• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით გარდაიცვალა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.

გარდაცვლილის მამის, გია ბერძენიშვილის განცხადებით, მისი შვილის, ვაჟა ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა.

"როგორც კი შეუძლოდ გახდა, წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული", - განაცხადა გია ბერძენიშვილმა.

თეგები :