• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ზღვაზე 26-27 ოქტომბერს 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოs ცნობით, საქართველოში 25 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის დილამდე მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. 

სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, 4 -5 ბალიანი შტორმი.

სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

თეგები :

შტორმი