ვიდეო

დუგლას მაიკონი – რკინის კაცი
13:26 28.07.2010
[მსოფლიო სპორტი]
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” მცველ დუგლას მაიკონს, რომელმაც გასულ სეზონში იტალიურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო და ქვეყნის თასი მოიგო, 26 ივლისს 29 წელი შეუსრულდა.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ბრაზილიელით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. თავის მხრივ, მილანელებს მაიკონი არ ეთმობათ, მაგრამ აგვისტოს ბოლომდე (სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე), ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ფეხბურთში ფული დიდ როლს თამაშობს და კაცმა არ იცის, მომავალ სეზონში დუგლასი რომელი კლუბის მაისურს მოირგებს.

თანამედროვე ფეხბურთში, მაიკონი ფლანგზე მოთამაშე მცველის ერთგვარი ეტალონია: სწრაფი, ამტანი, ორთაბრძოლებში შეუპოვარი, კარგად თამაშობს თავით, ტექნიკური არსენალით უხვად დაჯილდოვებული – აი, ასე ხასიათდება 29 წლის ბრაზილიელი. ის საიმედოა დაცვაში თამაშისას და შეტევებშიც კარგად ერთვება. მას სათამაშო კლასით მხოლოდ რამდენიმე მცველი თუ შეედრება და სწორედ ამიტომ, ევროპის ყველაზე მდიდარ და ამბიციურ კლუბებს დუგლასის შეძენა სწადიათ. მართალია, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მაიკონის შეძენაზე აღარ დაფიქრდება, მაგრამ ეს, შესაძლოა, ერთგვარი სატრანსფერო ხრიკი იყოს.

ბრაზილიელის მსურველთა შორისაა ინგლისური “მანჩესტერ სიტი”, რომლის არაბი მეპატრონე “ვარსკვლავთა გუნდს” ქმნის და ტიტულების მოხვეჭის სურვილით, ლამის, მთელ თავის ქონებას გუნდის გაძლიერებაში აბანდებს.

დუგლასი 1981 წლის 26 ივლისს, ბრაზილიაში, ქალაქ კრიშიუმაში დაიბადა. მაიკონის მშობლები ჰოლივუდის ფილმების დიდი მოყვარულები არიან, განსაკუთრებით კი მსახიობი მაიკლ დუგლასი ესიმპატიურებათ და შვილსაც სახელი მის საპატივცემულოდ შეურჩიეს, მაგრამ რეგისტრატორის შეცდომის გამო, ახალდაბადებულ ბრაზილიელს, დაბადების მოწმობაში, მაიკლის ნაცვლად, მაიკონი ჩაუწერეს.

დუგლასი ფეხბურთით ადრეული ბავშვობიდან დაინტერესდა. მამის ხელმძღვანელობით, მან ვარჯიში სპორტული სკოლის კლუბ “კრიუშიუმაში” დაიწყო. მაიკონმა თამაში ნახევარმცველად დაიწყო, მაგრამ მერე მამამ შვილი დაცვის ხაზში დაწია, რადგანაც ამ პოზიციაზე ფეხბურთელთა ნაკლებობას განიცდიდა, დუგლასს კი მცველისთვის საჭირო ყველა მონაცემი მოჭარბებულად ჰქონდა. საქმე ისაა, რომ მაიკონი ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმაღლით და ძლიერი ფიზიკური მონაცემებით.

2000 წელს, 19 წლის ასაკში, მაიკონმა თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი “კრუზეიროსთან” გააფორმა და მის შემადგენლობაში ოთხი წელიწადი გაატარა. სამშობლოში დუგლასმა არაერთი პრიზი მოიგო, რომელთა შორის, 2003 წელს მოპოვებული ბრაზილიის ჩემპიონობა და ქვეყნის თასი, ყველაზე ძვირფასია. 2004 წელს, მისით ევროპაში დაინტერესდნენ, ყველაზე მეტად ფრანგულმა “მონაკომ” იაქტიურა და დუგლასი სამი მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მაიკონმა საფრანგეთში თამაშისას თავის კოლექციას ახალი ტიტული ვერ შემატა, მაგრამ “მონაკოში” გამოსვლამ, მის შემდგომ კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია. იქ თამაშისას, ფეხბურთელი ხშირად ივიწყებდა თავის პირდაპირ მოვალეობას და შეტევაში ხშირად ერთვებოდა. სწორედ ამიტომ, მონაკოელთა მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, ის ნახევარდაცვის ხაზში გადაიყვანა და ამავდროულად, ვარჯიშებისას დაცვაში თამაშს ავალებდა. შედეგად, მაიკონი იდეალურ ფლანგელად ჩამოყალიბდა და სულ მალე, საფრანგეთი დატოვა.

2006 წელს, ბრაზილიელმა მილანის “ინტერთან” გააფორმა კონტრაქტი და ჯერჯერობით, კვლავ ამ კლუბის საკუთრებაა. მილანელთა შემადგენლობაში აქამდე გატარებულ ოთხ წელიწადში, მაიკონმა იტალიის სერია A-ში 125 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. იტალიაში გატარებულ პერიოდში, ბრაზილიელი, პერსპექტიული მცველიდან, თავისი ამპლუის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა. ის ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა, “ინტერთან” ერთად ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2010 წელს კი, ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო. ასეთმა მიღწევებმა, მაიკონის მიმართ “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ინტერესი გამოიწვია და ისინი მზად არიან, ბრაზილიელი მცველის სანაცვლოდ საარაკო თანხა გაიღონ. თავად მაიკონს, “რეალის” მაისურის მორგება სურს. ეს სურვილი მას შემდეგ გაორმაგდა, რაც “სამეფო კლუბი” მაიკონისა და “ინტერის” ყოფილმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა.

“რეალში” თამაში მინდა და ამით, ჩემი ბავშვობის ოცნებაც ახდება. მოურინიო უკვე იყო ჩემი მწვრთნელი და მსურს, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალშიც ვითამაშო. მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება, რადგანაც ამ დელიკატური ტრანსფერის განხორციელება, მხოლოდ ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული. “რეალში” შესაძლო გადასვლაზე, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ჩემს აგენტს ვესაუბრე და საქმეს სწორედ ის წარმართავს”, - აცხადებს მაიკონი.

მართალია, კაკასა და კრიშტიანუ რონალდუს შესაძენად მადრიდელებმა ასტრონომიული თანხები გადაიხადეს, მაგრამ მილანელებთან მათმა მოლაპარაკებამ, ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო და ისიც ითქვა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუს” ბინადრები მაიკონზე ფიქრს შეეშვნენ. მიზეზი “ინტერის” მოჭარბებული მადაა, რომელიც ბრაზილიელის სანაცვლოდ იმაზე დიდ თანხას ითხოვს, ვიდრე მას “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა სთავაზობს. არადა, თავის პოზიციაზე, ბრაზილიელი მართლაც საუკეთესოა და კონკურენციას, მხოლოდ გერმანელი ფილიპ ლამი და მასსავით ბრაზილიელი დანი ალვეში თუ გაუწევენ.

ბრაზილიის ეროვნულ გუნდში მაიკონის დებიუტი 2004 წლის 8 ივლისს შედგა. დუგლასი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, რადგან სათადარიგო მარჯვენა მცველის ადგილისთვის ბრძოლა სისინიოსთან წააგო, ძირითად შემადგენლობაში კი, იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კაფუ თამაშობდა. სამაგიეროდ, მაიკონმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ითამაშა, სულ კი, დღემდე ეროვნული გუნდის მაისური 63 შეხვედრაში მოირგო და 6 გოლი გაიტანა. ის 2004 და 2007 წლების ამერიკის თასის, 2005 და 2009 წლებში კი კონფედერაციის თასისთვის იბრძოდა და ეროვნულ გუნდთან ერთად გამარჯვებას მიაღწია.

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება