• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

ანა ნაცვლიშვილის მამა: შს მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციას შეისწავლის

მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციას შეისწავლის, – ამის შესახებ თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა ამ დრომდე საპატრულო პოლიციის რიგებში ირიცხება, რაც ამორალურია. 

„ლადო გრიგალაშვილის მამა დღესაც მუშაობს უწყებაში, კერძოდ საპატრულო პოლიციაში. მას არ აქვს ამის მორალური უფლება. ის არის მეტროს პატრული. მათ ევალებათ მხოლოდ ჯიბეზე ყურება, ხომ არ აქვს მოქალაქეს რაიმე უკანონო ნივთი. თუ დანა გაქვს ჯიბეში, დაგაჯარიმებენ დანის ტარების გამო. მას არ აქვს მორალური უფლება, ვინმე დააჯარიმოს დანის ტარების გამო, რადგან მისმა შვილმა 25 სანტიმეტრიანი დანა იხმარა. ვითხოვ მის გათავისუფლებას სამსახურიდან. მინისტრმა გულდასმით და ყურადღებით მომისმინა და შემპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა და იმედია, საჩემოდ გაერკვევა, საკმაოდ გულისხმიერი კაცი ყოფილა ბატონი მინისტრი“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.

თეგები :