• თბილისი
  • 14°C
  • 21 ნოემბერი, 2018
article

11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის გზაზე ავტობუსი იმოძრავებს

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი, N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის "ბოგდანის" მარკის ავტობუსი წყნეთიდან - მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიამ N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღო. წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.


თეგები :