ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - დამწვარია 800 კვ. მ. ფართობი
-
"პრესა.ჯი"
-
10:07 11.10.2018
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი იყო. აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.