ვიდეო

გოგა ხაინდრავა პოლიტიკიდან წავიდა
23:55 27.07.2010
[ნინო მიქიაშვილი]
გოგა ხაინდრავა აქტიურ პოლიტიკას თავს ანებებს. იმაზე, თუ სად იყო და რას აკეთებდა, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მას პრესა.გე ესაუბრა.

სად იყავით და რას აკეთებდით, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში?
გოგა ხაინდრავა: სხვათა შორის, საინტერესო ადგილას ვიყავი; ალიკანტესა და ვალენსიას შორის არის ძველი იბერების დედაქალაქი, დენია; იმ იბერების, ვინც იბერების ნახევარკუნძულზე სახელმწიფო დაარსა. ისინი ჩვენი წინაპრები არიან, თავის დროზე იქ დასახლდნენ, ხოლო მათი ნაწილი საქართველოში წამოვიდა და აქ დაფუძნდნენ.

როგორც ცნობილია, იბერები შუამდინარეთიდან წამოვიდნენ, რომელთა ნაწილი კავკასიაში დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი იბერიის ნახევარკუნძულზე დასახლდა. სხვათა შორის, იბერია ჰქვია ესპანეთს და ესპანეთის ავიახაზებსაც “იბერია“ ჰქვია.

ასე რომ, საკუთარ დედაქალაქში ვიყავი. იგივეს ვეუბნებოდი ესპანელებს – ამ ქალაქის ერთ–ერთი დამაარსებელი მეც ვარ–მეთქი, რაზეც ბუნებრივია, მეგობრულად იცინოდნენ.

ესპანეთში ისვენებდით, თუ რაიმე მნიშვნელოვანს აკეთებდით?
- ეს საქმიანი სტუმრობა იყო, მაგრამ გარკვეულწილად დავისვენე კიდეც. საქართველოსგან განსხვავებით, ესპანეთი ისეთი ქვეყანაა, სადაც ერთდროულად შეიძლება იმუშაო და დაისვენო. საქართველოში ვერც იმუშავებ და ვერც დაისვენებ, თუ “ნაცმოძრაობის“ წევრი არა ხარ.

ჩემს მეგობართან, ავგუსტ სუკუტთან ერთად ფილმის სცენარზე ვმუშაობდი. ავგუსტი წარმოშობით ლატვიელია, მაგრამ ბოლო ორი წელია, რაც საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ის არის საზოგადო მოღვაწე, მწერალი. ახლახანს მისმა წიგნმა ლატვიაში წლის საუკეთესო წიგნის ჯილდო მიიღო. ესპანეთში საპროდიუსერო კომპანია აქვს ჩამოყალიბებული. თებერვალში ის თბილისში იყო ჩამოსული და მაშინ დავიწყეთ ფილმის სცენარზე მუშაობა, ესპანეთში დავასრულეთ და საპროდიუსერო ცენტრს ჩავაბარეთ. იქ სახლი იყო სპეციალურად გამოყოფილი, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით.

რა თემაზე აპირებთ ფილმის გადაღებას?
- ეს მხატვრული ფილმი იქნება, რომელიც 4 თაობის ქართველ პოლიტ–ემიგრანტებს ეხება. პირველი გმირი, 1921 წელს იძულებული ხდება საქართველო დატოვოს, რადგან აქ მეთერთმეტე არმიის სახით წითელი ურდოები შემოდიან. ის ბრძოლით იხევს უკან, თურქეთში გადადის და შემდეგ ესპანეთში ამოჰყოფს თავს. აქ დარჩენილი მისი შვილი უდედ–მამოდ, ბავშვთა სახლში გაიზრდება, იმიტომ რომ მამამისი დაიკარგება, ხოლო დედას გადაასახლებენ და კატორღაში დაიღუპება. აქ დარჩენილ ბავშვს, ბავშვთა სახლიდან მოგვიანებით ბებია–ბაბუა გამოიყვანს; ის გაიზრდება, დაოჯახდება, მუშაობას დაიწყებს.

ამასობაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყება; მას ჯარში გაიწვევენ, დიდ ალყაში და შემდეგ ტყვეთა ბანაკში მოხვდება, საიდანაც სამუშაოდ ესპანეთში გაამწესებენ. მისივე ბედს გაიზიარებს საქართველოში მყოფი მისი შვილი, რომელსაც მამა ფრონტზე დაეკარგა, დედა მარტო დარჩა და მოგვიანებით გათხოვდა. ეს ბიჭი გაიზრდება, ოღონდ მამინაცვლის გვარზეა; ძალიან მაგარი მოჭადრაკე გამოვა და სამოცდაათიან წლებში, როდესაც დისიდენტური მოძრაობა და საბჭოთა კავშირის დატოვება იწყება, ერთ–ერთი ტურნირის დროს ესპანეთში დარჩება. შემდეგ მეოთხე თაობაა უკვე მისი შვილი – დავითი, რომელზეც არის აგებული ეს ისტორია. პირველად რომ წავიდა ესპანეთში, მისი დიდი ბაბუა, ისიც დავითი იყო.

დავითი იძულებულია საქართველო დატოვოს - ეს უკვე სააკაშვილის რეჟიმია, 7 ნოემბრის და აგვისტოს მოვლენებით... აი, ეს არის ფილმის მოკლე ისტორია, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგის შიგნით არის უამრავი წიაღსვლები, რომელიც ჩემის აზრით, იქ ძალიან მოეწონათ.

რა ერქმევა ფილმს?
- ჯერჯერობით არ ვიცი რა ერქმევა; საერთოდ, სათაური ძალიან მნიშვნელოვანია და ისევე უნდა მოვიდეს, როგორც ფილმის იდეა მოდის და ალბათ, მოვა კიდეც.

თქვენს მეგობართან ერთად სცენარის ავტორი და პარალელურად, ფილმის რეჟისორი იქნებით?
- დიახ და თან იდეის ავტორებიც ვართ. ამავდროულად, ჩემი ლატვიელი მეგობარი ამ ფილმის პროდიუსერიც არის.

ეს თქვენი პირველი მხატვრული ფილმი იქნება?
- ჩემი მესამე მხატვრული ფილმი იქნება.

ევროპაში ყოფნის დროს მთლიანად ამ ფილმით იყავით დაკავებული, თუ გქონდათ ისეთი შეხვედრებიც, რომელიც პოლიტიკას უკავშირდება?
- მე ვიცი ახლა, რაც გაინტერესებთ - პარიზის აეროპორტში 3 საათით შევყოვნდით, საიდანაც ბარსელონას რეისით ესპანეთში გავფრინდით. ირაკლი ოქრუაშვილი პარიზის აეროპორტში დამხვდა; ვიჯექით, ვსაუბრობდით, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს; ჩვენი ხედვები ერთმანეთს გავუზიარეთ, იმ ყოვლად სამარცხვინო მდგომარეობის ირგვლივ, რაშიც ჩვენი ქვეყანა ჩავარდა, რეაქტიული შიზოფრენიკის ხელში. ეგ არის და ეგ, ამის მეტი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრა არ მქონია, დროის სიმცირის გამო.

ძალიან ბევრს ვმუშაობდით და დარჩენილი თავისუფალი დრო იქაურობის დასათვალიერებლად გამოვიყენეთ - ესპანეთში მანქანით გავიარეთ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დროს ბარსელონაში ვიყავი, მთელ ბარსელონასთან ერთად ვუყურე ამ მატჩს და ენით აღუწერელ ზეიმში მივიღე მონაწილეობა.

გარდა ამისა, წმინდა პოლიტიკურ მოვლენასაც ჰქონდა ადგილი. ბარსელონაში 10-ში ჩავედით, ფინალის წინა დღეს, როცა გერმანია და ურუგვაი მესამე ადგილისთვის თამაშობდა. იმ დღეს ბარსელონაში პოლიტიკური დემონსტრაცია მოეწყო, ქუჩაში 800 000 კაცი გამოვიდა, კატალონიური დროშებით ხელში, რაც გამოიწვია იმან, რომ ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება, ამ ქვეყნის პარლამენტი აპირებდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რითაც გარკვეულწილად, უმნიშვნელოდ, მაგრამ შესაძლებელია შეილახოს კატალონიის ინტერესები.

მე გადაღებული მაქვს ეს საოცარი სანახაობა, სპეციალური ფოტო–რეპორტაჟი გავაკეთე. იმ ადამიანთან ერთად, ვინც მახლდა და ესპანური კარგად იცოდა, ათობით ადამიანს დავუსვი ერთიდაიგივე შეკითხვა – ვინ დაგიძახათ და რატომ ხართ აქ მოსული? პასუხი ყველასგან ერთი იყო - კატალონიამ! მთელი ბარსელონა გარეთ იყო, თოთო ბავშვები ეჭირათ ხელში; აღარაფერს ვამბობ 5-10 წლის ბავშვებზე. იქ ტრიბუნაც იყო.

დავინტერესდი, ამ ტრიბუნაზე ვინ დგანან, რომელი პოლიტიკური პარტიიდან არიან–მეთქი, რაზეც ასეთი პასუხები გამცეს - “რა ვიცით ვინ არიან, რაში გვაინტერესებს?! ჩვენ აქ კატალონიისთვის ვართ მოსული, ეს ჩვენი სამშობლოა და რამდენჯერაც მას დასჭირდება, იმდენჯერ აქ ვიდგებით, ჩვენც, ჩვენი შვილებიც და ჩვენი მშობლებიც, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ვალი“. ასე რომ, აქაურობისგან განსხვავებით, იქ ხალხი ქუჩაში არავის გამოჰყავს; იქ კატალონიელები გარეთ კატალონიის სიყვარულს გამოჰყავთ.

რა გეგმები გაქვთ - აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის პარალელურად ფილმზე იმუშავებთ?
- აქტიურ პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობა დამთავრდა. ამ რეჟიმს არავითარ შემთვევაში არ შევეგუები, რადგან ამასთან შეგუება ნიშნავს ადამიანის დაღუპვას - მორალურად, სულიერად, ფიზიკურად განადგურებას. ცხოვრებამ, უკანასკნელმა წლებმა დამანახა, რომ ჩემს სამშობლოს ყველაზე კარგად ვემსახურები იქ, სადაც ჩემი პროფესიონალიზმი ყველაზე მეტად გამოადგება; აქამდე ჩემი ყველა სურათი ამ ბრძოლით იყო გაკეთებული და შეუპოვრობით გაჟღენთილი. ასე იქნება მომავალშიც, ოღონდ საზოგადოებრივ ასპარეზზე და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურზე.

ეს გადაწყვეტილება ევროპაში გამგზავრებამდე მიიღეთ, თუ როგორ იყო?
- დიახ, ეს გადაწყვეტილება წასვლამდე მივიღე, მას შემდეგ, რაც ამ ბოროტებასთან და უბედურებასთან, სხვადასხვა ფორმით შეგუების ძალიან დიდი მცდელობა დავინახე; ამას ზოგი არჩევნებს ეძახის, ზოგი საარჩევნო გარემოს გამოსწორებას, ზოგი შესწორებას, ზოგი რას და ზოგი რას, მაგრამ რეალურად, ეს არის ბრძოლაზე უარის თქმა, იმიტომ რომ ერთადერთი შესაძლებელია მთელი მოსახლეობის შეუპოვარი ბრძოლა.

ამისთვის ერთადერთი ასპარეზად დარჩა ქუჩა. მითები იმის შესახებ, რომ საარჩევნო გარემოს გამოსწორების შემდეგ, დემოკრატიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამ კრიმინალური კარტელის ხელისუფლებიდან მოშორება, არის აბსურდი. მითი, რომელსაც დემოკრატია ჰქვია, ჩემთვის დიდი ხანია დამთავრებულია, ისევე, როგორც დამთავრებულია მითი აშშ–ს ჰუმანურ მიზანთან და დემოკრატიულობასთან დაკავშირებით. ეს ისეთივე იმპერიალისტური ქვეყანაა, როგორც რუსეთი.

რუსეთი ბევრად უფრო პრიმიტიულ ხერხებს მიმართავს; ეს არის პირდაპირ ჩექმა, თვითმფრინავი, ტანკი, ცეცხლი და მახვილი, მაგრამ ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის რუსული ექსპანსია და აგრესია ბევრად უფრო ადვილი ასახსნელია, ვიდრე ამ მომღიმარი და დემოკრატიის ენაზე მოლაპარაკე გაიძვერების. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, საქართველოში ცინიზმი, სიცრუე და სიყალბე მოსკოვის მხრიდან შემოვა, თუ ვაშინგტონიდან. მოსკოვურ ბოროტებას ისევე დავუპირისპირდები, როგორც ვაშინგტონურს. ევროპასთან არანაირი პრეტენზია არა მაქვს.

ის ადამიანი, ვინც იმ სასახლეში, რომელიც სააკაშვილმა სხვათა შორის, ამერიკული ფულით ააშენა, დემოკრატიის წინსვლაზე ილაპარაკებს და სააკაშვილს და დემოკრატიას ერთად ახსენებს, არის გაიძვერა, მატყუარა და ცინიკოსი. დღევანდელი ამერიკული დემოკრატია, იმ გაგებით, რა გაგებითაც მას ამერიკა საქართველოში სააკაშვილის ხელით ნერგავს, ნამდვილად არ გვჭირდება. სააკაშვილისეული დემოკრატია ყველამ ერთად აშენოს ვაშინგნტოში, ვაიომინგში, ან არკანზასში.

ამიტომ ბუნებრივია, რომ არაფერი საერთო არ მაქვს ამ ხალხთან, ისევე როგორც იმათთან, ვინც კრემლის კართან ხელგაწვდილი იდგა. მე ჩემი გზა მაქვს და ჩემი გზით ვივლი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ჯაყოს ხიზნებში. საქართველო არის ხევისთავის ოჯახი და ყველა კმაყოფილია. ამაში მონაწილობის მიღებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ.

მიიღებთ მონაწილეობას, საპროტესტო აქციები თუ გაიმართება?
- დიახ, მივიღებ, ოღონდ თუ ქართველი ხალხი ბრძოლის ჟინით იდგება და არა იმისთვის, რომ მითოლოგიაში და კერპთაყვანისმცემლობის ზეობაში მიიღოს მონაწილეობა. ბუნებრივია, სადაც ქართველი ხალხი ამ ბოროტების წინააღმდეგ იბრძოლებს, აუცილებლად ვიქნები ამ ხალხის რიგებში და არა სათავეში. რასაც ქართველი ხალხი აირჩევს, იმ გზას გავყვები, თუნდაც ეს იყოს რადიკალური გზა, რადგან ვფიქრობ, სააკაშვილის მოცილების ერთადერთი გზა არის აჯანყება.

იარაღით აჯანყებას გულისხმობთ?
- არა, იარაღით ღმერთმა დაიფაროს, იარაღს უბედურების მეტი არაფერი მოაქვს, ამისთვის სულ არ არის საჭირო იარაღი. ამისთვის აუცილებელია: პრინციპულობა, თავმოყვარეობა და თავგანწირვა; ასეთ დროს იარაღი არის ხალხი და მისი სამართალი, რის წინაშეც უძლურები არიან: ავიაგადამზიდები, ბომბდამშენები, ზარბაზნები, მერაბიშვილები, სააკაშვილები... ხალხის ნებას, სიმტკიცეს და თავგანწირავს ვერასდროს დაუდგება წინ რაიმე.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება