• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერს ე.წ. რესპუბლიკის დღეს ულოცავს

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერს ე.წ. რესპუბლიკის დღეს ულოცავს. რუსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, ურთიერთობა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივად მომგებიანი ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე დინამიურად ვითარდება.

"მინდა, დავადასტურო რუსული მხარის მზადყოფნა, რომ მომავალშიც აღმოუჩინოს ყოველგვარი დახმარება სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასა და ერს აქტუალური სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,"- აღნიშნულია ვლადიმერ პუტინის წერილში.


თეგები :