ვიდეო

სატრანსფერო ამბები
11:10 26.07.2010
[მსოფლიო სპორტი]
ესპანური “სევილიას” წარმომადგენლები რუსულ პრემიერლიგაში ცოტა ხნის წინათ გამართულ მატჩს დაესწრნენ, სადაც მოსკოვის “სპარტაკი” “სიბირს” მასპინძლობდა და 5:3 მოუგო. რუსული “სპორტ სეგოდნიას” ცნობით, სევილიელებმა ანანიძის თამაშის ვიდეოფირი შეუკვეთეს და კლუბის ხელმძღვანელობას გაუგზავნეს. შეხსენებისთვის, ჯანომ ამ სეზონში საუკეთესო მატჩი სწორედ “სიბირთან” ჩაატარა და 2 ლამაზი გოლიც გაიტანა.

გამოცემის ცნობით, ანდალუსიელებმა ქართველის ტრანსფერის ნაწილის გამოსყიდვაზე ჩამოუგდეს სიტყვა “სპარტაკს”, თუმცა, უარი მიიღეს. გეხსომებათ, ევროპული კლუბებიდან სწორედ “სევილია” იყო პირველი, რომელმაც ანანიძის შეძენის სურვილი გამოთქვა – ეს შარშან, როცა ქართველი “სპარტაკის” დუბლებიდან ძირითად გუნდში გადაიყვანეს. ჯანოთი სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი და ყველაზე უფრო “არსენალის”, “მილანისა” და “ფიორენტინას” სახელები ფიგურირებს.

**********

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი რევაზ ბარაბაძე გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის “კარლსრუეში” ისინჯება. 22 წლის ტანმაღალი ბარაბაძე ბოლოს მაჰაჩყალის “ანჟიში” იყო, მაგრამ მას აღარ ეკუთვნის. ks-online-ს ცნობით, ბარაბაძის “კარლსრუეში” დარჩენის შანსს ერთი გარემოება ზრდის – გუნდს ერთ-ერთი წამყვანი ფორვარდი ნიკლას ტარვაჰარვი დაუშავდა და მას შემცვლელი სჭირდება. თუმცა, არის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება: “კარლსრუეს” კაპიტანი ხომ ალექსანდრე იაშვილია...

რადგან “კარლსრუეზე” ვამბობთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ თვენახევრის წინათ ამ გუნდში რამდენჯერმე ივარჯიშა “ფრაიბურგიდან” წასულმა ქართველმა გარემარბმა დავით თარგამაძემ, თუმცა, მას შემდეგ “კარლსრუეში” აღარ გამოჩენილა.

**********

ესპანეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასთან დაკავშირებული საგა გრძელდება. ლონდონის არსენალისა და ბარსელონას ხელმძღვანელები შეთანხმების მიღწევას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. თვითონ ფეხბურთელმა კი, ინტერნეტ-გამოცემა Sport-ის მტკიცებით, კატალონიურ გრანდთან პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე მოილაპარაკა. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თუკი მეთოფეები ფაბრეგასის გაყიდვას დათანხმდებიან, ახალგაზრდა ნახევარმცველი ბარსასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება 7 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა უკვე მეორე წელია ცდილობს საკუთარი საფეხბურთო აკადემიის აღზრდილის ლონდონიდან სამშობლოში დაბრუნებას, რასაც არსენალის მესვეურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ცოტა ხნის წინათ კატალონიელთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა - ჩვენ მზად ვართ ფაბრეგასის შესაძენად, თუმცა, მის სანაცვლოდ ასტრონომიული ფასის გადახდას არ ვაპირებთო.

მეთოფეები კი ყოველნაირად ცდილობენ თავიანთი კაპიტნის შენარჩუნებას, რომელსაც ლონდონელთა შემადგენლობაში უკვე 7 სეზონი აქვს ჩატარებული. არსენალის ფორმით გამართულ 267 შეხვედრაში ფაბრეგასმა 46 გოლი გაიტანა და 81-ჯერ პარტნიორებს ასისტენტობა გაუწია. ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში მან 54 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარის აღება 6-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ფაბრეგასს ერთი შეხვედრა კატალონიის ნაკრების შემადგენლობაშიც აქვს ჩატარებული.

**********

ინგლისის მანჩესტერ სიტიმ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, ქალაქელებმა რომის ლაციოს ხელმძღვანელობა სერბეთის ნაკრების 24 წლის განაპირა მცველის, ალექსანდრ კოლაროვის ინგლისში გაშვებაზე დაიყოლიეს. მოლაპარაკების გაჭიანურების მიზეზი კი ის იყო, რომ მხარეები ტრანსფერის ღირებულებაზე ვერ თანხმდებოდნენ. სიტისა და ლაციოს შეფებმა ოქროს შუალედი გუშინ გამონახეს - მანჩესტერელები რომაელებს 19 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

კოლაროვმა უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და ქალაქელებთან 5-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. უახლოეს დღეებში სერბი მცველი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც მისი ახალი გუნდი წინასასეზონო შეკრებას გადის. სიტიში მისი უშუალო კონკურენტი კი უეინ ბრიჯი იქნება.

კოლაროვი პირველად 2007 წელს ვნახე. იგი ბურთს კარგად ფლობდა, საკმაოდ ზუსტ გადაცემებს ასრულებდა და არც ტექნიკის მხრივ დაეწუნებოდა რამე. მას შემდეგ მე მას ყურადღებით ვაკვირდები. ძალიან მომწონს მისი შეტევაში ჩართვები. ის ძალიან სწრაფია და უძლიერესი დარტყმა აქვს.

ამასთან, კოლაროვს რამდენიმე პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში. საერთაშორისო არენაზე მას უდიდესი წარმატება ელის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთანამშრომლობა სიტის დიდ გამარჯვებებამდე მიიყვანს, - აღნიშნა კოლაროვთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ სიტის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ. სიმართლე გითხრათ, ჩემი შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ, თუმცა, მანჩინისთან საუბრის შემდეგ, ჩემს რჩეულად სიტი იქცა. უკვე დავრწმუნდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. მანჩესტერელებს სერიოზული მიზნები აქვთ, რომლის მიღწევას უახლოეს წლებში აპირებენ და მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, სიტი ფანტასტიკური გუნდია. ვიცი, რომ მანჩესტერელებმა ინგლისის ჩემპიონატი ბოლოს 30 წლის წინათ მოიგეს. ჩვენ გვინდა ეს წარუმატებელი სერია მომავალ სეზონშივე შევწყვიტოთ და გულშემატკივარს წარმატებით დატკბობის საშუალება მივცეთ, - ეს კი უკვე სერბი მცველის კომენტარია.

კოლაროვი ლაციოს ღირსებას 3 სეზონის განმავლობაში იცავდა და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 82 საჩემპიონატო შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. სერბეთის ეროვნული გუნდის ფორმით გამართულ 15 მატჩში კი, პირადი სანაკრებო გოლების ანგარიშის გახსნა ჯერ ვერ მოახერხა.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კოლაროვი სიტის მეოთხე შენაძენია. ქალაქელებმა მანამდე ჯერომ ბოატენგი, დავიდ სილვა და იაია ტურე დაიმატეს. მანჩესტერელთა ხალმძღვანელები მოლაპარაკებას კიდევ ორ ფეხბურთელთან აწარმოებენ - მარიო ბალოტელისა და ჯეიმს მილნერთან. ბრიტანული პრესის მტკიცებით, სიტის მესვეურები უახლოეს დღეებში მათ ტრანსფერებსაც ოფიციალურად დაადასტურებენ.

12:02 09.09 - თბილისში ევროპელ საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მე-19 კონფერენცია გაიხსნა

11:58 09.09 - "არა", ადვოკატები და დევნილთა ასოციაცია ერთობლივ საპროტესტო აქციას მართავენ

11:53 09.09 - თბილისი ერევანთან მოლაპარაკებების უშედეგობას აღიარებს, თუმცა ორმხრივ ურთიერთობებში ბზარის გაჩენის დაუშვებლობაზე საუბრობს

11:49 09.09 - სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხის გამო დაკავებულ პირთა სარჩელის განხილვას იწყებს

10:44 09.09 - სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს ხვდება



17:20, 08.09.2010
„საქართველოს დეოკუპაცია დიპლომატიით უნდა იყოს მიღწეული“
„პრეზიდენტ“ ბაღაფშის განცხადებით, „თუკი საქართველო და ის ქვეყნები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ლტოლვილების (ბაღაფში მათ დევნილებად არ აღიარებს) საკითხის გადაწყვეტას უჩვენოდ აპირებენ, ეს მათი პრობლემაა“


08:08, 08.09.2010
პანკისის ხეობა კვლავ “მოდაშია”
მოსკოვში გაკეთებული განცხადებით, „ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი „ბოევიკები“ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან“. ექსპერტთა შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.


14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს

[12:08 07.09]
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]

[00:11 07.09]
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

საზოგადოება

13:47, 08.09.2010
მეგრულმა “ტაჯმაჰალმა” კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი გადაფარა?
კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები


08:50, 08.09.2010
პანიკა სვანეთში - მოსახლეობას ეშინია, რომ მიწებს წაართმევენ
უკვე დახარჯულია მილიონობით დოლარი მესტიაში სათხილამურო ტრასების მოსაწყობად, მაშინ, როცა ის ტერიტორიები, სადაც ტრასები ეწყობა, ადგილობრივების თქმით, მათი ისტორიული საკუთრებაა


19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“

[15:49 07.09]
პიარი ქართულად

[13:28 06.09]
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

ეკონომიკა

11:15, 08.09.2010
ქართულ ზონებს უცხოელებთან ერთად ადგილობრივებიც ერიდებიან
ბიზნესმენთა ასოციაციაში ირწმუნებიან, რომ ქართული კომპანიები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლით დაინტერესებული არიან, თუმცა ინდუსტრიული ზონა მიმზიდველი, ძირითადად, ექსპორტზე მომუშავე კომპანიებისთვისაა, რადგან შეღავათები მხოლოდ ექსპორტიორებზე ვრცელდება


10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება

[12:55 07.09] - მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

10:07, 09.09.2010
მსმენელებმა ყველაზე “მანათობელი” სიმღერები გამოავლინეს
ჯგუფ Queen–ის კომპოზიცია "Bohemian Rhapsody" დასახელებულია საუკეთსოდ იმ სიმღერებს შორის, რომელთა მოსმენის დროსაც მსმენელებს სანთებელების ანთების სურვილი იპყრობთ, ანუ, როდესაც თან უსმენ და თან ანთებულ სანთებელას რიტმულად იქნევ.

[11:41 08.09] - ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება