ვიდეო

კახა მიქაიას თავს მეორედ დაესხნენ
13:07 29.07.2010
[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ზუგდიდში, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელზე, კახა მიქაიაზე თავდასხმა ორჯერ განხორციელდა.

ორივე ინციდენტი ზუგდიდის გამგეობის შენობასთან მოხდა და მასში საკრებულოს თანამშრომელი ბაჩუკი თოფურია ფიგურირებს. პირველისგან განსხვავებით, თოფურია ამჯერად თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა, რომელსაც კახა მიქაია გუბერნატორის მოადგილის, ვახტანგ ცხადაიას “ზონდერბრიგადას” უწოდებს. ინციდენტის დეტალებზე კახა მიქაია გვესაუბრება.

“ღამის 12 საათისთის, გამგეობის შენობის გვერდით მდებარე მაღაზიაში “ბორჯომის” შესაძენად მივდიოდი. იქვე გუბერნატორის მოადგილის, ვახტანგ ცხადაიას მანქანა შევნიშნე. ავტომანქანასთან ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომლები, ბაჩუკი თოფურია და მამუკა ჭურღულია და კიდევ ორი, ჩემთვის უცნობი პირი იდგა, შიგნით კი ცხადაია იჯდა.

მაღაზიაში შესვლამდე გამყიდველ ქალს გამოველაპარაკე, რომელიც გარეთ იდგა. უცებ, უკნიდან თავში დარტყმა ვიგრძენი, მოვტრიალდი, ჩემს წინ ბაჩუკი თოფურია იდგა. დანარჩენები კი ჩემს დასარტყამად მორბოდნენ. ამის დანახვაზე, ახალგაზრდა ბიჭებმა, რომლებიც მაღაზიასთან ახლოს იმყოფებოდნენ, გამომესარჩლნენ და თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ეს ბიჭები ცხადაიას მოგზავნილებს სასტიკად გაუსწორდნენ, ისე სცემეს და გააქციეს, რომ ხელის განძრევის საშუალებაც არ მომცეს.

ეს გაქცეული თავდამსხმელები შემდეგ გამგეობის შენობაში შევიდნენ. მე კი მანქანის საბარგულზე ავედი და იქედან მათი მისამართით გავიძახოდი, აჩვენეთ ხალხს თქვენ პროვოკატორებო, ლომაიას პიკნიკზე რასაც სჩადიოდით, როგორ ათამაშებდით უკანალს თქვენ შორტიანო პიდ...სტებო-თქო. კიდევ მინდოდა მათთვის, ნადეჟდა კრუპსკაიას სულიერი შვილებისთვის, რამდენიმე ეპიზოდი შემეხსენებინა, მაგრამ იმ ბიჭებმა, რომლებიც გამომესარჩლნენ, პირზე ხელები ამაფარეს და აღარ გამაგრძელებინეს, მითხრეს პროვოკაციას ნუ აყვებიო.

რამდენიმე წამში მეც გამოვერკვიე და იქაურობას გავერიდე. როგორც მითხრეს, ინციდენტის ადგილზე, მალევე სოდ-ისა და კუდ-ის მანქანები გამოჩენილა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ვახტანგ ცხადაიას სახლში ე.წ. “სხადნიაკი” მოეწყო, სადაც გადაწყდა, რომ ჩემთან შერიგების მიზნით გამოეგზავნათ ცხადაიას ძმა, ალიკა, ერთ ჩემს ნაცნობთან ერთად. ჩემთან მოსულმა ალიკა ცხადაიამ მთხოვა გავჩერებულიყავი და ეს ფაქტი არ გამეხმაურებინა. მან ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე თავდასხმაა, რომელიც ვახტანგ ცხადაიას “ზონდერებმა” ჩემს მიმართ განახორციელეს. 15 ივლისს, იმავე ტერიტორიაზე გამგეობის შენობიდან, გამგებელ ქობალიას მიერ დაგეშილი ბაჩუკი თოფურია გამომივარდა, უკნიდან მომეპარა და ხელის დარტყმა სცადა, მაგრამ ვერ გაბედა. ახლა კი, გაბედა და თვალი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დამიზიანა.

მათი ასეთი გაღიზიანება და პროვოკაციული ქმედებები ე.წ. ლომაიას პიკნიკის გახმაურებას უკავშირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-არხითა და სხვა მედიასაშუალებებით მოსახლეობამ დეტალურად გაიგო ის, თუ რა ხდებოდა 27 ივნისს ნარაზენში, კახა ლომაიას მამის, ბორის ლომაიას წვეულებაზე, სადაც მთავარი სტუმრებიცა და დამფინანსებლებიც ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიდეოინტერვიუში თავად ლომაიამ ისაუბრა.

მან დაასახელა სწორედ ვახტანგ ცხადაია და საკრებულოს, გუბერნიისა და გამგეობის ის თანამშრომლები, რომლებმაც “მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიას მუზეუმის გახსნაზე” ორგიები მოაწყვეს. ჩვენს ხელთ აღმოჩნდა ის მოსაწვევიც, რომელიც ხელისფლების წარმომადგენლებს, ე.წ. ზუგდიდის კოლორიტებსა და ქალაქის მამებს გაეგზავნათ. ეს მარაზმი კი ვიდეოკამერით ბაჩუკი თოფურიამ გადაიღო.

მე მაქვს მობილური ტელეფონით გადაღებული პიკნიკის ამსახველი კადრები. ვიცი ყველა მონაწილის ვინაობა და მათ ეს იციან. მიუხედავად ყველაფრისა მისი გავრცელებისგან თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებ, რომ მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და მათ ღირსებაზე, მთელი ზუგდიდის ღირსებაზე ვფიქრობ. თუ მართლები არიან და ფიქრობენ იმ კადრებში შეურაცხმყოფელი არაფერია, თავად უჩვენონ საზოგადოებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელისუფლებო ბანდა ჩემს წინააღმდეგ საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას დავალებით მოქმედებს, რადგან ორი დღის წინ, ბაჩუკი თოფურიას მამა, პიკნიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვიტალი თოფურია მისი უწყების კარებთან ატუზული ვნახე.

“დაიცავი საქართველო” იმ დღეს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავდა პოლიციელების მიერ მოკლული ელგუჯა ახალაიას ოჯახის მხარდასაჭერად. ახალაია პროვოკაციების სერიებს აწყობს, ჩემი დაპატიმრების საბაბს ეძებს, მაგრამ ვერა და ვერ იპოვა. ჩემი ერთადერთი იარაღია მათი მხილება, სხვა ვერაფრით დავუპირისპირდები. ჟურნალისტებმა მკითხეს, არ ასაჩივრებ? ვისთან ვუჩივლო, ახალაიასთან?!”

“პრესა.გე”-მ ინტერვიუს ჩაწერა ვახტანგ ცხადაიასთან სცადა, მაგრამ სამხარეო ადმინისტრაციაში, მის სამუშაო კაბინეტში მისულს, კარები კატეგორიული ტონით მიახურვინა, სტუმრები მყავს და ოთახი დატოვეთო. სტუმრების ვინაობა “პრესა. გე”-ს არ გამოპარვია. სტუმრის სტატუსით ცხადაიას კაბინეტში სწორედ ის პირები, ბაჩუკი თოფურია და მამუკა ჭურღულია იმყოფებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს მიქაიას საცემად მიიწევდნენ.

რამდენიმე წუთში ცხადაიას კაბინეტიდან გამოსულმა მამუკა ჭურღულიამ ინციდენტში მონაწილეობა უარყო და შენობა საჩქაროდ დატოვა. იმავე წუთებში გუბერნატორის მოადგილემ მისი მისაღები შენობის დაცვის წევრებით გააძლიერა და სავარაუდოდ, “პრესა.გე”-ს მოსალოდნელი “თავდასხმა” აღკვეთა. დაცვის ერთი წევრი კი პირდაპირ მის კარებთან აღიმართა. ათიოდე წუთში ცხადაიას კაბინეტთან თავად გუბერნატორი ზაზა გოროზია გამოჩნდა.

“პრესა. გე”-სთან მოულოდნელი შეხვედრა გოროზიამ აღტაცებით, “ოოოხ!” გამოხატა და მისი მოადგილის ოთახში შევიდა. ხუთ წუთში უკვე კარები იღება, ცხადაია და გოროზიას იმავე მეოთხე სართულზე ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი ალექსანდრე ბელქანია უერთდება და სამხარეო ადმინისტრაციას ერთდროულად ტოვებენ. კომენტარი, რომელიც ვახტანგ ცხადაიამ “პრესა.გე”-სთან გარბენით გააკეთა, ასეთია: “არ ვიცნობ კახა მიქაიას, რა თავდასხმაზე მეუბნებით? არ ვიცი”.

ცხადაიასგან განსხვავებით, “პრესა.გე”-მ კარგად იცის, რომ იმ სახლებს შორის მანძილი, სადაც მიქაია და ცხადაია დაიბადნენ, გაიზარდნენ, ეზოებში ბურთი ითამაშეს, დაოჯახდნენ და გამრავლდნენ, სულ რაღაც 100 მეტრია...

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება