ვიდეო

ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს ემშვიდობება
13:00 21.07.2010
[მსოფლიო სპორტი]
აიჩის პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინი და გაგამარუ უარყოფითი ბალანსისკენ (მაკე-კოში) მიექანებიან, კოკაი კი წოდებაში დაწინაურების რეალურ შანსს ინარჩუნებს. ჩვენც ყველაზე წარმატებულად მოასპარეზე ქართველის სეკიტორით დავიწყოთ.

დასავლეთის მე-12 მაეგაშირას ტიტულის მქონე კოკაიმ იგივე ლევან ცაგურიამ ტურნირზე მე-5 გამარჯვება მე-15 მაეგაშირა ჰოკუტორიკისთან იზეიმა და თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) გაუხდა.

29 წლის “შავი ზღვა” 32 წლის იაპონელთან საწყის კონტაქტს გაექცა და მეტოქე ჰატაკიკომით დაამარცხა, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი მასპინძელთა საყვარელი სუმოისტი ტაკამისაკარი (მე-11 მაეგაშირა) იქნება.

უცნაური მოძრაობების გამო, “რობოკოპად” მონათლულ იაპონელს კოკაი გასული ნოემბრის შემდეგ სამჯერ გადაეყარა და სამივე შემთხვევაში, შერკინება ოკურიდაშით დასრულდა. შარშან ორივე ბრძოლა ტაკამისაკარიმ მოიგო, წლეულს მარტში კი ცაგურიამ რევანშის აღება შეძლო.

კომუსუბის ტიტულის ზიდვა უჭირს ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრ ლევან გორგაძეს, რომელიც ტოჩინოშინის შიკონათია ცნობილი. 22 წლის ქართველმა, როგორც იქნა, ორი გამარჯვება ერთმანეთს გადააბა, თუმცა, დღეს პირველ მაეგაშირა ასასეკირიუსთან იორიკირით წააგო და თავი ურთულეს მდგომარეობაში ჩაიგდო.

ლევანმა ექს-სეკივაკე ასასეკირიუს მავაში კი მოიგდო, თუმცა, “წითელმა დრაკონმა” ჩვენებურის კორპუსში შესვლა მოახერხა და საპასუხო ილეთით წარმატებას მიაღწია.

წოდებაში დაქვეითებას რომ გადაურჩეს, ტოჩინოშინიმ დარჩენილი ხუთივე შერკინება უნდა მოიგოს, ეს კი, მისი ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე მე-2 მაეგაშირა არანი იქნება. ოს ალან გაბარაევს ნაგოიას ტურნირზე 6 ბრძოლა აქვს მოგებული, ჩვენებურთს კი პირველად შეერკინება.

4 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა მაკუუჩის ყველაზე მძიმე (202 კგ.) სეკიტორ თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ერთ-ერთ ლიდერ ჰომაშოსთან შერკინებისას ქართველმა პირველივე შეჯახებისას წაიფორხილა და შიტატედაშინაგეს შემდეგ, დოჰიოზე აღმოჩნდა. სხვათა შორის, მე-13 მაეგაშირა ჰომაშო ერთადერთი სეკიტორია, რომელიც ასევე დაუმარცხებელი იოკოძუნა ჰაკუჰოს დევნას განაგრძობს.

ხვალ, გაგამარუ მე-11 მაეგაშირა ტაკეკაძეს დაუპირისპირდება, რომელსაც თანაბარი ბალანსი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ნაგოიას ბაშო ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 25 ივლისამდე გასტანს.

13:18 08.09 - უცხო ქვეყნის მოქალაქეს პასპორტის ქართულენოვანი თარგმანი აღარ სჭირდება

13:15 08.09 - პუტინი: "ნაბუკოს" პროექტის წარმატების შანსები მცირეა

13:13 08.09 - ე.წ. სამხრეთ ოსეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კომენდანტის საათი იმოქმედებს

11:25 08.09 - სერგეი ბაღაფში თურქეთში ვიზიტს გეგმავს

11:20 08.09 - არსებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იარაღით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს



14:12, 07.09.2010
ვალენტინა მატვიენკო – რუსი ტეტჩერი, რომელიც შეიძლება რუსეთის ახალი სახე გახდეს
ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა... გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის ახალი სახე გახდეს


12:08, 07.09.2010
რატომ გახდა გასაიდუმლოებული სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის დეტალები [video]
გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია


00:11, 07.09.2010
სილა ბათუმიდან და, ისევ დუბლინში...
ეს იყო იმის მაჩვენებელი, რომ ამერიკული ისტებლიშმენტი ნეგატიურად არის განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ და ეს ხაზგასმული დიპლომატიური ქმედება იყო ქალბატონი რაისის მხრიდან

[05:56 06.09]
კონფედერაციული პრობლემა: “სააკაშვილის არსებობით აზერბაიჯანსაც თავისტკივილი ემატება” – (ნაწილი პირველი)

[18:28 04.09]
შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს

[15:26 04.09]
ახალი რუსული ინიციატივა - ერთიანობა დაშლის ფასად

საზოგადოება

19:19, 07.09.2010
„არაბი ფაშა“, ანუ წესები ისევ ძველია...
„დისბალანსის შექმნა, სხვადასხვა “პოსტ-მოდერნისტული” შეთქმულებების ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ სერბეთსა და საქართველოში, ნიშნავს ამერიკული იმპერიული თვითდაჯერებულობისა და ბრმა სისულელის აქტის გახორციელებას“


15:49, 07.09.2010
პიარი ქართულად
პიარი მარკეტინგის ნაწილად მოიაზრება, თუმცა, საქართველოში პიარი შემოვიდა არა როგორც მარკეტინგული მიდგომა, არამედ როგორც პოლიტიკური იარაღი, რამაც ბევრ რამეზე არასწორი კვალი დატოვა


13:28, 06.09.2010
სააკაშვილი ქურდული სამყაროს გარკვეულ ნაწილს მფარველობს?
"წყნეთში, ვინმე მოსკოველი ქურდის ხაჩიძის “დაჩაზე” გაიმართა ონიანის, სააკაშვილის და მისი ბიძის ”სხადნიაკი”, სწორედ იქედან მოუწოდებდა ონიანი ხალხს მიშას დაუჭირეთ მხარიო. გავა დრო და თვალნათლივ დაინახავთ, რომ არსებობენ ე.წ ხელშეუხებელი ქურდები"

[11:55 05.09]
ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა - აურზაური მიშლენდში

[15:09 04.09]
23 მილიონის დამკარგავი სუბელიანი 25 მილიონს ეძებს

[13:06 03.09]
ჯიბგირები არსად წასულან

ეკონომიკა

10:11, 08.09.2010
“ფიჭური” დაძაბულობა პიკს აღწევს
მარეგულირებელი კომისია ამ ეტაპზე საცალო ტარიფის კვლევას ახდენს, კომპანიები ვალდებულნი არიან სატარიფო გათვლები 10 სექტემბრამდე წარუდგინონ კომისიას, ამის შემდეგ კი მარეგულირებელი გადაწყვეტს, გახდება თუ არა საცალო ტარიფზე ზედა ზღვარის დაწესება


12:55, 07.09.2010
მთავრობას ინფლაციის შესაჩერებელი მუხრუჭი გაუცვდა
დღე არ გავა ინფლაციის შესახებ საგანგაშო მონაცემები არ გამოქვეყნდეს. ფასების ზრდა იმდენად მკვეთრი და თვალშისაცემია, რომ სახელმწიფო უწყებებსაც კი უჭირთ მათთვის ესოდენ არასასურველი ინფლაციური მაჩვენებლის დამალვა

[12:30 07.09] - მიმკვადარებული „ნაბუქო“ ბანკებმა გამოაცოცხლეს

[05:53 06.09] - სამუშაო ადგილები არც ჩვენთან და არც მსოფლიოში

[13:15 03.09] - სასკოლო ბიზნესის თემამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა

სპორტი

11:13, 08.09.2010
ლივერპულის ისტორიის ქრონოლოგია
როგორც “ევერტონის”, ისე “ლივერპულის” დაბადება “წმ. დომინგოს” ეკლესიის საპატიო პალატისა და ჯონ ჰოულდინგის – ქალაქ ლივერპულის მერის ძალისხმევის შედეგად მოხდა. სწორედ ამ უკანასკნელმა დაატოვებინა “ენფილდი” “ევერტონს” და მანვე დააარსა “საფეხბურთო კლუბი ლივერპული”


05:47, 06.09.2010
რუსმა გულშემატკივრებმა ანდორელი ფერმერის მოსავალი გაანადგურეს
ანდორელი ფერმერი ამბობს, რომ მას ხილი არ ენანება, მაგრამ ვერ გაუგია ასე საგულდაგულოდ რატომ გაჯეგეს დაუპატიჟებელმა სტუმრებმა კარტოფილის ნარგავები და საიდან და რატომ მოზიდეს ამ რაოდენობის ნაგავი

[14:28 01.09] - უეფამ ვუვუზელები აკრძალა

[12:01 30.08] - საქართველო ქვეჯგუფში მეორეა

[12:19 26.08] - სვენ–იორან ერიქსონს უკრაინის ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელობა სურს

ხელოვნება

11:41, 08.09.2010
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდელ გათავისუფლებაზე მეექვსედ უთხრეს უარი
წინასწარ ჩაატარა რა ტელეკონფერენცია ჩეპმენთან, კომისიამ სამშაბათს ჩათვალა, რომ პატიმარი ნიუ-იორკის ერთერთ ციხეში უნდა დარჩეს

[05:04 06.09] - მადონა თავის ფილმში თავის ცამეტი წლის გოგონას გადაიღებს

[14:05 01.09] - გროზნოს რუსული კინოფესტივალი – „არც ქვემეხები სდუმან და არ მუზები“

[14:59 29.08] - მუსიკოსები ქუჩებისთვის, ანუ ქუჩები მუსიკოსებისთვის

Copyright © Presa.ge, 2010, Tbilisi, Georgia
info@presa.ge · Information Technologies
რეკლამის განთავსება