• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"ინგოროყვა რატომ ამტკიცებდა, რომ ბაგრატიონები სომხები არ იყვნენ? ისინი ბაგრატუნიანებად იწოდებოდნენ და ჩვენ ბაგრატიონები დავარქვით"

ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს:

"არჩევნები კი არა და1188 წელს გელათისადმი გაცემულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: ,,ქ. სახელითა ღმრთისაითა მე, თამარ ბაგრატუნიანმან, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუით მფლობელმან ვინებე...“

ჰოდა, თუ მაშინ ბაგრატუნიანებად იწოდებოდნენ, ბაგრატიონები როდის დავარქვით და პავლე ინგოროყვა რა პონტში ამტკიცებდა, რომ სომხები არ იყვნენო?

თან არ დაგავიწყდეთ, პირველ ბაგრატიონს აშოტა ერქვა. ტიპის სახელი და გვარი იყო: აშოტ ბაგრატუნიან," - წერს მეტრეველი.

ჟურნალისტის ამ მოსაზრებამ სოციალური ქსელის მომხმარებლებში არაერთვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მომხმარებლების ნაწილი დაეთანხმა ჟურნალიტს, მეორე ნაწილმა კი ეს მოსაზრება მკვეთრად გაარიტიკა. მომხმარებლები წერენ, რომ თეორია ბაგრატიონების სომხური წარმოშობის შესახებ არასწორია და ამას მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს.

თეგები :