• თბილისი
  • 17°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

მირზა სუბელიანს ციხეში სუიციდის მცდელობა ჰქონდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატებმა განუცხადეს. 

უფლებადამცველები დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ციხეში შესულები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლებიც.

„გუშინ მირზას სუიციდის მცდელობა ჰქონდა. არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. სტრესშია და მისი გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. 4 თვეა სამარტოო საკანში იმყოფება და მის ფსიქიკაზე ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა", - განაცხადა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა. 

კითხვაზე იყო თუ არა ის ასეთივე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მაშინ, როდესაც ჩანაწერია გაკეთებული, უფლებადამცველი ამბობს, რომ სუბელიანი სავარაუდოდ, მაშინაც მძიმე მდგომარეობაში იყო. 

უფლებადამცველებისთვის უცნობია იგეგმება თუ არა სუბელიანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. 

თეგები :