• თბილისი
  • 20°C
  • 15 ოქტომბერი, 2018
article

რომის პაპი: სექსი არ არის ტაბუ, ის ღვთის საჩუქარია

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ სექსი და სექსუალურობა ღვთის საჩუქარია. რომის პაპის განცხადებით, სექსზე ტაბუ არ უნდა იყოს, ის "ღვთისგან ბოძებული საჩუქარია".

"სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. არანაირი ტაბუ. სექსი სიყვარული და ახალი სიცოცხლის დაბადებაა. როდესაც ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარულია, ეს მათ უკვდავებას ანიჭებს", - თქვა რომის პაპმა.

რომის პაპის განცხადებით, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობას ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე შექმნან.
ამის შესახებ რომის პაპი 17 სექტემბერს საფრაგენთში ახალგაზრდებს ესაუბრა.


თეგები :