• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

"შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია და იასამნისფერ წვერიანი კაცისგან მოვითმენ?!" - ლალი მოროშკინამ "ცეკვავენ ვარსკვლავები" პროტესტის ნიშნად დატოვა

პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" საკუთარი ნებით დატოვა ჟურნალისტმა და პიარ-ტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ლალი მოროშკინამ პროექტში მონაწილეობის გამო ათი კილოგრამი დაიკლო და განსაკუთრებული მონდომებაც ჰქონდა, ცეკვაც მალე აითვისა და მაღალ შეფასებებსაც იღებდა, მაგრამ მოულოდნელად პროექტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ჟურნალისტსა და ჟიურის წევრს - გოჩა ჩერტკოევს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა.

მოროშკინა-ვარანკინის გამოსვლის შემდეგ გოჩა ჩეტკოევმა ამ ქორეოგრაფიულ ნომერს უარყოფითი შეფასება მისცა - საბჭოთა, ანუ სოციალიზმის დროინდელი ხელწერა. თან ასეთი შეკითხვაც დასვა: "საიდან მოიტანეთ ეს ძველი, ყავლგასული სტილი"?!

ლალი მოროშკინა ჩეტკოევის შეფასებამ გააღიზიანა და უპასუხა: "ვინაიდან, შოუ იწერება, რამის თქმას აზრი არ აქვს, მაინც ამოჭრიან, თქვენ საკადრის პასუხს მიიღებთ, როცა შოუ გავა პირდაპირ ეთერში"!

ლალი მოროშკინამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასეთი განცხადება გააკეთა:

"ჩერტკოევს თავისი ქმედებებით უნდა საკუთარი არაპროფესიონალიზმის გადაფარვა. გუშინ რაც მოხდა, ეს იყო უზნეობის პიკი, ზაკმა თქვა ჩავიფსიო და ჩერტკოევიც აყვა. მე „ჯეოსტარელი“ და დამწყები არ ვარ. როდესაც პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი, მთელი რიგი პირობები იყო წინასწარ შეთანხმებული, აქ ცეკვის კუთხით ჩემი დონის ადამიანები უნდა დამხვედროდნენ, დაცული უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. მაგრამ ეს და მთელი რიგი პირობები დაირღვა. გვინდოდა, ლამაზი შოუ გვეჩუქებინა ქვეყნისთვის, მაგრამ პროექტი გადადის უზრდელობაში. როცა გოჩას და ზაკის გადასაწყვეტია რაღაცეები ჩემს ქვეყანაში, იქ ჩემი ადგილი არ არის და მე დავტოვე პროექტი.

შეურაცხყოფა ხელისუფალისგან არ მომითმენია მე და მითუმეტეს იასამნისფერწვერიანი კაცისგან როგორ მოვითმენ? მე ვარ ვარსკვლავი, არ ვარ დამწყები ადამიანი, სწორედ ეს ვერ გაიგო რამდენიმე კაცმა, მაგრამ ჩერტკოევმა ეს როგორ უნდა გაიგოს, როცა იმედმა და ორმა კაცმა გახადა პოპულარული," - განაცხადა ჟურნალისტმა.

ლალის თქმით, ის პროექტში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ჩერტკოევი დატოვებს მას, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი - თუ პროქტში მისი დაბრუნება ვინმეს სურს, ეს ციფრებში უნდა იყოს გამოხატული.

თეგები :