამ კი როგორც ახლა, მაშინაც მან ჯგალაძესთან გადაგვამისამართა.

კიდევ უფრო ადრე პრეზიდენტმა ისიც განცხადა, რომ ქართულ პრესას საერთოდ არ ეცნობოდა, რასაც ქართული მედიის წარმომადგენლების დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაშინ პრეზიდენტის ამ განცხადებას არაერთი სტატია და სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა.

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება