• თბილისი
  • 4°C
  • 17 დეკემბერი, 2018
article

კვლევა: თინეიჯერების გონება კანაფის მოხმარების შემთხვევაში მაქსიმალურად ქვეითდება

ბრიტანული გამოცემა BBC, კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, კვლევა ჩატარებულია თინეიჯერებში, რომლებიც კანაფს მოიხმარდნენ.

კანადაში ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ კანაფის გამოყენებით მოზარდები გრძელვადიან ზიანს აყენებენ თავიანთი გონების განვითარებას.

აღმოჩნდა, რომ კანაფის გავლენა აზროვნების უნარზე, მეხსიერებასა და ქცევით უნარებზე უფრო ცუდი იყო, ვიდრე ალკოჰოლი.

მკვლევარებმა აღნიშნული შედეგის მიღების შემდეგ, თინეიჯერებს მოუწოდეს, რომ კანაფის გამოყენება მაქსიმალურად შეიზღუდონ.
ადრეულ ასაკში კაანაფის მოხმარება სხვადასხვა პრომლემის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს, მაგალითად, როგორიცაა: სწავლა, ყურადღება, გადაწყვეტილებების მიღება, დავალებების შესრულება და ა.შ

კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის გამოყენებით მიღებული შედეგები კატასტროფულია.
მისი გამოყენებისას თინეიჯერების გონება გარკვეულწილად ქვეითდება, მათ სწრაფად აზროვნება და ლოგიკური მსჯელობა უჭირთ, ქცევის კონტროლი კი ნაწილობრივ დაკარგული აქვთ.

კანაფის დიდი რაოდენობით გამოყენება ზრდის ფსიქოზური დაავადებების განვითარების რისკს - განსაკუთრებით კი მოზარდებში.





თეგები :