• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
მოერიდეთ უფროსთან კონფლიქტს. გაფრთხილდით, ერთმა შეცდომა არ გაგიფუჭოთ კარიერა. გააქტიურდით, თუ სასაყვარელო მიმოწერა გაქვთ უცხოელ ადამიანთან. 

კურო
მოერიდეთ ფინანსურ ან სასიყვარულო ავანტიურას. შეიძლება გააფორმოთ ხელშეკრულება უცხოელებთან. გამონახეთ გართობისთვის დრო. მანდილოსნებს შეიძლება შეეცვალოთ გემოვნება, მისწრაფებები. 

ტყუპი
მეგობრული, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობები გადახედვას მოითხოვს. ჩვეული სამუშაო და ვალდებულებები შეიძლება მოსაწყენად მოგეჩენოთ. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის. 

კირჩხიბი
შთაბეჭდილებები, პროგრესის დღეა. ცვლილებები თავადაც გწყურიათ და გარემოც გიბიძგებთ მისკენ. შეიძლება მკვეთრად შეიცვალოთ შეხედულებები, მიზნები. 

ლომი
შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი ჰობი, სასიყვარულო გატაცება (ვირტუალური). თქვენი სიმპათიის ობიექტი შეიძლება უცხოელი გახდეს. სიურპრიზებისადმი იყავით მეტად დაკვირვებული. 

ქალწული
შემთხვევის გამო შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები, მიზნები, სურვილები. ფრთხილი და დაკვირვებული ნიშანიც კი შეიძლება გაიტაცოს ავანტიურამ. შინ და სამსახურში მოგინდებათ დიზაინის, ინტერიერის შეცვლა. 

სასწორი
მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით, ნამდვილად ვერ მოიწყენთ. ეს შეიძლება იყო ნაცნობობა, საქმეებში ცვლილება. ნუ ეცდებით წინასწარ განჭვრიტოთ მოვლენები, საყვარელი ადამიანის ქცევა. 

მორიელი
ორიგინალური საჩუქრების არჩევის დღეა. შეიძლება გაგიძაფრდეთ ინტერესი ეგზოტიკური სუვენირებისადმი. ეცადეთ, არ დაკარგოთ დიდი თანხა. 

მშვილდოსანი
იმიჯის შეცვლას გადაწყვეტთ. კარგი დღე ელით მოდის, ესთეტიკის, პოლიტიკის სფეროში მომუშავეებს. ახალი პროექტების დაწყება, ახალი თაყვანისმცემლების, მეგობრების შეძენის დღეა. 

თხის რქა
ცვლილებებია მოსალოდნელი ბიზნესის, სახლში. გაფრთხილდით, სიახლეებმა სტრესში არ ჩაგაგდოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს, განსაკუთრებით, საყოფაცხოვრებო საკითხებში. ნუ დაყენებთ უცხო პროგრამებს კომპიუტერში. 

მერწყული
დღეს ყველაფერი სწრაფად მოხდება. გაგიტაცებთ ახალი მეთოდები, პროგრესი. მოსალოდნელია მივლინება. მოკლე მანძილზე გადაადგილება, შეხვედრები. სიფრთხილე გმართებთ კომპიუტერულ ქსელთან, თამაშებთან, პროგრამებთან. 

თევზები
მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ტერმინალით გადახდისას, ვირტუალური ვაჭრობისას. წარმატება დამოკიდებულია თქვენს შრომისუნარიანობასა და გამოცდილებაზე.


astrologi.ge