• თბილისი
  • 20°C
  • 15 ოქტომბერი, 2018
article

"შენ დედასაც შევ**ი შე შლამახუნის მაიმუნო! ღმერთმა შენ დაგსაჯა რომ არც ქმარი მოგცა, არც შვილი და მინდვრის თაგვივით მარტო დაიარები"

ყოფილ მოდელ და ბიზნესლედ ლელა მიქელაძეს და "მის მკერდის" ჟიურის თავმჯდომარეს, ჟურნალისტ ნინო ადამაშვილს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში გრძელდება და უფრო მწვავე ფორმებს იღებს. ქალბატონებმა ამ რამდენიმე დღეში ერთმანეთს უკვე უამრავი სკანდალური და შეურაცხმყოფელი სტატუსი მიუძღვნეს, რომელთა ნაწილის წაკითხვა შეგიძლია აქ:




დაპირისპირების მიზეზი, როგორც უკვე ცნობილია, "ფეისბუქზე" ნინო ადამაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა, სასტუმრო "ბილტმორში" გამართული ღონისძიებიდან, სადაც ორივე ქალბატონი იმყოფებოდა. მიქელაძემ ადამაშვილი ფოტოზე მისი სახის შეგნებულად დამახინჯებაში დაადანაშაულა იმ მიზნით, რომ თვითონ მის ფონზე ლამაზი გამოჩენილიყო და ინტერნეტ "ომიც" ამის მერე დაიწყო.

ამჯერად, ნინო ადამაშვილის ახალი სტატუსის მიზეზი ლელა მიქელაძის წერილი გახდა, სადაც ბიზნესლედი აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ მას ადამაშვილის მსგავსად მოექცა ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი და გადაცემა "პროფილში" მისი ვიზუალი დაამახინჯა. ამის გამო კი ტელეწამყვანი "ღმერთმა დასაჯა" და მას დიდი ტრაგედია დაატეხა თავს. მიქელაძე ადამაშვილს დაემუქრა, რომ მასაც იგივე ელის, რადგან მისი "წყევლა მისავალია".

ლელა მიქელაძის ამ სტატუსზე ნინო ადამაშვილი იუთუბერმა შოთო სიხარულიძემ დათაგა და "ომმაც" ხელახლა იფეთქა. ჟურნალისტი მოდელის წერილმა მოთმინებიდან გამოიყვანა და სოციალურ ქსელში ეს კომენტარი დაწერა:

"შენ დედასაც შევ**ი კიდევ შე შლამახუნის მაიმუნო. ღმერთმა შენ დაგსაჯა რომ არც ქმარი მოგცა, არც შვილი და მინდვრის თაგვივით მარტო დაიარები. წყევლა მაწყევარისაა, მით უმეტეს როცა მახინჯი ხარ და მე არაფერი ფოტო არ დამიმახინჯებია!" - დაწერა ჟურნალისტმა და ღონისძიებაზე გადაღებული ფოტო, თავისი სიტყვების გასამყარებლად, ერთხელ კიდევ გამოაქვეყნა, იქვე კი აღნიშნა, რომ ლელა მიქელაძე ყომარბაზია და მის მეორე პროფესიას არ დაასახელებს.

მოგვიანებით ჟურნალისტმა მასალა საკუთარ გვერდზეც გააზიარა, შემდეგი კომენტარით: "არც შვილი მოგცა ღმერთმა და არც საყვარელი მამაკაცი.. თუ მამაშები წმინდანებად ითვლებიან ეს სხვა თემაა უბრალოდ! რაც იყო ის დავდე, მარა რომც დამემახინჯებინა, ეს როგორ დაწერა უბრალოდ!" - დაწერა ნინომ.

კომენტარებში ნინოს მეგობრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ლელას მხრიდან ასეთი საქციელი "დიდი სობოროტეა."

თეგები :