• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

აშშ-ს ყველაზე სისხლიანი ტერაქტიდან 17 წელი გავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტერორისტული აქტიდან 17 წელი გავიდა. ყოველწლიური ცერემონია ნიუ-იორკში, ამ დღისადმი მიძღვნილ მემორიალთან ჩატარდება.

ღონისძიებაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა სახელებს წაიკითხავენ. კითხვა სიმბოლურად 5-ჯერ შეწყდება. გატაცებული თვითმფრინავების ჩამოვარდნის და სავაჭრო ცენტრის შენობის ჩამონგრევის ზუსტ დროს მონაწილეები წუთიერი დუმილით შეხვდებიან.
2001 წლის 11 სექტემბერს, ალ-ქაიდას წევრებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომლებიც სავაჭრო ცენტრის და პენტაგონის შენობებს შეაჯახეს.

მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. ტერაქტებს თითქმის 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



თეგები :