• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

ლელა მიქელაძე: საქართველოდან გავიქეცი, რომ ქართველებს არ მოვეკალი, არაბმა ხალხმა შემიფარა, მანახა სამოთხე და უცხო რჯულის ხალხი მიცავდნენ მართლმადიდებელს მართლმადიდებლებისგან

ბიზნესლედი და ყოფილი მოდელი ლელა მიქელაძე, სოციალურ ქსელში აგორებული რამდენიმე დღიანი სკანდალის შემდეგ მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავის ცხოვრებაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, ლელა მიქელაძეს და ჟურნალისტ ნინო ადამაშვილს შორის ურთიერთობა მას მერე დაიძაბა, რაც ჟურნალისტმა მისი და ლელას ერთობლივი ფოტო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა. ლელას ფოტოზე საკუთარი თავი არ მოეწონა და ჟურნალისტი მის შეგნებულ ანტიპიარში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქალბატონებმა ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთს უამრავი შეურაცხყოფა მიაყენეს. გთავაზობთ ყოფილი მოდელის ახალ წერილს:

"ჩემი ნაოჭი თითოეული ჩემი განვლილი წელია. მადლობა ღმერთს, რომ 50 წელს მიმაღწევინა თუნდაც ისეთს, როგორიც მე დღეს ვარ. 2 უმძიმესი ავარია.....ჩემი გატაცება ოსეთში გადაყვანის მიზნით გალავარეზი გვიჩიანის წყალობით, იარაღით ფილტვში დაჭრა პოლიციელი ბაჩო პეტრიაშვილის წყალობით, რადგან ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი გლეხოვიჩი გადავარჩინე, რომ ბაღათურიას არ ჩაეცხრილა მანქანაში. ჩემმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ვმალავდი ამ ყველაფერს.

მარტო ამ გაყინულ სახლში ტურბო მენტო და ნავთს ვზოგავდი ნაოპერაციები, რომ იმის ფული არ მქონდა რომ მეყიდა. დედაჩემს არ ვაგებინებდი გერმანიაში რომ ქალს გული არ გახეთქოდა. არავის ვაგებინებდი, მარტომ გადავიტანე ამხელა ტკივილები.

გაფატრული ფილტვით ნაოპერაციები ნავთის 20 ლიტრიან ბალონს ვწევდი რომ ჩამესხა და ღმერთმა მაინც არგამწირა. გაგივლიათ ეს გზა??? გიგრძვნიათ ეს ტკივილი??? მაგრამ მორალურად არ დავცემულვარ, ეს ყველაფერი ხდებოდა აქ საქართველოში...

უდაბნოს უჰაერობა, სადაც გავიქეცი გადასარჩენად და ნულიდან დავიწყე ცხოვრება გავიქეცი, რადგან ქართველებს არ მოვეკალი, მხოლოდ იმის გამო რომ მე ქალი ვიყავი, აქ ამ ჯოჯოხეთში დარჩენილი 2000 იან წლებში, საიდანაც ყველა ჩემიანი გაქცეული იყო და არაბმა ხალხმა შემიფარა და მანახა სამოთხე. სამოთხე, რომელშიც ვიცხოვრე 15 წელი, სადაც საკუთარ სახლში ვგრძნობდი თავს, მიფრთხილდებოდნენ და ვუყვარდი ყველას და დღესაც ვუყვარვარ და მიცავენ ეს უცხო რჯულის ადამიანები თქვენგან, ქართველებისგან, მართლმადიდებელს მართლმადიდებლებისგან.

ბევრი უძილო ღამეები, სადაც მართლმადიდებელი ყოველ დილით ვისმენდი მოლას ლოცვას და ცდუნებას არ ავყოლილვარ და საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობდი, რადგან მენატრებოდა ჩემი სახლი, ჩემი მიწა და წყალი ...,და დაბრუნებულს იმის მაგივრად რომ მომფერებოდით და გეგრძნობინებინათ ჩემთვის რომ საქართველოში ვარ, ჩემს მიწაწყალზე, პირიქით არ დაიშურეთ განცდა და ნერვიულობა. რაც მე საქართველოში ისევ ქართველმა ხალხმა გამიკეთეთ და გადამატანინეთ მართლმადიდებლებმა, რომელიც ყოველი ეკლესიის დანახვაზე პირჯვარს იწერთ და ღმერთის გწამთ.არის რომ სამართალი? ღმერთის არ გეშინიათ?...მაგრამ მე მაინც მიყვარს ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი რადგან მათ შორის ბევრი კარგი და კეთილი ადამიანები ხართ...

...შემოევლეთ ჩემს ნაოჭებს ყველამ. ღმერთმა არ გადაგატანინოთ ამდენი, თორემ დღეს გნახავდით ვინ როგორი იქნებოდით,,მე კიდე კარგი ვარ თქვენთან შედარებით ჩემი მინუსპლიუსებით და ნერვებით შენდობით და სიყვარულით.25 წლის ასაკში ხალხი უკვე დანერვოზებული და გაუბედურებულები დადიან..მხოლოდ იმის გამო რომ მას რატომ აქვს და მე რატომ არმაქვს..შური და ბოღმა კლავთ, როდესაც მარტო ქალს, კაცის გარეშე ხედავენ შემდგარს დამოუკიდებელს და მოვლილს.

ჩემი გიკვირთ, ნერვები რომ მეშლება? ვინმე ჩემს ვიზუალს რომ ეხება და ვიღაც ბომჟები რომ მლანძღავენ ადამიანს, რომელსაც არ იცნობენ, არ იციან მისი სულიერი სამყარო მისი ტკივილი.. თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა ტკივილები მაქვს გადატანილი? გიგრძვნიათ ვინმეს??? მაინც ყველას გეფერებით და გიღიმით, იმიტომ რომ გაჭირვებამ და ტკივილმა კი არ გამაბოროტა, პირიქით უფრო გამაძლიერა და სრულყოფილი გამხადა. ისიც კი ვერ აიტანეთ რომ საქართველომ მაღიარა ამ უსასრულობაში და სიურპრიზის სახით ბრენდ პერსონას ტიტული მომანიჭა, დამაფასა, რადგან ჩემნაირები დასაფასებლები არიან მართლაც.

ისევ გამოაჩინეთ თქვენი სიბოროტე და სიძულვილი იმ ქალის მიმართ, ვისაც არასდროს არავისთვის ხმა არ აუმაღლებია და არაფერი დაუშავებია, ყველაფერი თავისით აქვს ცხოვრებაში მიღწეული თქვენს დაუხმარებლად და ვინმე თუ რამეში მამტყუნებს, ჩემი ფეხსაცმელი მოირგეთ ჩემი განვლილი გზა გამოიარეთ, დამიაბგონეთ და მერე ილაპარაკეთ ჩემზე..მადლობა ღმერთს რომ მე ასეთი ვარ და ვიქნები მუდამ სანამ პირში სული მიდგას," - წერს ლელა მიქელაძე.

თეგები :