• თბილისი
  • 6°C
  • 18 იანვარი, 2019
article

80 წლის ქუთაისელი ემიგრანტი ქალი იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას ოჯახის გამო ვერ ახერხებს

ქუთაისელი ლენა გაბუნია, იტალიის ქალაქ ბარში უკვე წლებია ცხოვრობს. 80 წლის ქალს სამშობლოში დაბრუნება სურს, თუმცა ამბობს, რომ მისი ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. შესაბამისად, ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, 80 წლის მოხუცის იტალიიდან გამოგზავნილი თანხაა. ის, ივანიშვილის არასწორი პოლიტიკისა და ქართული ოცნების დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, იძულებულია კვლავ სამშობლოდან შორს იყოს და როგორმე ოჯახი შეინახოს.

80 წლის ემიგრანტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკოსები სამშობლოში დაბრუნებას ურჩევენ, თუმცა მძიმე სოციალური ფონის გამო, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებამ მის ოჯახს პერსპექტივა წაართვა.

„სამი ბიჭი, 4 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი მყავს. არცერთი არ მუშაობს, რადგან სამსახური ვერსად იპოვეს. 

ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ჩემი ხელფასია, რომელსაც საქართველოში ყოველთვიურად ვაგზავნი. ჯანმრთელობის კუთხით მეც პრობლემები მაქვს, გული მაწუხებს და ექიმები მეუბნებიან, არ შეიძლება შენი მუშაობაო, მაგრამ სხვა რა გზაა“, - აცხადებს ემიგრანტი ლენა გაბუნია.

აღსანიშნავია რომ 2012 წლის შემდეგ საქართველო 800 ათასამდე ადამიანმა დატოვა იმ იმედით რომ სხვა ქვეყანაში დაიწყებდა სამსახურს. ქვეყანაში დარჩენილთაგან კი, 100 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს და 450 ათასი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ჩვენს ხარჯზე მდიდრდება. 

თეგები :