• თბილისი
  • 13°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

ფრანკფურტის ბაზრობაზე ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილი, ყანწიანი მამაკაცის გამოსვლამ ქართველი ნაციონალისტები აღაშფოთა (ვიდეო)

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვარდისფერ ჩოხაში გამოწყობილი, ყანწიანი მამაკაცის გამოსვლამ ქართველი ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილი აღაშფოთა.

"ასე წარადგინეს ქართველი მამაკაცი ფრანკფურტის ბაზრობაზე," - დაიწერა ერთ-ერთ ნაციონალისტურ ქართულ გვერდზე, რასაც ინტერნეტის ქართველი მომხმარებლების ნაწილის ჰომოფობიური კომენტარები მოჰყვა.

ვიდეომ, პირიქით, მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მეორე ნაწილში. სოციალური ქსელის მომხმარებლების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ამ ვიდეოში ქართველი მამაკაცის დამამცირებელს ვერაფერს ხედავს და პირიქით, ის საინტერესო და კრეატიულია.

ნახეთ ვიდეო:

თეგები :