• თბილისი
  • 8°C
  • 15 დეკემბერი, 2018
article

დანაშაული, რომელშიც მარგველაშვილის სიძე ფიგურირებს

პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძეს ბრალს ორი მუხლით წაუყენებენ. მინდია გოგოჭურს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავება. მასთან ერთად დაკავებულია გიორგი რაზმაძე, რომელსაც პოლიცია დაჭრის გამო ეძებდა. 

შსს-ში აცხადებენ რომ ბინიდან, სადაც გოგოჭური და რაზმაძე იმყოფებოდნენ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს, ხოლო ეზოსი იპოვეს მათ მიერ გადაგდებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს, მჭიდებითურთ.

გოგოჭური არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში ფიგურირებდა, თუმცა, მას მუდამ ხელს აფარებდა პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო უფლებამოსილება ძირითადად მკვლელების, პედოფილებისა და ბარიგების შეწყალებაში გაფლანგა. 

მათ შორის ყველაზე მძიმე დანაშაული, რაშიც გოგოჭურის გვარმა გაიჟღერა, რუსთაველზე მოკლული 23 წლის ზურა ტარყაშვილის საქმეა. მოკლულის დედის განცხადებით, მისი შვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად გოგოჭურმა მოკლა, თუმცა, პროკურატურამ მას ბრალიც კი არ წაუყენა. 

რუსთაველზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახმა ფოტოც კი გაავრცელა, რომელსაც ასე ასათაურებდა: მინდია გოგოჭური პროკურატურის ეზოში და მინდია გოგოჭური მკვლელობის ადგილზე.

მოკლულის დედა, პრეზიდენტის მეუღლის სიძეს, მინდია გოგოჭურს ერთერთ მკვლელად მოიხსენიებდა და აცხადებდა: „მარგველაშვილი ხელს აფარებს მკვლელს, რომელმაც 23 წლის შვილი მომიკლა“.

ზურა ტარყაშვილის დედა, სამართალდამცველებს, საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს, მათ შორის ტელეკომპანიების წარმომადგენლებს სთხოვდა დაინტერესებულიყვნენ მისი შვილის მკვლელობის საქმეში პრეზიდენტის სიძის მონაწილეობის შესახებ. 

შეგახსენებთ რომ გოგოჭური დღეს სპეცოპერაციის დროს საბურთალოზე დააკავეს, სადაც ის ნაქირავებ ბინაში დაჭრისთვის ძებნილთან ერთად იმყოფებოდა.

p.s: სტატიის ბოლოს იხილეთ ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ამსახველი ვიდეოს ნაწილი, სადაც მოკლულის მშობლების თქმით, მინდია გოგოჭური ფიგურირებს.