• თბილისი
  • 11°C
  • 22 თებერვალი, 2019
article

დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას პროტესტი და ხმაური მოჰყვა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას სასამართლო დარბაზსა და ეზოში პროტესტი და ხმაური მოჰყვა. 

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლო დარბაზი შეკრებილების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიციის წევრები დავით კირკიტაძის დაკავებას და ასევე მის პატიმრობაში დატოვებას უსამართლოს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დავით კირკიტაძის მიმალვის საფრთხე არ არსებობდა და მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოა.

„ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღმერთმა შეგარგოთ ზონდერები, გეგეშიძეები, რომლებიც ჯაჭვით სცემენ ხალხს, არავის ციხეში ჯდომა არ მიხარია და არ გამიხარდება, მაგრამ თანამდებობაზე გყავთ დღესაც ჭიდაობის ფედერაციაში. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე საუბრობთ და ამბობთ, რომ თითქოს, არსებობს მისი მიმალვის საფრთხე და ამიტომ მას გირაოთი ვერ გაათავისუფლებთ. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე-ჩინჩალაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილი-გახარიას ხელისუფლება, მით უფრო მალე, სამწუხაროდ მათთვის მტკივნეულად, დამარცხდებიან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

თეგები :