• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

ბუენოს აირესში, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ქართველმა კალათბურთელებმა თამაშს ვერ მიუსწრეს

ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უცნაური სტარტი აიღო. სამი სამზე კალათბურთში ქართველები დღეს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სლოვენიის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ თამაშზე მისვლა დააგვიანეს და წაგებად ჩაეთვალათ.

წინასწარი ინფორმაციით, დარბაზში მიმავალი კალათბურთელები საცობში გაიჭედნენ.

სამი სამზე კალათბურთში ოლიმპიადაზე სულ 20 ქვეყნის ნაკრები გამოდის. ისინი ოთხ ხუთგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. თამაშები წრიული სისტემით გაიმართება და ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებს. საქართველოს ჯგუფში სლოვენიისა და იორდანიის გარდა არიან ჩინეთისა და თურქმენეთის ნაკრებები, რომლებთანაც თამაშები 13 ოქტომბერს გაიმართება.



თეგები :