• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ შავი სია და 41 სისხლიანი ელფერი

1. საყდრისის ისტორიული ძეგლის აფეთქება პირადი ინტერესების მიზნით. 

2. თავისი ეზოსთვის ბოტანიკური ბაღის ნაწილის მოხერხვა-მიერთება.

3. სტრატეგიული ობიექტების კერძო ინტერესებისადმი დაქვემდებარება და გაკოტრება (საქართველოს რკინიგზა).

4. შავი ზღვის სანაპირო ზოლის მრავალი კილომეტრის მითვისება სიმბოლურ ფასად.

5. მარიახუანას პლანტაციებისათვის ნიადაგის მომზადება (დამატებით ორ მილიარდს ვიშოვი).

6. ბიტკოინების ქარხნებიდან ათეულობით მილიონის შოვნა ჩვენს ხარჯზე (დენი გაძვირდა).

7. აბასთუმნის კურორტის წაღებისათვის სიტუაციის შემზადება (პროცესი მიმდინარეობს).

8. გაუმჭვირვალე და დამაზიანებელი გარიგებები მტერთან- ოკუპანტთან (გაზპრომი, ფარული მოლაპარაკებები).

9. ისტორიული ქუთაისისათვის შეძენილი ფუნქციის დაკარგვა (პარლამენტის შენობა თბილისში ბრუნდება).

10. „შავი სალაროსათვის“ ბიზნესის დაშინება-დაშანტაჟება (ფარცხალაძის, „ომეგას“  საქმე).

11. გარიგება კრიმინალთან (მათი ჩართულობა პოლიტიკურ  და საარჩევნო პროცესებში).

12. პირადი მიზნებისათვის ბუნების ნაწილის გაჩანაგება (ხეების მოთხრა-მოგზაურობა ჩვენი რესურსების ხარჯზე).

13. ოჯახური ინტერესებისათვის ისტორიული სვეტიცხოვლის დაკეტვა.

14. სახელმწიფო ინსტიტუტების პირადი დაცვის წევრებით დაკომპლექტება-კონტროლი.

15. პასუხგაუცემელი კითხვები მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში.

16. პასუხგაუცემელი კითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის საქმეში.

17. პასუხგაუცემელი კითხვები გენერალ თათუხაშვილის შვილის მკვლელობის საქმეში (2014 წლის 5 აპრილი, აიძულებდნენ ჩვენების მიცემას).

18. პასუხგაუცემელი კითხვები ციხეში ნაწამები და მოკლული კორტავას საქმეში (2013 წლის 12 მაისი).

19. პასუხგაუცემელი კითხვები სპეცოპერაციისას მოკლული სერგო ბექაურის საქმეში, რომელსაც დღემდე არ აქვს დამტკიცებული დანაშაული (2015 წლის 23 სექტემბერი).

20. პასუხგაუცემელი კითხვები წამებით მოკლული პატიმრის, 25 წლის გიგა ფარტენაძის საქმეში (2014 წლის 4 მარტი).

21. პასუხგაუცემელი კითხვები პოლიციის ზეწოლის გამო გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეში (თავი ჩამოიხრჩო - 2016 წლის 8 აგვისტო, აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას).

22. პასუხგაუცემელი კითხვები პოლიციის ზეწოლის გამო გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძის საქმეში (2013 წლის 6 ივლისი, აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას). 

23. პასუხგაუცემელი კითხვები პოლიციის ზეწოლის გამო გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის საქმეში (2017 წლის 7 ნოემბერი, აიძულებდნენ ფარულ თანამშრომლობას).

24. პასუხგაუცემელი კითხვები პოლიციელის მიერ მოკლული სალომე ჯორბენაძის საქმეში (2014 წლის 25 ივლისი).

25. პასუხგაუცემელი კითხვები ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში (2015 წლის 15 ივლისი).

26. პასუხგაუცემელი კითხვები „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონცერტზე მოკლული 15 წლის ავთო ბაგალიშვილის საქმეში (ეჭვმიტანილი ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირია, 2016 წლის 30 სექტემბერი).

27. პასუხგაუცემელი კითხვები გარდაცვლილი სპეცრაზმელისა და მებრძოლის, სერგო უბილავას საქმეში (2014 წლის 17 მარტი).

28. პასუხგაუცემელი კითხვები 28 წლის ხატია ძნელაძის მკვლელობის საქმეში, რომელსაც დიდი სიჩქარით მიმავალი „მერსედესი“ დაეჯახა. ოფიციალური მონაცემებით, მანქანას ენერგეტიკის მინისტრის დაცვის წევრი ჭუმბურიძე მართავდა, თუმცა, არსებობს ვარაუდი რომ საჭესთან კახი კალაძე იჯდა (2013 წლის 18 სექტემბერი).

29. პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი ბაქრაძის მკვლელობის საქმეში, რომელის დამარხული იპოვეს (მას მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე გარდაცვლილმა მამუკა მიქაუტაძემ პოლიციაში წამების დეტალები უამბო და შესაბამისად, პოლიციელების წინააღმდეგ მთავარ მოწმედ ითვლებოდა, 2013 წლის 22 ივლისი).

30. პასუხგაუცემელი კითხვები პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმეში (პოლიციელებს დაკავებისას შემოაკვდათ, 2017 წლის 25 ოქტომბერი).

31. პასუხგაუცემელი კითხვები ლევან აბზიანიძის გარდაცვალების საქმეში (დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა შარდმდენი ამები დაალევინეს და უკუჩვენებით გარდაიცვალა, 2017 წლის 17 ივნისი).

32. პასუხგაუცემელი კითხვები გიგა ოთხოზორიას დახვრეტის საქმეში (2016 წლის 19 მაისი).

33. პასუხგაუცემელი კითხვები პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის საქმეში, 2014 წლის 27 სექტემბერი).

34. პასუხგაუცემელი კითხვები პოლიციელის მიერ მოკლული სოფო სეფიაშვილის საქმეში (დაეჯახა მანქანით, 2014 წლის 22 აგვისტო).

35. პასუხგაუცემელი კითხვები გარდაცვლილი პატიმრის, გოგა ძველაიას საქმეში (თვითმკვლელობის ინსცენირება, 2013 წლის 9 ოქტომბერი).

36. პასუხგაუცემელი კითხვები პატიმარ ავთანდილ მაისურაძის მკვლელობის საქმეში, რომელიც მოკლული პატიმრის, გიგა ფარტენაძის წამების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა (თვითმკვლელობის ინსცენირება, 2014 წლის 23 მარტი).

37. პასუხგაუცემელი კითხვები პატიმარ ჯიდო ფირცხელანის საქმეში ( 2014 წლის 17 აგვისტო).

38. პასუხგაუცემელი კითხვები სამხედრო მოსამსახურის, გიორგი ასანიძის მკვლელობის საქმეში (ესროლეს თავში, 2014 წლის 3 სექტემბერი).

39. პასუხგაუცემელი კითხვები ანდრო ბოჭორიშვილის მკვლელობის საქმეში (მკვლელობაში ფიგურირებს პოლიციელი, 2015 წლის 10 მარტი).

40. პასუხგაუცემელი კითხვები 22 წლის მირზა ბუჩუაძის მკვლელობის საქმეში (მოკლა პოლიციელმა, ესროლა კეფაში, 2014 წლის 3 ოქტომბერი).

41. პასუხგაუცემელი კითხვები 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინა დღეს, 6 წლის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმეში. საქმე დღემდე გამოუძიებელია. „ქართული ოცნების“ წევრებმა, ირაკლი ალასანიამ და მანანა  ბერიკაშვილმა არჩევნების წინა დღეს მომხდარი საშინელი ფაქტი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალეს, რამაც არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონია. თუმცა, არჩევნების შემდეგ, მოკლულის ოჯახმა განაცხადა, რომ მკვლელობა ორგანიზებული იყო იმისათვის, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოსულიყო.