• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

საბერძნეთში ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, მის 2 თვის ჩვილს, ძაღლი დარაჯობდა

საბერძნეთში 23 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა – სოფო წიკლაური გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა - ამის შესახებ ინფორმაციას ​ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ემიგ­რან­ტთა იმე­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, 23 წლის სოფო წიკლაური. იპოვეს ბინაში 2 დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა….„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს”,  – წერს შოთო სიხარულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

სოფო წიკლაურის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, დარეჯან ღამბაშიძე.

“სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე, მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“, დამპირდა – კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ, ალბათ, უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით”, – წერს დარეჯან ღამბაშიძე.

თეგები :