• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს "ოპელის" მარკის ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები :