• თბილისი
  • 9°C
  • 10 დეკემბერი, 2018
article

წალენჯიხაში ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში, ერთ-ერთ კარიერზე მუშაობის დროს ტრაქტორის მძღოლი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ტრაქტორი დაღმართზე დაგორდა, მძღოლმა გადახტომა შეძლო, თუმცა მას ტრაქტორმა გადაუარა და ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაღუპული ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

თეგები :