• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

ლელა მიქელაძე: ვინც ფოტოები დამიმახინჯა, მთელმა საქართველომ იცის, ღმერთმა როგორ დასაჯა.. ნინო ადამაშვილო, უარესს ელოდე!

ყოფილი მოდელი და ბიზნესვუმენი, მომღერალ მარკუს მეტრეველის ყოფილი შეყვარებული ლელა მიქელაძე "მის მკერდის" ჟიურის თავმჯდომარე, ჟურნალისტ ნინო ადამაშვილთან დაპირსპირებას სოციალურ ქსელში განაგრძობს.

ლელა მიქელაძე ნინო ადამაშვილს "ფეისბუქზე" ფოტოს გამოქვეყნებაზე გაუნაწყენდა. ფოტო სასტუმრო "ბილტმორში," "პერსონა 2018"ის მიღებაზე იყო გადაღებული და ყოფილი მოდელის აზრით, ის ამ სურათზე ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მიქელაძემ ადამაშვილი სურათზე მისი სახის შეგნებულად დაუშნოვებაში დაადანაშაულა. მიქელაძის აზრით, ადამაშვილს მისი ვიზუალის შეშურდა და სურათი დააფოტოშოპა, რათა ფოტოზე ლელა უშნოდ და თვითონ ლამაზად გამოჩენილიყო.

ყოფილმა მოდელმა ჟურნალიტს სოციალურ ქსელში რამდენიმე სტატუსი და ვიდეო მიუძღვნა, რაზეც ჩვენც ვწერდით (ნახეთ ბმული).

განსაკუთრებით სკანდალური ერთ-ერთი სტატუსი გამოდგა, სადაც მიქელაძე წერს, რომ ასეთი ქმედება მის მიმართ ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს ძალიან ძვირი დაუჯდა. ყოფილი მოდელი არ ასახელებს, თუ ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ ცნობილია, რომ ლელა მიქელაძე უკვე წლების განმავლობაში ცნობილ ტელეწამყვანს, მაია ასათიანს მტრობს. რამდენიმე წლის წინ მაია ასათიანმა ლელა მიქელაძე "პროფილში" მომღერალ მარკურ მეტრეველის საცოლის ამპლუაში მიიწვია. მიქელაძე, გადაცემის გასვლის შემდეგ, მაია ასათიანს სოციალურ ქსელში დაუპირსპირდა და ისიც, ადამაშვილის მსგავსად, მისი ვიზუალის შეგნებულ დამახინჯებაში დაადანაშაულა. "როგორ გამომიყვანა ასეთი ბებერი და უშნო?" - წერდა მაშინ ლელა მიქელაძე.

ამჯერად კი, ლელა მიქელაძემ სოციალურ ქსელში ეს სტატუსი დაწერა:

"მე ერთ რამეს ვიტყვი და ამით დავასრულებ - ვინც ფოტოები და კადრები დამიმახინჯა და ცუდად გააცნო საზოგადოებას ჩემი თავი, მთელმა საქართველომ იცის, ღმერთმა როგორ დასაჯა - სამუდამო მოუშორებელი დაღი დაასვა ცხოვრების ბოლომდე, ტკივილის და ცრემლის სახით. მეც კი შოკირებული ვიყავი ამით. ნინო ადამაშვილო, უარეს ელოდე! ჩემი მფარველი ანგელოზები და ღმერთი შენ უარესად დაგსჯის... და ამით დავამთავრე ამ საქონელზე საუბარი, ნურავინ ნუღარ მწერთ ამ თემასთან დაკავშირებით. მოიცადეთ და საკუთარი თვალით ნახავთ, როგორ დაისჯება ღმერთისგან. ჩემს ფოტოებთან და ლელა მიქელაძესთან თამაში სახიფათოა - ბოშის, ქრისტიანის და მუსულმანის სისხლი მაქვს გენში. ვერცერთი მოლა და მოძღვარი ვერ გიშველით მე თუ დავწყევლე ადამიანი, ჩემი ლოცვაც მისავალია და წყევლაც," - წერს ყოფილი მოდელი.

მოდელს კომენტარებში მეგობრები ამხნევებენ და წერენ, რომ ლელა ბუნებრივადაც ლამაზია და მოშურნეებს ყურადღებას ნუ მიაქცევს.

თეგები :