ვიდეო

გიორგი ჭანტურია: “ან ისევ “ბარსა”, ან... “ჩელსი”
10:49 23.07.2010
[მსოფლიო სპორტი]
საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში ვართ: საქართველოს ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, ლონდონის “ჩელსიში” გადავიდეს. გეცოდინებათ, საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” აღზრდილი ჭანტურია კატალონიურ “ბარსელონაში” იჯარით იყო წასული. გიორგიმ “ბარსას” ჟუვენილ ბ-ში ყოჩაღად ითამაშა და კატალონიელებმა კონტრაქტი გაუმზადეს, თუმცა... სავარაუდოდ, “ჩელსი” უკეთეს ხელშეკრულებას შესთავაზებს 17 წლის ფორვარდს.

ჭანტურია ამჟამად თბილისშია. “მსოფლიო სპორტი” გიორგის დაუკავშირდა და საუბარი არა მარტო “არისტოკრატებში” შესაძლო გადასვლას, არამედ ბარსელონაში გატარებულ პერიოდსაც შეეხო.

ამჟამად სად ვარჯიშობ?
- საგურამოში, გიორგი დევდარიანის 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად.

“ბარსელონაში” როდის გეწყება ვარჯიში?
- თუ “ბარსელონაში” დარჩენას გადავწყვეტ, 1 აგვისტოს გავფრინდები კატალონიაში.

გასაგებია. ანუ, ლონდონის “ჩელსიში” შენი გადასვლის ამბავი აქტიურად განიხილება...
- დიახ. “ბარსელონასგან” შემოთავაზებული კონტრაქტი ხელში მიჭირავს. ახლა “ჩელსის” წინადადებას ვნახავ და ამის შემდეგ ავირჩევ. ჯერ ბოლომდე არ ვიცი, რას მთავაზობს “ჩელსი”, რომელ გუნდში თამაშს.

“ბარსელონა” “კანტერაში”, ანუ მეორე გუნდში თამაშს ჯერ არ გთავაზობს?
- არა, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი ლიგით ზემოთ, ჟუვენილ ა-ში თამაში შემომთავაზეს.

გული არ დაგწყდება “ბარსელონადან” წასვლაზე?
- თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან მომენატრება იქაურობა. კარგ გუნდში ვიყავი, ჩვენი მწვრთნელი სერხიც ძალიან მეხმარებოდა და მისი დიდი მადლობელი ვარ.

რამდენჯერმე ივარჯიშე კიდეც ხოსეპ გვარდიოლას გუნდთან ერთად. შთაბეჭდილებები?
- ფანტასტიკური იყო. რა უნდა ვთქვა, როცა მესის, ინიესტას და იბრაჰიმოვიჩის გვერდით აგორებ ბურთს. წლეულს ორჯერ ვივარჯიშე გვარდიოლას გუნდთან, ერთხელ კი ვითამაშე კიდეც ამხანაგური მატჩი, როცა ბოლივიის კლუბს ვხვდებოდით და გოლიც გავიტანე. თუმცა მაშინ მესი და სხვა ლიდერები არ იყვნენ გუნდში, ნაკრებში იყვნენ წასულები.

ყველაზე მეტად, ალბათ, მესი მოგწონს. ასეა?
- მესი და ინიესტა. უფრო, მესი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვის გულშემატკივრობდი?
- რა თქმა უნდა, ესპანეთს.

“ჩელსიში” ესპანურისგან საკმაოდ განსხვავებული სათამაშო სტილია. შენ რომელი უფრო გიზიდავს?
- ინგლისის პრემიერლიგა ყველაზე მეტად მომწონს და ვფიქრობ, უფრო ძლიერიცაა.

რატომ?
- ინგლისში საშუალო დონის გუნდები რომ ხვდებიან, მაშინაც კი მაგარი ბრძოლა იმართება. ესპანეთში კი ხშირია შემთხვევები, როცა ერთი გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობს.

ერთიც, “ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ში თამაშისას სხვა ესპანური კლუბისგან არ გქონია წინადადება?
- “ვალენსიისგან” მქონდა და როგორც ვიცი, ახლაცაა ინტერესი, მაგრამ “ჩელსი” სხვა დონეა.

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება