• თბილისი
  • 20°C
  • 16 ოქტომბერი, 2018
article

"წარმოვიდგინე რომ ერთ დღეს ჩემ ოთახში ვერ გავიღვიძო... უფალო, ყველაფერი მჭირდება ხვალისთვის"

დღეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ანა ლაშხელი-ონიანის რამდენიმე დღის წინანდელი ჩანაწერი სოციალურ ქსელში:

"ჯერ არც დამიძინია და გაღვიძებაზე ვფიქრობ...
ავდგები დილას და ყველაფერი იგივე იქნება.
იგივე ოთახი.ადამიანები.გარემო.სამუშაო მუსიკა.მანქანა.ლოგინი.ფარდა.დილის ფინჯანი ყავა.ჭურჭლის დარეცხვა.ზარი მშობლებთან.წუწუნი დაქალთან.იგივე ისტორიები face სამყაროდან.
და უცებ წარმოვიდგინე როგორ მიყვარს ეს ერთფეროვნებაც.
წარმოვიდგინე რომ ერთ დღეს ჩემ ოთახში ვერ გავიღვიძო.
რომ ჩემი ლოგინი არსად იყოს.რომ ვერ ავადუღო ყავა და მთელი დღე მისი სურნელი მელანდებოდეს.რომ ვერ დავურეკო დედას და არ მპასუხობდეს მამაც.რომ აღმოვაჩინო რომ ისინი უბრალოდ ვერასოდეს გიპასუხებენ.რომ გავიდე აივანზე და ვერსად დავინახო ჩემი სახლი.
რომ უსახლო აივანზე ვდგავარ...
წარმოვიდგინე ერთ დღესაც რომ ვერ გა ვიღვიძო.
სანამ დავიძინებ...მინდა გითხრა შენ უფალო,ყველაფერი მჭირდება ხვალისთვის.ყველაფერი მინდა იგივე,თუნდაც სიზმრების გზაზე დავარდნილი გამხმარი ყვავილი..."

თეგები :