ვიდეო

ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდები ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს
14:23 29.07.2010
[„ბანკები და ფინანსები“]
სპეციალისტების დასკვნით, თბილისში ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდები ნგრევის პირასაა და მათ სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სარემონტო სამუშაოები.

დასკვნა ამის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწერა და იგი მაშინვე მიეწოდა თბილისის მერიას, თუმცა მას რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.
დასკვნა, რომლის თანახმადაც ათასობით თბილისელი ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გადის, მხოლოდ ორი ადამიანის სამუშაო კაბინეტში ინახება - ერთი თბილისის მერი გიგი უგულავაა, ხოლო მეორე თბილისის საპატიო მოქალაქე თამაზ შილაკაძე.

ეს უკანასკნელი შპს “საქგზამეცნიერების” დირექტორია, რომელმაც ხიდების შესახებ დასკვნა მოამზადა. მისი თქმით, მერიას და კონკრეტულად უგულავას ხიდების შეკეთების აუცილებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2007 წელს აცნობა, თუმცა მასზე რეაგირება დღემდე არ მომხდარა. შპს “საქგზამეცნიერების” მიერ 2007 წელს დადებული დასკვნის მიხედვით, ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდების მდგომარეობა ჯერ კიდევ მაშინ იყო საგანგაშო და ორივე ხიდი სასწრაფოდ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა.

- “მე მეგონა, რომ შეკეთებითი სამუშაოები 2009 წელს მაინც ჩატარდებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი მომხდარა. ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწრაფოდ ჩასატარებელია, მითუმეტეს, მათ შესაკეთებლად არც ისე დიდი თანხაა საჭირო, ორივე ხიდის შეკეთებას, მაქსიმუმ, 900 000 ლარი ესაჭიროება”, - აცხადებს თამაზ შილაკაძე.

დასკვნის თანახმად, აუცილებელი იყო ხიდებზე არსებულ ბზარებზე მუდმივი ზედამხედველობა, რათა შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო მათი ზრდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მერიის მხრიდან არც ასეთი ღონისძიებები გატარებულა.

ნანა ლეჟავას საავტორო გადაცემა “კვირის რეპორტაჟში” გასული სიუჟეტის მიხედვით, რომელიც თბილისში მტკვარზე გადებულ ვახუშტისა და ბარათაშვილის ხიდების მდგომარეობას ეხებოდა, ეს ორი ხიდი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.

ექსპერტთა განცხადებით, საფრთხის შემცველია ის ფაქტიც, რომ ხიდების ბურჯებში სხვადასხვა დაწესებულებებია განთავსებული. მაგალითად, ბარათაშვილის ხიდის ერთი ბურჯი დისკოთეკითაა დაკავებული, ხოლო მეორეში საწყობია განთავსებული. ის ვიბრაცია, რომელიც დისკოთეკიდან მოდის, სარემონტო ხიდს კი არა, კლდეს მოანგრევს.

ექსპერტები აზრით, ის რომ დედაქალაქის მერმა ხიდების საგანგაშო მდგომარეობის შესახებ უკვე 3 წელია იცის და მათ შესაკეთებლად მერიამ 900 000 ლარი ვერ გამოყო, უბრალოდ სამსახურებრივი გულგრილობაა და მეტი არაფერი.

აღსანიშნავია ისიც, რომ თამაზ შილაკაძე, რომელმაც ხიდების სავალალო მდგომარეობის შესახებ მოამზადა დასკვნა, ცნობილი თამარაშვილი-ვარაზისხევის ახალი ავტომაგისტრალის პროექტის ავტორიცაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება არც მის დასკვნას ითვალისწინებს და სარემონტო სამუშაოები დღემდე არ განუხორციელებია.

ცოტა ხნის წინ გლდანში ჩანგრეული ხიდი, რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთ-ერთია იმ 11 ხიდიდან, რომელიც გასულ საუკუნეში მტკვარზე აშენდა.

შეგახსენებთ, რომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის 220 მეტრის სიგრძის ხიდი, რომელიც საბურთალოსა და დიდუბის რაიონებს აკავშირებს, 1968 წელს აშენდა. ტექნიკურ-დიაგნოსტიკური კვლევა კი ბოლოს 32 წლის წინ, 1977-78 წლებში ჩაუტარდა.

ბარათაშვილის ხიდის მშენებლობა კი, რომელიც 146 მეტრი სიგრძისაა, 1965 წელს დასრულდა. მისი ტექნიკური შემოწმების თარიღი უცნობია და შესაძლოა, საერთოდაც არ ჩატარებულა.

მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მერია ხიდების შეკეთებას გეგმავს, მაგრამ არა მიმდინარე წელს. ანუ გამოდის, რომ მინიმუმ 2011 წლამდე ყოველდღიურად ათასობით თბილისელს იმ ხიდებზე მოუწევს გავლა, რომლებიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩაინგრეს, განა ასე არ ჩაინგრა გლდანის ხიდი, რომლის ავარიული მდგომარეობის შესახებ მერიას ინფორმაცია უნდა ჰქონოდა და შესაბამისი რეაგირებაც მოეხდინა.

ღმერთმა დაგვიფაროს და სანამ მერია მრავალმილიონიან ბიუჯეტში, საიდანაც არაერთი გასართობი ღონისძიებაც ფინანსდება, ხიდების შესაკეთებლად 900 000 ლარს გამონახავს, იქამდე ხიდები რომ მწყობრიდან გამოვიდეს და ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლოს, საინტერესოა, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი.

დასკვნის შესახებ არაფერი იციან თბილისის ახლადარჩეულ საკრებულოში.
როგორც უკვე აღვნიშნე, შპს “საქგზამეცნიერების” მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბარათაშვილის და ვახუშტის ხიდების რეაბილიტაციას, ჯამში, 900 000 ლარი ესაჭიროება, მაგრამ დოკუმენტის შექმნის დღიდან 3 წელი გავიდა და მერიამ ამ თანხის გამოყოფა ვერ მოახერხა, მაშინ, როცა მტკვარზე სულ ახლახანს “მშვიდობის ხიდი” აშენდა, რომელიც თბილისელებს, ოფიციალური ინფორმაციით, 12, ხოლო არაოფიციალურით კი 80 მილიონ ლარამდე დაუჯდა.

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება